Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სტრატეგია - თავდაცვა

15 აგვისტო 2009
ლიბერალი ბატონო დავით, შეგიძლიათ ჩამოაყალიბოთ სამი მთავარი პრობლემა, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აგვისტოს ომის დროს არსებობდა?
იმ დროს მე არ ვიყავი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, ამიტომ უმჯობესია, ვილაპარაკოთ იმ მიმართულებებზე და პრიორიტეტებზე, რომლებიც დავსახეთ.

ლიბერალი თქვენ ადგენთ ახალ დოქტრინას, ახალ წესებს წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით. შეგიძლიათ, გამოყოთ ის გაკვეთილები, რომლებიც გამოიტანეთ წარსულიდან და ახსნათ, როგორ შეცვალა ამან სტრატეგია? 
სამი ძირითადი მიმართულება მიმდინარე და მომავალი წლისთვის, ვფიქრობ, უკვე ავირჩიეთ. ეს გახლავთ განათლება, პირადი შემადგენლობის მართვის სისტემის გაუმჯობესება და რესურსების მართვის სისტემის ეტაპობრივი სრულყოფა. ეს არის თავდაცვის პოლიტიკის სამი პრიორიტეტი; ასევე სამი პრიორიტეტია იმ შესაძლებლობების განვითარებისთვის, რომლებიც ჩვენ გვაქვს. ესენია: მართვა და კონტროლი, საჰაერო თავდაცვის სისტემა და ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ასეთია სამი ინსტიტუციური და შესაძლებლობების მიმართულებით არჩეული სამი პრიორიტეტი.

ლიბერალი როგორ აფასებთ დღევანდელ სიტუაციას, რა ეტაპზეა ეს სამუშაო?
თავდაცვის დაგეგმვა რთული პროცესია, რომლის დახვეწა უწყვეტად ხდება. ნატო-ს ქვეყნებშიც კი, სადაც ტრადიციაზე დაფუძნებული მაღალ დონეზე განვითარებული თავდაცვის სისტემაა, მუდმივად მიმდინარეობს სრულყოფის და რეგულირების პროცესი. ასე რომ, მკაფიოდ იმის თქმა, თავში ვართ, შუაში თუ ბოლოში, არ შეიძლება.
ლიბერალი იმ სტრატეგიაში, რომლის გამოქვეყნებასაც უახლოეს პერიოდში აპირებთ, წერია, რომ ორიენტაცია უნდა იყოს მტრის მოკლე დროით შეკავებაზე, ხოლო უფრო ხანგრძლივი დროით შეჩერება დიდ ლეტალურ შედეგებს გამოიწვევს. შეგიძლიათ განმარტოთ, რას ნიშნავს  «მტრის მოკლე დროით შეკავების პერიოდი»?
მზადება იმისთვის მიმდინარეობს, რომ რუსეთის ნებისმიერი შეტევის, ღია სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა მაქსიმალური ვადით შეაკავოს მოწინააღმდეგე და მაქსიმალური ზარალი მიაყენოს მას. სწორედ ამაზეა ორიენტირებული ჩვენი თავდაცვის დოქტრინა.

ლიბერალი ეს მოკლევადიანი შეკავება ერთ თვეს გულისხმობს, ორ თვეს,  თუ წელიწადს?
რაც მეტი, მით უკეთესი.

ლიბერალი შეგიძლიათ აგვიხსნათ, ეს როგორ მოხდება? დავუშვათ, რუსები ახალგორიდან გამოემართნენ, რა ხდება შემდეგ?
ჩვენი შეიარაღებული ძალები შემუშავებული გეგმის მიხედვით აწარმოებენ თავდაცვის ოპერაციებს საქართველოს ტერიტორიის დასაცავად.

ლიბერალი ამის კონკრეტული პროექტი არსებობს?
არსებობს კონკრეტული გეგმა.

