Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დიჯეს "სამოთხე"

24 მაისი 2014
დიჯე გვინეადანაა. რუსეთში ერთწლიანი ცხოვრების შემდეგ ის საქართველოში ჩამოვიდა. „იქ მეტისმეტად ცივა, ლამის გავიყინე“, - ამბობს დიჯე. 2012 წელს ის თბილისში ჩამოვიდა და დასახლდა.

მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულიდან დღემდე, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოს მოსახლეობის თითქმის ერთი მესამედი ემიგრაციაში წავიდა. სამოქალაქო ომმა, 90-იანი წლების სამხედრო კონფლიქტებმა და მძიმე სოციალურმა და ეკონომიკურმა მდგომარეობამ მნიშვნელოვნად გაზარდა ემიგრანტთა რაოდენობა. დღეს ყოველი მესამე ოჯახის ერთი წევრი მაინც საზღვარგარეთ სამუშაოდ იმყოფება. საქართველოს მოქალაქეთა საზღვარგარეთ გამგზავრების პარალელურად სხვა ქვეყნის მოქალაქეები მიგრაციის შედარებით ლიბერალური რეჟიმით სარგებლობენ და საქართველოში შემოდიან. საქართველოს დედაქალაქი სულ უფრო და უფრო მეტ ჩინელს, ინდოელს, თურქსა თუ აფრიკელს მასპინძლობს. მათი უმეტესობა ჩამოდის, როგორც სამუშაო ძალა.

დიჯე გვინეადანაა. რუსეთში ერთწლიანი ცხოვრების შემდეგ ის საქართველოში ჩამოვიდა. „იქ მეტისმეტად ცივა, ლამის გავიყინე“, - ამბობს დიჯე. 2012 წელს ის თბილისში ჩამოვიდა და დასახლდა.

ის თბილისის ცენტრალურ ბაზარში საწყობის მუშად მუშაობს. დასაძინებლად საწოლს ქირაობს, დღეში 30 ლარს გამოიმუშავებს (დაახლოებით, 12 ევროს ექვივალენტს) და დანაზოგს თავის ოჯახს გვინეაში რეგულარულად უგზავნის. მათ არ აქვთ კომპიუტერი, ამიტომ დიჯეს მათთან დაკავშირება ტელეფონით უწევს.  სატელეფონო ბარათებში მისი ხელფასის საკმაოდ დიდი ნაწილი მიდის. საქართველოში ცხოვრების პერიოდში დიჯემ ცოტა ქართულიც ისწავლა და ელემენტარული სიტყვების გაგება შეუძლია. ასე რომ, ის დროდადრო ქუჩაში ან სადმე სხვაგან კანის ფერის გამო უსიამოვნო კომენტარებს აწყდება. თუმცა არააგრესიული, მაგრამ მაინც რასიზმი, საქართველოში ჯერ ისევ პრობლემაა. 

დიჯეს მოსწონს საქართველო, მაგრამ ევროპაში გადასასვლელად ემზადება და იმედი აქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს მოახერხებს ამას. „საქართველო კარგი ქვეყანაა, მაგრამ ევროპა - სამოთხეა“, - ამბობს ის. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

05 ივლისი
05 ივლისი

საპროტესტო აქციის მე-15 დღე

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია უკვე მე-15 დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეების მოთხოვნა კვლავ გიორგი გახარიას გადად ...
26 ივნისი
26 ივნისი

ახალი საპროტესტი ტალღა რუსთაველის გამზირ ...

2019 წლის 20 ივნისი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი საეტაპო თარიღი გახდა. "გავრილოვის ღამის" შემდეგ, რუს ...
29 მაისი
29 მაისი

ფოტო► ცოცხალი ჯაჭვი ჩიჩხიტურსა და უდაბნო ...

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში აქცია გაიმართა. აზერბაიჯანის საზღვართან შეკრებილებმა უდაბნოს მონასტრიდან ჩიჩხიტურის ...

მეტი

^