Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო ► ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები - "აუდიტორია 115" სწავლის პროცესს აფერხებს

28 ნოემბერი 2016

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსთან დღეს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუნდეტებმა "აუდიტორია 115-ის" მიერ შენობის დაკავება გააპროტესტეს და ამას "სწავლის პროცესის ჩაშლა" უწოდეს. აქციის წევრი, ნინო ტაბაღუა ამბობს, რომ რეფორმის განხორციელებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესების მოთხოვნას სხვა სტუდენტებიც უერთდებიან, მაგრამ ჰგონიათ, რომ აუდიტორიის მიერ არჩეული პროტესტის გზა რადიკალურია:

"თუ აუდიტორიის წევრები ფიქრობენ, რომ სწავლის ხარისხის გაზრდა მნიშვნელოვანია, მაშინ ჩვენც, სხვა სტუდენტებსაც უნდა გაგვიწიონ ანგარიში და მოგვცენ სწავლის საშუალება".

"აუდიტორია 115-ის" წევრებმა ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს მოლაპარაკება შესთავაზეს, ოღონდ არა მე-6 კორპუსის შენობაში. თავდაპირველად აქციის ინიციატორი სტუდენტები მოსალაპარაკებლად სხვა კორპუსში წასვლის წინააღმდეგები იყვნენ და კატეგორიულად ითხოვდნენ, რომ საუბარი მეექვსე კორპუსის შენობაში გაეგრძელებინათ. თუმცა, საბოლოოდ, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები და აუდიტორია 115-ის წევრები უნივერსიტეტის პირველი კორპუსის აუდიტორიებში გადანაწილდნენ. მოლაპარაკებები მათ შორის რამდენიმე წუთის წინ დასრუდა, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება არც ერთ მხარეს არ მიუღია.

"აუდიტორია 115-ის" წევრები ამბობენ, რომ რომ მათ სურთ, სხვა სტუდენტებთან კონსესუსს მიაღწიონ, თუმცა მეექვსე კორპუსის დაცლა ამ დროისთვის გამორიცხულია. ისინი ეცდებიან ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებები დაიწყონ, რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის მეექვსე კორპუსთან ახლოს მოეწყოს ტექნიკური სამუშაო ოთახი და მათ "აუდიტორია 115-ის" პროტესტის დროს სწავლის პროცესში ხელი არ შეეშალოთ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

05 ნოემბერი
05 ნოემბერი

ინტერვიუ დიეტერ იანეჩეკთან

დიეტერ იანეჩეკი გერმანული მწვანეთა პარტიის და  2013 წლიდან,  გერმანიის  ბუნდესტაგის წევრია. თბილისს მწვან ...
04 ნოემბერი
04 ნოემბერი

ტექნოგენური თაობის დასასრული - აქცია რუს ...

 3 ნომებერს რუსთავის მთავარ მოედანზე, მერიის წინ მშვიდობიანი მანიფესტაცია გაიმართა, რომლის მიზანი რიგითი რუსთაველ ...
29 ოქტომბერი
29 ოქტომბერი

გირჩის ლიდერების და "შმაქსის" აქტივისტე ...

"გირჩის" წევრები, „შმაქსისტებთან“ ერთად, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და საავტომობილო მსვლელობი ...

მეტი

^