Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო ► ათასობით ადამიანი "ბირჟა მაფიის" მხარდასაჭერად

10 ივნისი 2017

ჯგუფ "ბირჟა მაფიის" წევრების მხარდასაჭერად დღეს ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. 

აქციის მონაწილეებმა მსვლელობა რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყეს და ხმაურით და სოლიდარობის გამომხატველი შეძახილებით, პარლამენტის შენობის წინ დაასრულეს. 

მოქალაქეების სიმრავლის გამო რუსთაველის ქუჩა გადაკეტილი იყო. 

"თეთრი ხმაურის" მიერ ორგანიზებულ აქციაზე სხვადასხვა აქტივისტის გარდა, დაკავებული რეპერების, მიშკა მგალობლიშვილსა და გიორგი ქებურიას ოჯახის წევრებმა და მეგობრებმაც ისაუბრეს. სახელმწიფოს მოუწოდებენ, რეპერები უახლოეს დღეებში გათავისუფლდნენ. 

"ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა უნდა დასრულდეს!“,- ამბობენ აქციის ორგანიზატორები.

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჯგუფი „ბირჟა მაფიის“ წევრები გიორგი ქებურია და მიშკა მგალობლიშვილი დააკავა. ორივე მათგანს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ისინი ბრალს არ აღიარებენ და დაკავებას უკავშირებენ კლიპს, რომელშიც პოლიციელს აშარჟებენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 ივლისი
17 ივლისი

ფოტო ► ხანძარი „დეზერტირების ბაზარში“

დღეს „დეზერტირების ბაზრის“ საწყობში ხანძარი გაჩნდა. შეტყობინება ხანძრის შესახებ 112-ში 15:15 საათზე შევიდა.& ...
15 ივლისი
15 ივლისი

"ქართველთა მარშის" აქცია-მსვლელობა

თბილისში ე.წ. „ქართველთა მარში“ გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, ეროვნულ განმანთავისუფლებელ მოძრაობ ...
17 მაისი
17 მაისი

ფოტო ► 17 მაისი ლიმიტირებულ პირობებში

წელს ლგბტქი თემის წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა 17 მაისის, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო ...

მეტი

^