Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო ► პიკეტირების მეცხრე დღე თსუ-ის მე-6 კორპუსში

02 დეკემბერი 2016

მეცხრე დღეა, რაც სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“ პროტესტის ნიშნად თსუ-ის მეექვსე კორპუსს იკავებს. მოძრაობის წევრები საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვენ და მეექვსე კორპუსის დატოვებას არ აპირებენ, სანამ „რეალურ ცვლილებებს“ არ დაინახავენ.

28 ნოემბერს მოძრაობის წევრები განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, მარიამ ჯაშს შეხვდნენ. მხარეები ორ ძირითად პრინციპზე შეთანხმდნენ, - სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი წვდომა უნივერსიტეტის მატერიალურ და ტექნიკურ რესურსებზე და სტუდენტების არჩევა უნივერსიტეტის საფაკულტეტო საბჭოებში პირდაპირი კენჭისყრის საფუძველზე უნდა მოხდეს. მიუხედავად ამისა, მოძრაობის წევრებმა შეხვედრის დასრულების შემდგომ განაცხადეს, რომ პროტესტის რადიკალური ფორმით გამოხატვას განაგრძობენ, ვინაიდან სახელმწიფოს მხრიდან ვერ დაინახეს მზადყოფნა, რომ ცვლილებები მოკლე ვადაში განხორციელდეს.

„ამ პრინციპებზე თანხმობა არ ნიშნავდა საბოლოო პოზიციას, რომ პარლამენტი მალევე განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებებს.  ეს იყო შეთანხმება ინდივიდუალურად კომიტეტის თავმჯდომარესთან, მაგრამ არ მოგვისმენია თანხმობა კომიტეტის წევრებისგან. ჩვენ როგორც განათლებისა და მეცნიერების ყოფილი, ასევე მოქმედი მინისტრებისგან, პრემიერ-მინისტრისგან არაერთხელ მოგვისმენია სიტყვიერი თანხმობა, რომ რეფორმები უნივერსიტეტში აუცილებელია, საჭიროა ცვლილებები, რომ სტუდენტური თვითმმართველობის მანკიერი სისტემა  გაუქმდეს, მაგრამ რეალურად ამ სიტყვებს არაფერი მოჰყოლია შედეგად.  ვსხდებოდით მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ შედეგი ვერ დავინახეთ. ჩვენ პროტესტის ამ ფორმით ვიბრძვით, ჩვენივე გამოცდილებიდან გამომდინარე, ამიტომ არ ვაპირებთ მეექვსე კორპუსის დატოვებას, სანამ რეალურ ცვლილებებს არ დავინახავთ. არ გავიმეორებთ იმ შეცდომებს, რაც აქამდე დავუშვით“,- ამბობს „აუდიტორია 115-ის“ წევრი გიორგი სოფრომაძე.

სტუდენტები წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ეჭვს გამოთქვამენ, რომ სიტყვიერი შეთანხმება და სამუშაო შეხვედრები  შესაძლოა სტუდენტური პროტესტის შეჩერებას და „მუხტის გაქრობას“ ისახავდეს მიზნად და არა რეალურ რეფორმებს. სტუდენტებს მიაჩნიათ, რომ მათ მიერ შეთავაზებული ძირითადი პრინციპების ასახვა კანონში მალევე უნდა მოხდეს, რაც ხელს არ უშლის უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებულ ფუნდამენტურ ცვლილებებზე გრძელვადიანი მოლაპარაკებების წარმართვას.

5 დეკემბერს  გაიმართება კომიტეტის ფართო სხდომა, რომელზეც უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ იმსჯელებენ. როგორც სტუდენტები ამბობენ, გარკვეულწილად სწორედ 5 დეკემბრის შეხვედრა განსაზღვრავს, თუ როგორი იქნება მათი ნაბიჯები სამომავლოდ, მანამდე კი მეექვსე კორპუსის დატოვებას გამორიცხავენ.

სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115-ის“ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, სტუდენტური თვითმმართველობის არსებული მოდელის გაუქმებაა. მარტში უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში არაერთი სამუშაო შეხვედრა მოჰყვა, მომზადდა „უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“ შესატან საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტიც, თუმცა საქმე ახალი კანონპროექტის პარლამენტში ინიცირებამდე არ მისულა. 

მოძრაობის წევრები მოითხოვენ გაუქმდეს „უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“ 45-ე მუხლი, რომელიც სტუდენტური თვითმმართველობის უფლებებს განსაზღვრავს. გარდა ამისა, მოძრაობის წევრ სტუდენტებს მიაჩნიათ, რომ საჭიროა კანონში ცვლილების შეტანა, რომლის მიხედვითაც საფაკულტეტო საბჭოებში, წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) მსგავსად, სტუდენტებს პირდაპირი წესით აირჩევენ, ვინაიდან, კანონის მოქმედი რეგულაციით, ფაკულტეტის საბჭოს წევრები მხოლოდ სტუდენტური თვითმმართველობის დელეგატის მანდატის მქონე სტუდენტები შეიძლება იყვნენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

05 ივლისი
05 ივლისი

საპროტესტო აქციის მე-15 დღე

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია უკვე მე-15 დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეების მოთხოვნა კვლავ გიორგი გახარიას გადად ...
26 ივნისი
26 ივნისი

ახალი საპროტესტი ტალღა რუსთაველის გამზირ ...

2019 წლის 20 ივნისი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი საეტაპო თარიღი გახდა. "გავრილოვის ღამის" შემდეგ, რუს ...
29 მაისი
29 მაისი

ფოტო► ცოცხალი ჯაჭვი ჩიჩხიტურსა და უდაბნო ...

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში აქცია გაიმართა. აზერბაიჯანის საზღვართან შეკრებილებმა უდაბნოს მონასტრიდან ჩიჩხიტურის ...

მეტი

^