Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კერძო სკოლები:მანდატურები არ გვჭირდება

27 იანვარი 2011

კერძო სკოლებში მანდატურების შესვლა უკვე გადაწყვეტილია. თუმცა, სკოლებში ამ ინიციატივის დეტალები ჯერ კიდევ არ იციან.

კერძო სკოლებში მანდატურების შესვლა უკვე გადაწყვეტილია. თუმცა, სკოლებში ამ ინიციატივის დეტალები ჯერ კიდევ არ იციან.

დირექტორებს იმედი აქვთ, რომ მანდატურების დანიშვნა კერძო სკოლებში ნებაყოფლობითი იქნება.

„ თუ ეს დაკანონდება, უკეთესია, თუ სამინისტრო კერძო სკოლებთან მოილაპარაკებს და რომელ სკოლებსაც აწყობთ, მხოლოდ იქ შეიყვანენ მანდატურებს." ამბობს ამერიკული აკადემიის დირექტორის მოადიგლე მარინა ჯაფარიძე.

„ მე თვითონ დავრეკე სამინისტროში და ასე მითხრეს -თუ სურვილს გამოთქვამთ, იმ შემთხვევაში გამოგიგზავნითო მანდატურს. ასევე, შეგიძლიათ, თქვენი სკოლის კადრი გამოგვიგზავნოთ და იმას გადავამზადებთო," - ყვება კერძო სკოლის „საერთაშორისო ქართული სკოლის" დირექტორი თინათინ ცერცვაძე და ამბობს, არ აპირებს ასეთი თხოვნით განათლების სამინისრტოს მიმართოს.

ამ სკოლაში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი კერძო დაცვაა, რომელსაც ადმინისტრაცია სკოლის ხარჯებით ქირაობს. დაცვის ორი თანამშრომლის მომსახურება სკოლას თვეში დაახლოებით 600 ლარი უჯდება.

ჯერჯერობით განათლების სამინისტროში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ, ამიტომაც, ოფიციალურად გაურკვეველია, ყველა კერძო სკოლას დაევალება მანდატურებთან თანამშრომლების დაწყება, თუ, საჯარო სკოლებისგან განსხვავებით, მათ არჩევანის საშუალებას მისცემენ.

საჯარო სკოლებში მანდატურები სამინისტროს პროექტის „უსაფრთხო სკოლის" ფარგლებში შევიდნენ. მათი ძირითადი მოვალეობები მოსწავლეების უსაფრთხოების დაცვა და დისციპლინის გაკონტროლებაა.

კერძო სკოლების უმრავლესობა დაცვის სამსახურს თვითონ ქირაობს. საჯარო სკოლებისგან განსხვავებით, იქ მოსწავლეების რაოდენობაც გაცილებით ნაკლებია და ადმინისტრაციას დისციპლინის დამყარება არ უჭირს.

ყველა კერძო სკოლაში, ვის წარმომადგენლებსაც „ლიბერალი" ესაუბრა, ამბობენ, რომ მანდატურების საჭიროებას ვერ ხედავენ და თუ ნებაყოფლობითი იქნება, მათი სამსახურის თხოვნას სამინისტროსთვის არ აპირებენ.

„ჩვენი დაცვა 24 საათს მუშაობს, თან სკოლაში 300 მოსწავლე და 100 მასწავლბელი გვყავს, ერთ ბავშვზე დაახლოებით 3 მასწავლელი მოდის. ამიტომაც, ბავშვების კონტროლის სირთულე არ გვაქვს." ამბობს „მომავლის სკოლის" დირექტორი ნინო გოგორიშვილი.

საკუთარი დაცვა ჰყავს ამერიკულ აკადემიასა და „საერთაშორისო ქართულ სკოლასაც" , რომელშიც სულ 60 მოსწავლე სწავლობს. ამ სკოლებში ამბობენ, რომ "განსაკუთრებით რთულად აღსაზრდელი ბავშვების" პრობლემა არ აქვთ, და რომც ჰქონდეთ, სკოლის შიდა პრობლემების გადაჭრას თვითონვე ამჯობინებენ.

„თუ სახელმწიფო დაგვინიშნავს ჩვენ კიდევ დამატებით დაცვას, რომელსაც მხოლოდ უსაფრთხოების დაცვა დაევალება, ამაში ცუდი არაფერია," ამბობს მარინა ჯაფარიძე.

თუმცა, მანდატურები სკოლაში მხოლოდ დაცვის ფუნქციას არ შეასრულებენ. ამასთან ერთად მათ მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლის სხვა თანამშრომელბის დისციპლინაც უნდა გააკონტროლონ.

„მე მიმაჩნია, რომ სკოლის დისციპლინა შიდა პროცესია და ამის კონტროლი სკოლის ადმინისტრაციის მოვალეობაა" - ამბობს ნინო გოგორიშვილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^