Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო ► როგორ დაატოვებინა პოლიციამ „აზოტის ქარხნის" შენობა აქციის მონაწილეებს

02 თებერვალი 2017

„აზოტის ქარხნის" ადმინისტრაციულ შენობა, დღეს, 2 საათისთვის, ქარხნიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა და მათ მხარდასაჭერად აქციაზე მისულმა ადამიანებმა დაიკავეს. აქციის მონაწილეები გენერალურ დირექტორთან შეხვედრას მოითხოვდნენ. შენობაში ყოფილი ხელმძღვანელი, ლევან ბურდილაძე დახვდათ. ბურდილაძემ მათ ადმინისტრაციის პოზიცია განუმარტა და უთხრა, რომ ქარხანა ახლა ახალი მენეჯმენტის ხელშია. სააქციო საზოგადოება „ეუ ინვესთმენთი" პერიოდულად აახლებს თანამშრომლებთან ხელშეკრულებებს, „დაახლოებით 330 თანამშრომელს კი, ვინც ამ წუთებში ქარხანაში არ მუშაობს, ჯერჯერობით 3 თვის განმავლობაში 500 ლარის ოდენობის კომპენსაციას გადავუხდით".

ქარხნიდან გათავისუფლებული თანამშრომლები კომპენსაციის აღებაზე უარს ამბობენ. ადმინისტრაციულ შენობაში ყოფნისას მათ ქარხნის ახალ გენერალურ დირექტორთან ეფრემ ურუმაშვილთან შეხვედრა მოითხოვეს. ლევან ბურდილაძემ შენობა მალევე დატოვა, რის შემდეგაც ათობით პოლიციის თანამშრომელმა აქციის მონაწილეები შენობიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანა. პოლიცის წარმომადგენლები სტუდენტებსა და გათავისუფლებულ თანამშრომლებს აგრესიულად ეპყრობოდნენ. რამდენჯერმე სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაც გახდა საჭირო, რადგან ჭედვის დროს შეუძლოდ გახდა აქციის რამდენიმე მონაწილე.

შენობის დატოვების შემდეგ მომიტინგეებმა ქარხნის ჭიშკართან გადაინაცვლეს, რომლის მეორე მხარესაც "რუსთავის აზოტის" მოქმედი თანამშრომლების ნაწილი იდგა და აქციის მონაწილეებთან გამოსვლა უნდოდა. პოლიციამ მათ გამოსვლის საშუალება არ მისცა, განლაგდნენ ჭიშკრის ორივე მხარეს და მისი გაღების საშუალებას იქ შეკრებილ ადამიანებს არ აძლევდნენ. 

ამ დროისთვის ქარხნის წინ აქციის მონაწილეები კვლავ რჩებიან. ელოდებიან გენერალური დირექტორის, ეფრემ ურუმაშვილის გამოჩენას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

05 ნოემბერი
05 ნოემბერი

ინტერვიუ დიეტერ იანეჩეკთან

დიეტერ იანეჩეკი გერმანული მწვანეთა პარტიის და  2013 წლიდან,  გერმანიის  ბუნდესტაგის წევრია. თბილისს მწვან ...
04 ნოემბერი
04 ნოემბერი

ტექნოგენური თაობის დასასრული - აქცია რუს ...

 3 ნომებერს რუსთავის მთავარ მოედანზე, მერიის წინ მშვიდობიანი მანიფესტაცია გაიმართა, რომლის მიზანი რიგითი რუსთაველ ...
29 ოქტომბერი
29 ოქტომბერი

გირჩის ლიდერების და "შმაქსის" აქტივისტე ...

"გირჩის" წევრები, „შმაქსისტებთან“ ერთად, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და საავტომობილო მსვლელობი ...

მეტი

^