„ [კლასები] როგორც გ ა ი ყ ო ფ ე ბ ო დ ა, ასევე გ ა ი ყ ო ფ ე ბ ა"
„ [კლასები] როგორც გ ა ი ყ ო ფ ე ბ ო დ ა, ასევე გ ა ი ყ ო ფ ე ბ ა"
-- განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
დიმიტრი შაშკინი, 14.01.2011
დიდი ხანია, თავს ვიკავებ, მაგრამ ჩემს მიერ ეპიგრაფად გამოტანილი ფრაზა უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა ჩემი მოთმინების ფიალაში. ერთხანს ამგვარ „გამონათქვამებს" სრულიად ავტომატურად ვაფიქსირებდი. ტელეყუთი სამზარეულოშიც მაქვს და ორიოდე „მარგალიტის" დამახსოვრების შემდეგ სამზარეულოს მაგიდის აუცილებელ ატრიბუტად, შაქარ-მარილთან ერთად, ქაღალდ-ფანქარიც იქცა. განურჩევლად ვიწერდი - ვინ, რომელ არხზე და რა თქვა არასწორად (ამის დახარისხებაც შეიძლება). შემდეგ უკვე ისე გახშირდა ეს შეცდომები და მეც ისე ვღიზიანდებოდი, რომ ჩაწერას თავი დავანებე.
მაგრამ ა ს ე გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა ა ღ ა რ შ ე ი ძ ლ ე ბ ა . მივხვდი, რომ ვიღაცამ (თუნდაც უჩინომ) სათქმელი უნდა თქვას. სანამ კომპიუტერი მოვიპოვე, შ ე ც დ ო მ ე ბ ი ქრონოლოგიურად დავალაგე და ავკრიფე, საკმაო დრო გავიდა, მაგრამ მოთმინების ფიალას ამით წვეთები არ დაჰკლებია, უფრო - მოემატა.
ვიცი, რომ პრობლემები ბევრია -- დევნილები, ექიმები, ვეტერანები, მასწავლებლები, ტაძრები, კონცერტები, შადრევნები და ა.შ., მაგრამ ენა არის ქართული იდენტურობის პირველი ნიშანი. ებრაელებისთვის და სომხებისთვის იდენტურობის ნიშანი არის აღმსარებლობა, ქართველებისთვის --ე ნ ა .
ვიცი, შემომედავებიან და დიდ ილიას დააციტატებენ. მაგრამ ის (ციტატა) მაშინ იყო აქტუალური. ახლა (მაშინაც) ქართველები რამდენიმე აღმსარებლობისა არიან, მამულიც ხელში გვადნება და ენასაც თუ არ მივხედავთ და ჩვენვე გავაუპატიურებთ, აღარაფერი დაგვრჩება.
არასდროს არაფერი დამიწერია, ორიოდ მოკრძალებული სამეცნიერო სტატიის გარდა, რეგალიები და ხარისხები არ გამაჩნია, მაგრამ ქართული ნამდვილად ვიცი (სალიტერატუროც, სლენგიც, დიალექტიზმებიც) და ვგრძნობ კიდევაც.
სანამ უშუალოდ შეცდომების ნუსხას მოგაწვდიდეთ, კიდევ ის მინდა ვთქვა, რომ:
1) ენას ნასესხობები (ბარბარიზმები) ვერ დაანგრევს, ზოგი დაანაგვიანებს, ზოგიც -- მოერგება.
2) ენას და მეტყველებას ანგრევს და არღვევს სხვა ენებისათვის (თუნდაც მონათესავე) დამახასიათებელი მახვილისა და ინტონაციური ქარგის ხმარება-გამოყენება. ქართულში მახვილი არ არის სიტყვათგანმასხვავებელი, მაგრამ მახვილის არასწორი დასმისა და ფრაზის შეუსაბამო ინტონაციური გაფორმების შედეგად ვიღებთ ფონეტიკურად დამახინჯებულ მეტყველებას.
ბოლო 15-20 წელიწადში კი რატომღაც მახვილმა სიტყვის ბოლო მარცვალზე გადაინაცვლა: აღარ მომწონხა'რ, ძალიან მინდა', მადლობა' (სწორია-- გმადლობ /შენ/ ან გმადლობთ /თქვენ/). ჩემი ყურისთვის ამ საქმის პიონერი იყო პარლამენტის ტრიბუნიდან მეტყველი ვახტანგ რჩეულიშვილი. შემდეგ კი ასეთი მახვილი თანდათან გავრცელდა.
3) ენას და მეტყველებას არღვევს და ანგრევს მყარი შეთანხმებების არასწორი ხმარება: მ ა დ ლ ო ბ ა მ ო უ ხ ა დ ა (უნდა ითქვას --გ ა დ ა უ ხ ა დ ა), მ ხ ა რ შ ი დ ა ვ უ დ გ ე თ (უნდა ითქვას -- ა მ ო ვ უ დ გ ე თ). ზოგჯერ მხოლოდ „დავუდგეთ''-საც ხმარობენ. ერთმანეთისგან ვერ არჩევენ „ცივილურსა" და „ცივილიზებულს".