ლიბერალი მხოლოდ ერთი?
საქართველოს წინააღმდეგ შესაძლო აგრესიის განხორციელების ბევრი სცენარი არსებობს  და, შესაბამისად, ადეკვატური თავდაცის ოპერაციის ჩატარების სხვადასხვა ვარიანტი. ეს არის ოპერატიული დაგეგმვის საკითხები, რომლებზეც მუშაობს გაერთიანებული შტაბი, ოფიცრები, ბრიგადის შტაბები.
ლიბერალი ამ შესაძლო სცენარში მხოლოდ აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან შეტევა განიხილება? ძირითადი მტერი, რომელმაც შეიძლება შემოგვიტიოს, მხოლოდ რუსეთია, თუ სხვებიც არიან?
საფრთხეების შეფასების დოკუმენტზე უშიშროების საბჭოში მუშაობენ, ეს უწყებათაშორისი პროცესია, რომელშიც, თავდაცვის გარდა, ბევრი სხვა კომპონენტი მონაწილეობს, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია საგარეო პოლიტიკური ფაქტორიც. ზოგადად, ამ საფრთხეების შეფასების დოკუმენტში აგრესორად განიხილება რუსეთი. ფაქტია, რომ მათ აქვთ დღეს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორია. რუსეთის აგრესიის გამეორება არ გამოირიცხება. [pagebreak]

ლიბერალი ამ მომენტში?
ზოგადად. ზოგადად არ გამოირიცხება, იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მათი სამხედრო კონტინგენტია უკანონოდ განლაგებული. გასულ წელს დამტკიცდა, რომ რუსეთმა შეიძლება განახორციელოს ფართომასშტაბიანი ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ.

ლიბერალი ამერიკელი ექსპერტების ჯგუფმა, რომელიც საქართველოშიც იმყოფებოდა, მოამზადა მოხსენება იმის შესახებ, თუ რა ხდება და რა ხდებოდა ომის დროს თავდაცვის სამინისტროში, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და გამოავლინეს გარკვეული პრობლემები. მაგალითად: თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების სუსტი ხელმძღვანელობა, ასევე სტრუქტურული პრობლემები, როცა ზოგჯერ ბრძანებებს იძლეოდნენ ის პირები, რომლებსაც ამის კომპეტენცია არ გააჩნდათ. როგორ აპირებთ ამ პრობლემების გადაწყვეტას?
ამ კონფიდენციალურ დოკუმენტზე მე კომენტარებს და შეფასებებს არ გავაკეთებ.
ლიბერალი ზოგიერთი ნაწილი საჯარო გახდა.
ეს დოკუმენტი ამერიკელების სარდლობამ სპეციალურად ჩვენი თხოვნით მოამზადა. ამოცანა იყო ყურადღების გამახვილება არა ძლიერ მხარეებზე, არამედ  იმ სისუსტეებსა და პრობლემებზე,  რომლებიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში იყო. ჩვენ ძალიან სერიოზულად შევისწავლეთ ეს დოკუმენტი და ეს ძალიან დაგვეხმარა თავდაცვის პოლიტიკის შემუშავებაში, პრიორიტეტების განსაზღვრაში და მათ შემდგომ აღსრულებაში.

ლიბერალი თქვენ ფიქრობთ, რომ ამ პრიორიტეტების შესრულების პროცესში იმყოფებით?
დიახ.

ლიბერალი მაგალითად, როგორ წყვეტთ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის სუსტი მომზადების პრობლემას და იმას,  რომ ადამიანთა ნაწილს  არ ესმის, სად მთავრდება და სად იწყება მისი კომპეტენცია?  
მე ამ დოკუმენტში ასეთი ფორმულირება არ მახსოვს. 

