Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო-ვიდეო #ესშენგეხება - აქცია ფარული თვალთვალის წინააღმდეგ

19 მარტი 2016
არასამთავრობო ორგანიზაციებმა კამპანია "ეს შენ გეხება" განაახლეს და საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების ტირაჟირება გააპროტესტეს.

"გაეთრიე ჩემი საძინებლიდან", "ჩვენ არ გვეხება სხვისი პირადი ცხოვრება, მაგრამ გვეხება ის, რომ ჩვენი რეაქციით ადამიანებს აშინებენ და აშანტაჟებენ",  "უკონტროლო მოსმენები დაკანონდა", - დღეს ამ შინაარსის პლაკატებით ფილარმონიიდან მთავრობის კანცელარიამდე საპროტესტო მსვლელობა მოეწყო.

აქციის მინაწილეები მოითხოვენ, რომ აქამდე ჩადენილი მსგავსი ტიპის გამოუძიებელი დანაშაულიც გამოიძონ, საგამოძიებო პროცესებში უცხოელი ექპეტებიც ჩაერთონ და სახელმწიფომ შეიმუშაოს სტრატეგია მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად.

აქციის მონაწილე ბაია პატარაია ამბობს, რომ ამ დანაშაულს აქვს მკვეთრად გამოხატული გენდერული ხასიათი და გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები ძირითადად, ქალების წინააღმდეგ არის მიმართული.

"ჩვენ გვინდა მეტი ქალი პოლიტიკაში, ჩვენ არ გვინდა ქალებს ასე ესხმოდნენ თავს! გაეთრიეთ ჩვენი საძინებლებიდან!", - ამბობს ბაია პატარაია.

გარდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეებისა, აქციას პროფკავშირთა გაერთიანება და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

პარალელურად, მსგავსი შინაარსის აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიამართა. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ, სანამ არ ხელისუფლება დამნაშავეებს არ გამოავლენს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

05 ნოემბერი
05 ნოემბერი

ინტერვიუ დიეტერ იანეჩეკთან

დიეტერ იანეჩეკი გერმანული მწვანეთა პარტიის და  2013 წლიდან,  გერმანიის  ბუნდესტაგის წევრია. თბილისს მწვან ...
04 ნოემბერი
04 ნოემბერი

ტექნოგენური თაობის დასასრული - აქცია რუს ...

 3 ნომებერს რუსთავის მთავარ მოედანზე, მერიის წინ მშვიდობიანი მანიფესტაცია გაიმართა, რომლის მიზანი რიგითი რუსთაველ ...
29 ოქტომბერი
29 ოქტომბერი

გირჩის ლიდერების და "შმაქსის" აქტივისტე ...

"გირჩის" წევრები, „შმაქსისტებთან“ ერთად, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და საავტომობილო მსვლელობი ...

მეტი

^