4) დამანგრეველია ენისთვის წ ი ნ ა დ ა დ ე ბ ი ს ს ი ნ ტ ა ქ ს უ რ ი ქ ს ო ვ ი ლ ი ს რღვევა:
კაც-მა მოუყვა ზღაპარ-ი ბავშვ-ს -- უნდა იყოს : კაც-ი მოუყვა ზღაპარ-ს ბავშვ-ს;
მ ა ნ მომიყვა -- უნდა იყოს : ი ს მომიყვა
ელენემ ისტორია მომიყვა. ლექსი უნდა მოგვიყვეს (3-ჯერ) -- ამჟამად „ოქროს ფრთის" კავალერი ნა ნ უ კ ა ჟ ო რ ჟ ო ლ ი ა ნ ი, შოუ, იმედი, 17.02.2009.
რატომ ეს გაინტერესებთ? -- უნდა იყოს : ეს რატომ გაინტერესებთ?
ან : რატომ გაინტერესებთ ეს?
(ნუ მიწყენს და ეს განსაკუთრებით ე კ ა ხ ო ფ ე რ ი ა ს ახასიათებს, რომელსაც მგონი რუსული სკოლა აქვს დამთავრებული )
5) კურიოზამდე მიდის ზოგიერთი, როდესაც არც ქართული იცის წესიერად და არც ის ენა, რომლიდანაც თარგმნის:
ე ლ ვ ა დაეცა -- რუსული МОЛНИЯ УДАРИЛА -- ქართულად უნდა იყოს -- მ ე ხ ი დაეცა (იმედის ქრონიკა, იანვრის ბოლოს, 2011).
„ყურძნის რისხვა'' / იგულისხმა -- „მრისხანების მტევნები''/ -- დიქტორი, იმედი, 19.06.2010
მთავარი ს ა კ ი თ ხ ი არის ი მ ა შ ი, იქნება თუ არა.... --რუსული ВОПРОС В ТОМ -- ქართულად -- მთავარი საკითხია,... ექსპერტი მიშა თავხელიძე, ბარიერი, კავკასია, 22.02.2011
ისარგებლებს ლგოტებით -- რუსული ВОСПОЛЬЗУЕТСЯ ЛЬГОТАМИ ქართულად -- ისარგებლებს შეღავათებით (ჯობს --შეღავათით) -- განათლების მინისტრი დ. შაშკინი
ლირიკული წიაღსვლა: საბჭოთა ეპოქაში ერთი ფილმის რუსული სათაური -- ЭСКАДРИЛЬЯ ЛЕТУЧАЯ МЫШЬ რომელიღაც სოფლის კლუბის აფიშაზე (თუ სწორად მახსოვს) ასე იყო თარგმნილი: ეს ეკადრება მფრინავ მიშას? და ამაზე, დიდიან-პატარიანად ყველა კარგა ხანს ქილიკობდა. ა ხ ლ ა ?!
6) ზოგიერთი წინადადება ისეთია, რომ ვერც კი გამართავ ან აზრობრივად, ან გრამატიკულად:
პრეზიდენტი მიდის სიმფონიური მუსიკის ო რ კ ე ს ტ რ ზ ე -- ჟურნალისტი ლიკა ხურციძე, 1ლი არხი, 07.07.2009
ოპერაცია დ ა ა ხ ლ ო ე ბ ი თ რ ა მ დ ე ნ ი მ ე ს ა ა თ ი ს განმავლობაში მიმდინარეობდა -- ჟურნალისტი ნიკა მოლოდინაშვილი, 1ლი არხი,17.09.2009
ასეთი ს ი ა ხ ლ ე და ასეთი ნ ო ვ ა ც ი ა არის მისასალმებელი -- მერი გიგი უგულავა, 16.10.2009
ვ მ ა რ თ ო თ ამ პროცესების ეფექტური მ ა რ თ ვ ა -- ორგზის ჟურნალისტი და პარლამენტარი გიორგი თარგამაძე, 10.11.2009
მოყვარულებს უ ფ ა ს ო დ ვ ა ჩ უ ქ ე ბ თ წმინდა ჯიშის ძაღლებს -- განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი, რ-2-ის კურიერი, 30.01.2010
ტრადიციებს სჭირდება მ ო ფ რ თ ხ ე ლ ა --პარლ. თ-რე დავით ბაქრაძე, 01.07.2009
დაგპირდნენ, რომ დასაბამი დაედოს ძალადობას -- ჟურნალისტი დავით აქუბარდია,06.07.2009
ა ა ლ ე ბ ა მ ო ე დ ო -- ჟურნალისტი თამთა სანიკიძე, 18.12.2009
წ ი ნ დიაკონი კმევით მ ი ჰ ყ ვ ე ბ ა (ალბათ მიუძღვის) -- ლიტურგიის კომენტატორი, 1ლი არხი, 07.01.2010
რეპეტიციაში მ ს უ ბ უ ქ ი მ ძ ი მ ე ტექნიკა მონაწილეობდა -- რ-2-ის კურიერი, 23.05.2010
ჩვენ შევძელით მოსახლეობის იქიდან გამოყვანა და თავიდან აცილება -- ინტეგრაციის მინისტრი იაკობაშვილი (თარიღი და ტვ-ს სახელი, გაოგნებულს, აღარ მიმიწერია).
