Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო ► ტალახიანი შერკინებები ხაშურში

26 მარტი 2018

ჩამონგრეული, გამოყენებისთვის უვარგისი გასახდელი, ატალახებული მოედანი, დანგრეული ტრიბუნები, ანტისანიტარია, ღორები, ძროხები და ძაღლები სათამაშო მოედანზე  - ხაშურში, „ივერიის“ სტადიონზე მორაგბეებს არც სასმელი წყალი და არც საშხაპე არ აქვთ. ამგვარ პირობებში ვარჯიში სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის 200-ზე მეტ მორაგბეს უწევს.

„სასმელი წყალიც კი არ არის, საშხაპეზე ხომ საუბარი არაა. ზაფხულში, როცა ცხელა, სასმელი წყალიც სახლიდან დაგვაქვს. ბიჭების უმეტესობა შორი გზიდან დადის. მეც ქარელის რაიონიდან დავდივარ. ძნელია, შორი გზიდან სასმელი წყალიც თვითონ ატარო, დასაბან წყალზე საუბარი აღარაა... როცა ცივა, ტრიბუნებზე გვიწევს გამოცვლა. ვარჯიშის და თამაშის შემდეგ შორ გზაზე ტალახიანი წასვლაც ძნელია“, - ამბობს „ლიბერალთან“ საუბრისას  მორაგბე სანდრო ზუბაშვილი.

სტადიონის მომავალთან დაკავშირებით „ლიბერალი“ ხაშურის მერს, გიორგი გურასპაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, სტადიონის სრულად დემონტაჟი და თავიდან აშენება იგეგმება, რასაც „ოპტიმისტური გათვლებით“ დაახლოებით 2 წელი დასჭირდება. ხაშურის მერი ამბობს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ აღნიშნულ სტადიონზე ყველანაირი მშენებლობა არარენტაბელურად შეფასდა. 

„მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად ვმუშაობთ. პროექტი უკვე დასრულებულია, დაფინანსების წყაროც პრაქტიკულად მოძიებულია. ახლა უკვე კეთდება დემონტაჟის პროექტი. კონკრეტულ საპროექტო კომპანიაზეა დაკვეთილი. დემონტაჟის შემდეგ მუნიციპალური განვითარების  ფონდთან ერთად ახალი სტადიონის მშენებლობა უნდა დავიწყოთ“, - ამბობს გურასპაშვილი. მისი თქმით, მუნიციპალიტეტი იზრუნებს, რომ თანადაფინანსების კომპონენტისთვის თანხები გამოყოს.

 
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

05 ნოემბერი
05 ნოემბერი

ინტერვიუ დიეტერ იანეჩეკთან

დიეტერ იანეჩეკი გერმანული მწვანეთა პარტიის და  2013 წლიდან,  გერმანიის  ბუნდესტაგის წევრია. თბილისს მწვან ...
04 ნოემბერი
04 ნოემბერი

ტექნოგენური თაობის დასასრული - აქცია რუს ...

 3 ნომებერს რუსთავის მთავარ მოედანზე, მერიის წინ მშვიდობიანი მანიფესტაცია გაიმართა, რომლის მიზანი რიგითი რუსთაველ ...
29 ოქტომბერი
29 ოქტომბერი

გირჩის ლიდერების და "შმაქსის" აქტივისტე ...

"გირჩის" წევრები, „შმაქსისტებთან“ ერთად, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და საავტომობილო მსვლელობი ...

მეტი

^