Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო ► "აქსისი გვატყუებს" - აქცია პროკურატურასთან

02 თებერვალი 2017

პროკურატურის შენობასთან დღეს ის მოქალაქეები შეიკრიბნენ, ვინც წლების წინ სამშენებლო კომპანია "აქსისგან" ბინები იყიდა, თუმცა ჯერ არ ჩაბარებიათ:

"წლებია კომპანია აქსისი ხალხს ატყუებს. დაზარალებულებმა არაერთხელ მიმართეს საქალაქო სასამართლოს, სადაც აქსისის წინააღმდეგ უამრავი დავაა მოგებული თუმცა, აღსრულება ვერ ხერხდება. უშედეგოდ მოგებული სამოქალაქო დავების შემდეგ დაზარალებულებმა პროკურატურას მიმართეს, თუმცა პროკურატურა არ რეაგირებს და დაზარალებულებს ისევ სამოქალაქოში, იგივე წრეზე აბრუნებს – სადაც დავები დიდი ხნის მოგებულია და სადაც ამ საქმეს გაგრძელება ფიზიკურად ვეღარ ექნება" - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. 

დაზარალებულებს სამი კონკრეტული მოთხოვნა აქვთ კომპანიასთან, კერძოდ, მოითხოვენ, კომპანიას დაევალოს: დაზარალებულების ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილება; გადახდილი თანხების უკან დაბრუნება და საბანკო გარანტიები.

აქცია "სოლიდარობის ქსელის" მიერ იყო ორგანიზებული. ერთ-ერთი წარმომადგენელი შოთა აზიკური ამბობს, რომ სავარაუდოდ 300-მდე დაზარალებული არსებობს, ვისაც კომპანიამ ბინები აქამდე არ გადასცა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

05 ნოემბერი
05 ნოემბერი

ინტერვიუ დიეტერ იანეჩეკთან

დიეტერ იანეჩეკი გერმანული მწვანეთა პარტიის და  2013 წლიდან,  გერმანიის  ბუნდესტაგის წევრია. თბილისს მწვან ...
04 ნოემბერი
04 ნოემბერი

ტექნოგენური თაობის დასასრული - აქცია რუს ...

 3 ნომებერს რუსთავის მთავარ მოედანზე, მერიის წინ მშვიდობიანი მანიფესტაცია გაიმართა, რომლის მიზანი რიგითი რუსთაველ ...
29 ოქტომბერი
29 ოქტომბერი

გირჩის ლიდერების და "შმაქსის" აქტივისტე ...

"გირჩის" წევრები, „შმაქსისტებთან“ ერთად, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და საავტომობილო მსვლელობი ...

მეტი

^