ენობრივი შეცდომები TV სივრცეში 2009 წელი
ტრადიციებს სჭირდება მ ო ფ რ თ ხ ე ლ ა /მოფრთხილება/ -- დავით ბაქრაძე, 01.07.
პრეზიდენტი მიდის სიმფონიური მუსიკის ორკესტრზე -- ლიკა ხურციძე,07.07. მოამბე
დაგპირდნენ, რომ დასაბამი დაედოს ძალადობას -- დავით აქუბარდია, 06.07.
ამჟამად ვართ წლისთავის მდგომარეობაში -- დავით დარჩიაშვილი, 08.08. მოამბე
ქვეყანა ოკუპაციის ქვეშ იმყოფება -- ეკა ტყეშელაშვილი, 17.09.
ოპერაცია დაახლოებით რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა -- ნიკა მოლოდინაშვილი, 17.09 , I არხი
მაღალი საჭიროების ხარისხით ხასიათდება ჩვენი საზოგადოებისათვის -- მაგდა ანიკაშვილი, 08.10
აქცია ეძღვნება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით -- სტუდენტი ბენდელიანი, 09.10
განსახილველად გაიტანენ საზოგადოების გასამრჯელოზე /სამსჯავროზე/ -- ......,14.10, რუსთავი -2
ასეთი ს ი ა ხ ლ ე და ასეთი ნ ო ვ ა ც ი ა არის მისასალმებელი -- გიგი უგულავა, 16.10
რატი მუჯირი აშუქებს მინისტერიალს, რომელიც პირდაპირ ეთერში გვესაუბრება -- ............., 23.10, I არხი
საგანგებო ბრიფინგს მართავს, რომელიც ნატოს დამცავ ფარზე ლაპარაკობს -- ........., 23.10. იმედი
უნივერსიტეტის გამომცემლობა გამოსცემს ამ გამოცემას -- რექტორი გია ხუბუა, 23.10
აფხაზური დღეები დამთავრდება აფხაზური ოდის ი ნ ა უ გ უ რ ა ც ი ი თ -- დალი ხომერიკი, აფხაზეთის ლეგიტ. მთავრობის განათლებისა და კულტურის მინისტრი, 08.11
ვმართოთ ამ პროცესების ეფექტური მართვა -- გიორგი თარგამაძე, 10.11
იტალიაში სოციალური მაფიის ბოსი დააკავეს -- მაესტროს უკომენტარო, 16.11
რადგანეკონომიკური აქტივობა იყოს ფუნქციონირებადი -- ლაშა თოდრია/ნაც/, 16.11
ეკამ მოგიყვათ -- გრიგოლ ვაშაძე, კავკასიაზე, 17.11
რომ ავმაღლდეთ ერთმანეთის ამბიციების წინააღმდეგ -- ლევან გაჩეჩილაძე, 19.11
მან გამოვიდა და გააკეთა განცხადება -- თეა თუთბერიძე, მაესტროზე, 3.12
მომატებულია ვირუსის გრიპის გავრცელება -- დალი ხორავა, აფხაზ. მთავრობის მინისტრი, 18.12
აალება მოედო -- თამთა სანიკიძე, 18.12
დამაინტრიგებელ ფაქტორს თამაშობს -- ზაალ სამადაშვილი, მწერალი, საკრებულოს თ-რე, რუსთავი-2, 15.12
ველოსაპეტი -- .... ხუროშვილი, საპარლამენტო მდივანი, კავკასიაზე,8.12
სტრატეგიული გეგმა ფინალიზირებული იქნება -- ეკა ტყეშელაშვილი, რუსთავი-2, 21.12
გვქონდა საკმაოდ ბევრი ბილატერალური შეხვედრები -- გოგა ხაჩიძე, მომღერალი, მინისტრი, 21.12
რა გიჭერია ხელში -- ნანუკა ჟორჟოლიანი, თავის შოუში, იმედი, 23.12
ჩემმა მეგობარმა მომიყვა -- ლელა წურწუმია, ნანუკას შოუში, იმედი, 23.12
იმ მოტივის მიზეზის გამო,რომ .... -- ........თოლორდავა, ......., მოამბე, I არხი, 26.12
პიარზე დაასხამს წყალს -- თეა თუთბერიძე, სტუდია რე, 27.12
ღვინის გამოხდა მოხდება -- წამყვანი, I არხი, 30.12
ზურაბ სოტკილავას მეგრული არია -- წამყვანი, I არხი, 30.12
ჩოპსკის /ჩოპის/ სასაზღვრო პუნქტი -- წამყვანი, ქრონიკა, იმედი, 04.01.2010
2010
წინ დიაკონი კმევით მიჰყვება /უ.ი. დიაკონი კმევით მიუძღვის -- ლიტურგიის კომენტატორი, I არხი, 7.01
სანახაობის /იგულისხმება ა ლ ი ლ ო/ მამა გიორგი მიუძღვება -- ქრონიკა, იმედი, 7.01
ჩავატაროთ ის პირველადი სამუშაოები, რომლებიც აუცილებლობას მოითხოვს.
