Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო ► რას ითხოვენ "რუსთავის აზოტის" ადმინისტრაციისგან? - აქციები გრძელდება

01 თებერვალი 2017

"რუსთავის აზოტის" ადმინისტრაციას ხვალ, ორი თებერვლის 12 საათამდე ვაძლევთ დროს, აღადგინოს სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლები - ამ მოთხოვნით დასრულდა დღეს აქცია რუსთავში. ქარხნის ტერიტორიასთან ახლოს, სადაც გათავისუფლებული თანამშრომლების ნაწილის გარდა, ქარხნის მოქმედი თანამშრომლები, პროფკავშირების, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები, ასევე, სტუდენტები და რუსთავის მოქალაქეები იდგნენ. 

ქარხნიდან გათავისუფლებული 330-მდე თანამშრომლის აღდგენის გარდა, აქციის მონაწილეებმა თავისი მოთხოვნები წერილობითი ფორმით უკვე გადასცეს კომპანიის ადმინისტრაციას: "კომპანიის ადმინისტრაციას მოვუწოდებთ, მიმდინარე მედიაციის ფარგლებში, შრომის ახალი კონტრაქტებისა და შინაგანაწესის კორექტირებას, მის განხილვას სხვადასხვა მხარის ჩარევით და საბოლოოდ დამტკიცებას; ასევე, ვითხოვთ, გათავისუფლებულ თანამშრომლებს განაცდური დღეები აუნაზღაურდეთ; კომპანიამ აღიაროს პროფკავშირებთან გაფორმებული ხელშეკრულება; დაბრუნდეს დასაქმებულებისთვის პრემიის მიღების სისტემა, ისე, როგორც წლების წინ იყო; გათანაბრდეს სხვადასხვა საამქროში დასაქმებულთა ანაზღაურება; კომპანიამ გათავისუფლებულ თანამშრომლებს უშუამდგომლოს ბანკებთან, რომ მათი საბანკო ვალდებულებები გადავადდეს. დაბოლოს, გასაჯაროვდეს კომპანიის მფლობელთა რეალური ვინაობა", - ეს მოთხოვნები საჯაროდ თამაზ დოლაბერიძემ გააჟღერა, რომელიც საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარეა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მიმართავენ უკიდურეს ზომას და რუსთავში დასაქმებულთა გაფიცვა დაიწყება. 

ამ დრომდე „აზოტის ქარხნის" ახალი მესაკუთრე „ეუ ინვესთმენთი" თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. ქარხნის ახალმა მფლობელებმა განცხადება 31 იანვარს გაავრცელეს, სადაც წერია, რომ მათ ხელშეკრულება 2000-ზე მეტ თანამშრომელთან უკვე გააფორმეს და ქარხნის სრული დატვირთვით ამუშავების შემთხვევაში, დამატებითი მუშა-მოსამსახურეების დასაქმების საკითხს განიხილავენ, „პრიორიტეტი კი მიენიჭება შპს „რუსთავის აზოტში“ დარჩენილ თანამშრომლებს.

"ლიბერალთან" საუბარში ჯანდაცვის სამინისტროს, შრომისა და დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ელზა ჯგერენაია აცხადებს, რომ ამ დროისთვის მიდის პრემედიაციის პროცესი - მოლაპარაკებები აქვთ კომპანიის თანამშრომლებთან.

ქარხნის შესასვლელთან დღეს გათავისუფლებული თანამშრომლების გვერდით მოქმედი თანამშრომლების ის ნაწილიც იდგა, ვინც ხელშეკრულებებს მოაწერა ხელი. 

დავით ნონიკაშვილი ერთ-ერთი მათგანია და ამბობს, რომ რეალურად, კომპანიამ ორივე მხარე - როგორც გათავისუფლებული, ასევე დატოვებული თანამშრომლები მოატყუა. ხელი მოაწერინა ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც მათი შრომითი უფლებების გაუარესებას გამოიწვევს: "ხელი მოგვაწერინეს სრულიად ექსტრემალურ პირობებში, ფაქტობრივად, დაძალებით. მისი წაკითხვის საშუალებაც არ გვქონდა. თუმცა, მოგვიანებით, როცა იურისტები მის "გაშიფვრაში" დაგვეხმარნენ, აღმოჩნდა, რომ ბევრი პუნქტი ჩვენს საწინააღმდეგოდაა. მაგალითად, განსაზღვრული არაა ტარიფული გადასახადის ოდენობა, კომპანიას აქვს საშუალება, ისე მოიქცეს, როგორც თავად სურს. ვითხოვთ, ხელშეკრულებების გაუქმებას და რა თქმა უნდა, ჩვენი კოლეგების, გათავისუფლებულების სამსახურში აღდგენას", - გვითხრა დავითმა. 

აქციის მონაწილეებისთვის დღეს თბილისიდან საკვები ჩაიტანეს. მათ ცხელი ჩაითა და ყავით უმასპინძლდებოდნენ

აზოტის ქარხნის მუშების სოლიდარობის ნიშნად აქციაა დაგეგმილი 3 თებერვალსაც. ამის შესახებ განცხადება დღეს „აუდიტორია 115-მაც“ გაავრცელა:

"სამსახურის გარეშე დარჩენილი ხალხის უკან მრავალრიცხოვანი ოჯახებია. ისინი დარჩნენ იმ ბანკის ვალების პირისპირ, ანაზღაურების გარეშე, რომლის მფლობელობაშიც აზოტის ქარხანაა გადასული. სახელმწიფოს უპასუხისმგებლობა ქვეყნის უდიდეს კორპორაციას, საქართველოს ბანკს, აძლევს საშუალებას, უხეშად დაარღვიოს შრომის კოდექსი, მასობრივად გაათავისუფლოს მუშები, ისედაც მძიმე პირობებში მყოფი ქალაქის მდგომარეობა უფრო დაამძიმოს და უკვე პირდაპირი მეთოდით, სესხებისა და სხვა საბანკო მომსახურებების მეშვეობით, მეტად გააკონტროლოს რუსთავის აზოტის ქარხანაში დასაქმებული ადამიანები. 

სტუდენტთა სოლიდარობა აზოტის მუშებს!", - ნათქვამია „აუდიტორია 115“- ის განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

05 ნოემბერი
05 ნოემბერი

ინტერვიუ დიეტერ იანეჩეკთან

დიეტერ იანეჩეკი გერმანული მწვანეთა პარტიის და  2013 წლიდან,  გერმანიის  ბუნდესტაგის წევრია. თბილისს მწვან ...
04 ნოემბერი
04 ნოემბერი

ტექნოგენური თაობის დასასრული - აქცია რუს ...

 3 ნომებერს რუსთავის მთავარ მოედანზე, მერიის წინ მშვიდობიანი მანიფესტაცია გაიმართა, რომლის მიზანი რიგითი რუსთაველ ...
29 ოქტომბერი
29 ოქტომბერი

გირჩის ლიდერების და "შმაქსის" აქტივისტე ...

"გირჩის" წევრები, „შმაქსისტებთან“ ერთად, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და საავტომობილო მსვლელობი ...

მეტი

^