მათი ადგილმდებარეობა /ადამიანების ადგილსამყოფელი/ -- მერიის მაღალჩინოსანი ხაჩირაშვილი, ქრონიკა, იმედი, 08.01
მაგათმა არ იციან -- პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი, 08.01
შუა /?/ ფლიგელი ჩამოინგრა -- ქრონიკა, 09.01
მილიონნახევრიანი ტურნირის მთავარ პრიზსაც დაეუფლა, კურიერი, რ-2, 10.01
იყო ხაზგასმა, რაოდენ დიდ წვლილს თამაშობს მაკკეინი -- პარლამენტარი დარჩიაშვილი, რ-2, 11.01
ვმუშაობდით რამოდენიმე საკითხებზე -- პრემიერი გილაური, რ-2, 11.01
მოწესრიგდა სავალი რელსები -- წამყვანი, კურიერი, რ-2, 12.01
ამოცანაა, რომ ოპოზიციამ თავი იგრძნოს პროცესებში ჩართულად -- ფილოლოგი, პარლამენტარი გოკა გაბაშვილი, პარლ. სხდომაზე, 12.01
ჩვენ მოვამზადებთ ბავშვებს, რომ ისინი ჩააბარონ მინიმალური დონე -- განათლების მინ. შაშკინი, კურიერი რ-2, 13.01
...., რომ ისინი თავს კარგად იგრძნონ -- განმინ-ი შაშკინი, 14.01
წარმატებით გაართმევენ /თავს?!/ დაკისრებულ მოვალეობას -- ცესკოს თ-რე თარხნიშვილი პარლამენტში, 15.01
სიქსტინის /სიქსტის/ კაპელის მოხატვა -- ფ. ტიუდორები, I არხი, 17.01
წინასწარი საბოლოო შედეგები შესაძლოა, ცნობილი იყოს 2 საათისათვის -- ორდენოსანი ჟურნალისტი ურუშაძე, მოამბე,I არხი, 18.01
ნათლულების საპატივსაცემოდ /პატივსაცემად/ -- მოამბე, I არხი, 18.01
დარღვევების უმეტესობა მათგანში აღმოჩნდა -- წამყვანი, კურიერი, რ-2, 02.02
ეს არის ძალიან მოუხერხებელი ხუმრობა -- ფილოლოგი, პარლამენტარი ნუგზარ წიკლაური,04.02
რამდენად ადამიანებმა იციან /რაღაც/ -- თამარ ჩიქოვანი, მაესტრო, 06.02
დაკრძალვის დრო და თარიღი უცნობია -- წამყვანი, მაესტრო,09.02
მან მოგვიყვა ეს ისტორია რაგბზე / rugby/ -- ნანუკა ჟორჟოლიანი, მისი გადაცემა, იმედი, 10.02
ტიპონიმიკას უცვლის /ორჯერ ითქვა/ -- წამყვანი, I არხი, 11.02
აღარ ვილაპარაკებ იმ ექსკურსზე, რომელიც მოგვიყვა ბატონმა კობამ -- პარლამენტარი ეკა ხერხეულიძე, უცნ. კავკ., მაესტრო, 11.02
......ტკბილეულები დაურიგეს -- მოამბე,I არხი,15.02
სიზუსტე ხარისხშია -- სოკარის რეკლამა
ენის ქავილი გულის მოფხანას სჭირდებაო, თქვა ილიამ -- მაყურებლის სმს კავკასიაზე, 29.01
მოყვარულებს უ ფ ა ს ო დ ვ ა ჩ უ ქ ე ბ თ წმინდა ჯიშის ძაღლებს -- მინისტრი კობა სუბელიანი, რ-2-ის კურიერი, 30.01
ეს ხალხი არასდროს გაცვლის ვანო მერაბიშვილის შიშს ღვთის შიშზე --უცნობი, მაესტროზე, 31.01
... თქვენ ხართ ის სექსუალური გიგანტი, რომელსაც ასე შ ე ნ ა ტ რ ი დ ი თ -- შორენა ბეგაშვილი, შოუ, იმედი, 31.01
აღარ ვილაპარაკებ იმ ექსკურსზე, რომელიც მოგვიყვა ბატონმა კობამ --პარლამენტარი ეკა ხერხეულიძე, უცნობი კავკასია, მაესტრო,11.02
...ტკბილეულები დაურიგეს -- მოამბე, 1-ლი არხი,15.02
მართვის სისტემა არადაბალანსებულია (დაუბალანსებელია) -- უკომენტარო, მაესტრო,15.02
არ ვიქნებით ხელდაკრეფილნი /გულხელ.../ -- უკომენტარო, მაესტრო, 16.02
ელენემ ეს ისტორია მომიყვა.
ლექსი უნდა მოგვიყვეს ( 3-ჯერ ითქვა) -- ნანუკა ჟორჟოლიანი, შოუ, იმედი, 17.02
გემები, რომლებსაც ლაზერული შ ე ი ა რ ა ღ ე ბ ი ს ი ა რ ა ღ ი გააჩნია -- ლიკა ბერაია, ქრონიკა, იმედი, 18.02
ახალი საპყრობილის მშენებლობის პ რ ო ც ე ს ი დ ა ა თ ვ ა ლ ი ე რ ე ს --ნოდარ მელაძე, ქრონიკა, იმედი,19.02
პირველი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ იმას ვგულისხმობთ, ... -- გიგი უგულავა, ქრონიკა, იმედი, 19.02
იმან/მეზობელმა/ნაცნობმა მომიყვა /ის მომიყვა/ -- ბევრჯერ თქვეს ღამის შოუში, იმედი,19.02
შემდეგი ამბავი /შემდეგ ამბავს/ მოყვა /მოჰყვა/ -- ზურიაშვილის გამოძიება,მაესტრო,21/02
მსოფლიოში 90-ზე მეტი მ შ ო ბ ლ ი უ რ ი ე ნ ა ა -- მაესტრო, 21.02
თქვენი მომხრეების ო მ ა ხ ი ა ნ ი ტაში -- პარლამენტარი და ყოფილი ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე, პარლ.სხდომა, 26.02
სახალხო ფრონტის განცხადებები ეროვნულ ფრონტს /გულისხ. ფორუმს/ -- ეკა კვესიტაძე, 1-ლი არხი, 28.02
...არიან ს ა პ ა ტ ი ვ ს ა ც ე მ ო /პატივსაცემი ან პატივცემული/ ადამიანები -- ნინო ჯანგირაშვილი, ბარიერი, კავკასია,26.02
ს ა პ ა ტ ი ვ ც ე მ უ ლ ო /პატივსაცემი ან პატივცემული/ ადამიანები -- გიორგი თარგამაძე, პირველ არხზე, 26.02
ვცდილობდით, ოპოზიციას მისცემოდა დიდი დ რ ო ი თ ი ქ რ ო ნ ო მ ე ტ რ ა ჟ ი -- დავით ბაქრაძე, პარლ. , 26.02
პ ე ტ რ ო ი ტ ი ს ტიპის რაკეტები. ... ატეროსკლეროზით იყვნენ დაავადებულნი -- უკომენტ., მაესტრო,28.02
ბურთი და მოედანი აგდია ოპოზიციის მოედანზე -- ლევან გაჩეჩილაძე, მაესტრო, 27.02
მთელი საქართველოს ისტორიის განმავლობაში, 2 საუკუნის განმავლობაში არავის გაუბედავს ...
პარლამენტარი მალაშხია, რეალ-ტვ, 20.02.2010
კარიერას წერტილს უ ს მ ე ვ ს (2-ჯერ თქვა)
მოიცავდეს სხვა, აკადემიურ ი პროგრამებსაც -- დიქტ. მაისურაძე, კურიერი, რ-2, 5.03.
რუსეთში ვიზიტი დეოკუპაციამდე არის წ ა რ მ ო მ ა დ გ ე ნ ე ლ ი (წარმოუდგენელი)
ქვეყნის ს ა წ ი ნ ა ა ღ მ დ ე გ ო წ ი ს ქ ვ ი ლ ზ ე ასხამს წყალს-- ნიკა მოლოდინაშვილი, მოამბე, 1 არხი, 5.03
ის ს ა კ მ ა ო დ ღ ი რ ს ე უ ლ ი წარმომადგენელია -- აფხ. მთავრ. თ-რე გიორგი ბარამია, 8.03
ჩვენ გვიმტკიცებდნენ სოციოლოგიის უპირატესობაზე -- კობა დავითაშვილი, 8.03
მიწისძვრა შეფასდა, როგორც 6 ბალი -- 1 არხი, 9.03
მე დარწმუნებული ვარ იმაზე,... -- ნინო ბურჯანაძე, 1 არხი, 9.03
საუბრობდნენ მწერლები, პოეტები, ხ ე ლ ო ვ ნ ე ბ ი -- ნათია ბანძელაძე, კურიერი, რ-2, 9.03
არსებულ რეალობაზე კრიტიკული დამოკიდებულება გააჩნიათ (უ.ი. არსებული რეალობის
მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ -- კურიერი, რ-2, 9.03
...საზოგადოება გულისყურით ადევნებს ( უ.ი. ადევნებს თვალს) -- ცსკო-ს თ-ე ხარატიშვილი, 11.03
ასახავს იმ რ ე ა ლ ო ბ ა ს , რომელიც ქვეყანაში რ ე ა ლ უ რ ა დ არის -- რატი მუჯირი, მოამბე, 1 არხი, 12.03
ეს არის ხალხის ნერვებზე ა ბ უ ჩ ი თ ა მ ა შ ი -- გიგი უგულავა, ქრონიკა, იმედი, 14.03
მზად არიან, ტანკებს წინ წ ა მ ო უ წ ვ ნ ე ნ (უ.ი. წამოუძღვნენ) -- პარლამენტარი პალიკო
კუბლაშვილი, 14.03
რ ო მ ე ლ მ ა ც რეალურად მ ო ყ ვ ა (უ.ი. რომელიც მოყვა/ რომელმაც უამბო/რომელმაც თქვა) -- თეა სიჭინავა,მაესტრო, 13.03
.... ი ს ტ ე რ ი კ უ ლ ი....-- ზვიად ძიძიგური, 20.0
ბორჯღალოსნების ს ა პ ა ტ ი ვ ს ა ც ე მ ო დ (უ.ი. პატივსაცემად) -- 1 არხი, 20.0
...ხაზს უ ს მ ე ვ (უ.ი. უსვამ)
მ ა გ ა ზ ე პ რ ო ბ ლ ე მ ა ა რ ა რ ი ს -- მამუკა ყუფარაძე, მაესტრო,21.03
შექმნათ მ ა ს ი უ რ ი (უ.ი. მასობრივი) წარმოება-- ნინო ქაჯაია
ინსპირაციის წყარო წამოვიდა ამ ფილმიდან --თამუნა ინგოროყვა
...ბოლოს ჩ ა ვ ი ც მ ე ვ (უ.ი. ჩავიცვამ) -- თათა ვარდანაშვილი
„ცხოვრება მშვენიერია", 1 არხი, 21.03
40 სებასტიანელი /უ.ი. სებასტიელი/ -- ქრონიკა, იმედი,22.03
ჩვენ თუ ვართ პასუხისმგებლიანი /უ.ი. პასუხისმგებლობიანი/ ადამიანები -- პარლამენტარი ჯონდი ბაღათურია, 22.03
დღეს უკვე გაყალბებულია და დადასტურდება გამარჯვების /უ.ი. არჩევნების/ დღეს -- ლევან გაჩეჩილაძე, 22.03
...შეცვლის სტრატეგიასთან მიმართულებით -- შალვა ნათელაშვილი, 22.03
პასუხისმგებლობას დაუდგა კითხვის ნიშნის საკითხი -- ლევან გაჩეჩილაძე, 22.03
აქტის ადგილმდებარეობა უცნობია -- მოამბე, 1 არხი, 22.03
ყველა რეგიონში,გარდა ა ლ ზ ა ს ი ს ა /უ.ი. ელზასი/ -- უკომენტარო, მაესტრო, 22.03
რომლებსაც აქვთ გარკვეული ჯ ა ნ დ ა ც ვ ი თ ი პრობლემები -- პარლამენტარი კობა ხაბაზი, 22.03
მე პირადად არ დ ა ვ უ ჭ ე რ /უ.ი. დავუჭერ მხარს/ საპარლამენტო რესპუბლიკას -- პარლამენტარი შოთა მალაშხია, 22.03
ვაპირებთ ინფრასტრუქტურის, ინვენტარიზაციის შეტანას /?????/ -- გ ა ნ ა თ ლ ე ბ ი ს მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი, 24.03
/საყოფაცხოვრებო ნივთები/ არასოდეს მათი წ ო ნ ა არ წარმოადგენდა მნიშვნელოვანს -- პარლამენტარი თოიძე, 25.03
შეიმუშავა წერილი ..... ჰეიდარ ალიევის სახელზე -- სოსო შატბერაშვილი, 25.03
კარგი მ ა ჩ ვ ე ნ ე ბ ე ლ ი ა ჩ ვ ე ნ ა -- გიგი უგულავა, 26.03
გამოვლინდა ს უ ლ მ ც ი რ ე 63 კორპუსი -- ჟურნალისტი და პარლამენტარი გიორგი ახვლედიანი, 26.03
ეს გეგმა გახდება საჯარო განხილვისათვის. -- პარლამენტის თ-რე დავით ბაქრაძე, 26.03
ცესკოს თავმჯდომარის ნათქვამის ეჭვქვეშ დაყენება არც თუ ისე მაღალალბათურია -- პარლამენტის თ-რე დავით ბაქრაძე -- 26.03
ჩანასახშივე განწირული არიან გამარჯვებისათვის /უნდოდა ეთქვა - დამარცხებისათვის/ -- პარლამენტარი ეკა ხერხეულიძე, 26.03
ყველაფერი ეს დამოკიდებულია ახალ კონცეფციასთან მიმართებაში -- აფხაზეთის .... თ-რე გიორგი ბარამია, 30.03
... ადამიანებს და ხელვაჩაურის მოსახლეობას ... --პრობაც. .... მინისტრი ხათუნა კალმახელიძე
ხალხი გარდაცვლილებს ხსოვნას მიაგებს -- მაესტრო, 31.03
გაჩეჩილაძე ალასანიას გარშემო გაერთიანებას არ აპირებს -- კავკასია, 31.03
ამ კვლევის ფარგლებში ძ ა ლ ი ა ნ ნ ა თ ე ლ ი ა რ ი ს იმის დ ა ნ ა ხ ვ ა, ...-- პარლამენტარი ჩიორა თაქთაქიშვილი, 31.03
დაიდეთ, ფ ე ხ ე ბ ზ ე /უ.ი. მუხლებზე/ დაიდეთ -- ნანუკა ჟორჟოლიანი, 31.03
ს ი მ ო ნ / უ.ი. ი ო ს ე ბ / ა რ ი მ ა თ ი ე ლ ი --
თქვა მ ღ ვ დ ე ლ მ ა ინტერვიუში წ ი თ ე ლ პ ა რ ა ს კ ე ვ ს, 02.04
მცხოვრების განცხადებით ... ქალი თ ა ვ ი ს ი /უ.ი. მისი/ შვილია -- მაესტრო, 05.04
ხ ე ლ შ ე ს ა ხ ე ბ ი რ ა ო დ ე ნ ო ბ ი ს კონტაქტები გ ა ა ჩ ნ ი ა -- პარლამენტარი კანდელაკი, 06.04
ლ ე ქ ს ს ა ც მ ო ყ ვ ე ბ ი -- ნანუკა ჟორჟოლიანი, 07.04
ვირჩევთ სტუმრებს და ვ უ ს მ ე ვ თ /უ.ი. ვუსვამთ/ მათ კითხვებს -- ზაალ უდუმაშვილი, რ-2, 07.04
ენით აღუწერელი და ე ნ ი თ /უ.ი. ყურით/ გაუგონარი ტრაგედია -- ზვიად ძიძიგური, 14.04
გოგონა მარტო იმყოფებოდა. ამის მიუხედავად ბებია უგონო მდგომარეობაში იმყოფება -- ნათია გოგსაძე, კურიერი, რ-2, 14.04
ისარგებლეს ლ გ ო ტ ე ბ ი თ /უ.ი. შეღავათით/ -- გ ა ნ ა თ ლ ე ბ ი ს მინისტრი დიმიტრი შაშკინი, 16.04
ქაბულში ბ რ ო ნ ი რ ე ბ უ ლ ი /უ.ი. დაჯავშნული ან ჯავშნიანი / მანქანებით გადაადგილდებიან.
კარგად აქვთ გ ა თ ვ ი თ ც ნ ო ბ ი ე რ ე ბ უ ლ ი /უ.ი. გაცნობიერებული/ თავიანთი მოვალეობა -- კურიერი, რ-2, 16.04
ბუდისტური /უ.ი. ბუდისტი/ ბერები -- მაესტრო, 18.04
მზად ვართ, თ ა ვ ი ს თ ა ვ ზ ე /უ.ი. ჩვენს თავზე/ ავიღოთ საკანონმდებლო ინიციატივა -- ორგზის ჟურნალისტი და ორგზის პარლამენტარი გიორგი თარგამაძე, 20.04
სახელი ..... ს ა პ ა ტ ი ვ ს ა ც ე მ ო დ /უ.ი. პატივსაცემად/ ეწოდა -- 1 არხი, 21.04
მთავარი, რ აც /უ.ი.რასაც/ მინდა ხაზი გავუსვა -- მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი, 21.04
აღნიშნა მ ი ტ რ ო პ ო ლ ი ტ / უ.ი. მიტროპოლიტმა/ ილარიონმა -- მაესტრო, 21.04
ეს არ იძლევა დასკვნის გაკეთებას /????/ -- ქრ.-დემ. რატი მაისურაძე, მოამბე, 1 არხი, 22.04
სიკვდილის ქურქში გახვეული აქლემი დადის ქალაქში /????/ --მაესტრო, 23.04
რუსულიდან თარგმანი ფილმში -- მუდრეც-თავხედი /უ.ი. ბრძენი/, ოპასნაია ბაბა - საშიში დედა/???/ --1 არხი, 23.04
300 მილიმეტრიანი მილი, დაახლოებით 36 მეტრი სიგანის /??????!!!!!!!/ ირაკლი მაისურაძე, კურიერი, რ02, 24.04
ფ ო კ უ ს ი გ ა ვ ა კ ე თ ე თ ამაზე /???!!!/ -- გიგი უგულავა, რ-2, 25.04
მომხდარი ადიდებულმა მტკვარმა გამოიწვია /???!!!/ -- კურიერი, რ-2, 25.04
შენგან დავიწყებ, როგორც მანდილოსანი /უ.ი. მანდილოსნისგან/ -- მალხაზ ქვრივიშვილი, მაფიის ღამე, იმედი, 25.04
რ ე გ ი ო ნ ი ს ყველა რ ა ი ო ნ შ ი -- ნათია ბანძელაძე, კურიერი, რ-2, 28.04
თუკი დაგვიჭერს მოსახლეობა /აკლია -- მ ხ ა რ ს / -- პარლამენტარი ლევან ვეფხვაძე, მოამბე, 1 არხი, 28.04
საბოლაო /უ.ი. საბოლოო/ შედეგი
ეს იყო თვენახევრის უ კ ა ნ /უ.ი. წინ/
თუ მე დავმარცხდი, დამარცხებულ /უ.ი.გამარჯვებულ/ კანდიდატს ჩამოვართმევ ხელს -- თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ლაღიძე, იმედი, 29.04
ხელდაკრეფილი / უ.ი. გულხელდაკრეფილი/ ველოდით -- მაესტრო, 29.04
საჭიროა სპორტის მ ა ს ი უ რ ო ბ ა / უ.ი. მასობრივობა/ -- გიგი უგულავა, რ-2, 30.04
დაწყებული დიუმა დ ა ნ /უ.ი.სგან /, დამთავრებული ჩვენი დღევანდელი სტუმრებ ი დ ა ნ /უ.ი. ით/
საქართველოს მიმართ არის დიდი ინტერესის ვაკუუმი /???!!!/ -- კულტურის მინისტრი ნიკა რურუა, 01.05
ბილეთის ფასი არის საკმაოდ მიზერული და სიმბოლური.
ლ ა ნ ც ბ ე რ გ ი ს ი /უ.ი. ლანდსბერგისი/ -- კურიერი, რ-2, 02.05
ჩემთვის ძირითადი აპრიორია ბაიდენის თარგმანი /???!!! ალბათ პრიორიტეტი იგულისხმა/ -- ? ? ? , ქრონიკა, იმედი, 07.05
მე არ მ ძ ა ლ უ ძ ს / უ.ი. ძალმიძს/ -- ყოფილი პარლამენტარი, მრეწველი ზურაბ ტყემალაძე, კურიერი, რ-2, 07.05
დოქტრინა გ ა ჟ ღ ი ნ თ უ ლ ი ა /უ.ი. გაჟღენთილია/ -- წამყვანი, მოამბე, 1 არხი, 13.05
მთავარია, ე ს /უ.ი. ამას/ მივაღწიეთ -- გიგი უგულავა, რ-2, 14/05
რეპეტიციაში მ ს უ ბ უ ქ ი მ ძ ი მ ე ტექნიკა მონაწილეობდა -- კურიერი, რ-2, 23.05
ბიულეტ ი ნი /უ.ი. ბიულეტენი/ -- ცესკოს თ-რე ხარატიშვილი /და ბევრი სხვაც/, 23.05
საფუძველი ჩაეყარა ტ ა ძ ა რ ს , ს ა დ ა ც აშენდება წმ. გიორგის სახელობის ტ ა ძ ა რ ი /???!!!/ -- მღვდელი, ქრონიკა, იმედი, 24.05
გვეყოლება სპეციალისტი, რომელსაც ექნება აბსოლუტური ცოდნა პირველადი დახმარების -- გ ა ნ ა თ ლ ე ბ ი ს მინისტრი დიმიტრი შაშკინი, 02.06
იმას თუ ვიტყვით, რომ ეუთოს ელჩი წყვეტდა, ეს საერთოდ ი რ ო ნ ი ა ს მოკლებულია.
პან გი მუნი / უ.ი. ბან კი მუნი/ -- პარლამენტარი მალაშხია, მაესტრო, 09.06
... , რომ ი ს ი ნ ი /უ.ი. მათ/ ინტეგრირება მოახდინონ საზოგადოებაში -- გ ა ნ ა თ ლ ე ბ ი ს მინისტრი დიმიტრი შაშკინი, 14.06
გვერდით გ ი ზ ი ა ნ /უ.ი. გისხედან/ ადამიანები -- ყოფილი ჟურნალისტი, საკრებულოს წევრი ინგა გრიგოლია, სპექტრი, კავკასია, 18.06
ჩვენ შევძელით მოსახლეობის იქიდან გამოყვანა და თავიდან აცილება /???!!!/ --ინტეგრაციის მინისტრი იაკობაშვილი, /ტვ-ს სახელი და თარიღი, გაოგნებულს, აღარ მიმიწერია/
გვაინტერესებს ბიზნესის აღქმა იმ ინტერესებზე /???!!!/ -- ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვატო ლეჟავა, 21.06
[მეტი] ჯანი [და ნერვები] აღარა მაქვს, ქოსიკო[ებო] !!!!!!!