ლიბერალი მე შემიძლია გიჩვენოთ დოკუმენტის ის  ნაწილები, რომლებიც გამოქვეყნდა.
ეს დოკუმენტი გამოქვეყნებული არ არის და გამოქვეყნებას არ ექვემდებარება. შესაბამისად, შემიძლია მხოლოდ იმ  მასალებზე ვისაუბრო, რომლებიც ჩვენი საზოგადოებისთვის ღიაა. თქვენ ხედავთ, რომ მაქსიმალურად გახსნილია ის ძირითადი სტრატეგიული დოკუმენტები, რომლებსაც ეფუძნება საქართველოს თავდაცვის სისტემა, ზოგადად, თავდაცვის დაგეგმვა. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, ეს გახლავთ შიდა სამუშაო, კონფიდენციალური დოკუმენტი და, შესაბამისად, კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ.

ლიბერალი ერთ-ერთი, რაზეც გამუდმებით საუბრობენ ჩვენთანაც და საზღვარგარეთაც, იარაღის შესყიდვის თემაა. როგორ ფიქრობთ, მოცემულ მომენტში რამდენად გამჭვირვალეა ეს საკითხი?
საქართველოს, ისევე, როგორც ყველა ქვეყანას, აქვს ფუნდამენტური - თავდაცვის უფლება და, შესაბამისად, თავდაცვის უზრუნველყოფისთვის მას აქვს უფლება  და ვალდებულება,  შეიძინოს ის შეიარაღება და ტექნიკა, რომელსაც საჭიროდ თვლის. საქართველოს შეიარაღებისა და  ტექნიკის შეძენა მკაცრად რეგლამენტირებული  საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად  და სამართლის სრული დაცვით მიმდინარეობს. შესაბამისად, ის ისტერია, რომელიც რუსულ მედიაშია ატეხილი და ზოგიერთი რუსი ოფიციალური პირი ცდილობს, ამ საკითხით ვინმე შეაშინოს, არასერიოზული და აბსოლუტურად არარელევანტურია.

ლიბერალი ომის შემდეგ ძალიან მალე განაცხადეს რუსეთის ოფიციალურმა წრეებმა, რომ ყველა კომპანიას, რომელიც საქართველოს იარაღს მიჰყიდის, რუსეთი სანქციებს დაუწესებს. ამ წლის განმავლობაში რაიმე პრობლემები თუ იგრძენით?
ჩვენ რუსეთისაგან არც ადრე ვყიდულობდით და არც ამჟამად ვყიდულობთ იარაღს. რაც შეეხება იმ განცხადებებს და იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც რუსეთმა მიიღო, ეს ცალმხრივია და არანაირად არ არის სავალდებულო სხვა ქვეყნებისთვის.

ლიბერალი ანუ სხვა ქვეყნებს ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ შექმნიათ და იგივე კომპანიები ისეთივე ხალისით აგრძელებენ ჩვენთვის იარაღის მოყიდვას, როგორც ომამდე?
ჩვენ ძალიან ფრთხილად, თანმიმდევრულად და აწონ-დაწონილად ვუდგებით ყველანაირი შეიარაღების შესყიდვას. სანამ რაიმეს ვიყიდდეთ, განსჯა შიდაუწყებრივ და მთლიანად მთავრობის დონეზე მიდის. [pagebreak]

ლიბერალი ეს მხოლოდ ახლა დაიწყო თუ ადრეც ასე იყო?
ეს ესეა საერთოდ. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი შეიარაღება შევისყიდოთ იმ ქვეყნებისგან, რომლებიც გრძელვადიან ვალდებულებებს აიღებენ მომსახურებასთან, პერსონალის გაწვრთნასთან და ამ შეიარაღების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ეს ძალიან სერიოზული ვალდებულებები გახლავთ. შესაბამისად, ჩვენ იარაღს მხოლოდ მეტ-ნაკლებად გრძელვადიან პარტნიორებთან ვყიდულობთ.

ლიბერალი ანუ საქართველოს იგივე პარტნიორები ჰყავს, ვინც ომამდე ჰყავდა?
დიახ. თუმცა ვცდილობთ, გავაფართოვოთ მათი სია.
ლიბერალი ანუ თქვენ ამბობთ, რომ რუსული მხარე ამ მხრივ რაიმე წარმატებას ვერ აღწევს?
მე ვფიქრობ, ყველა ჩვენი პარტნიორისთვის გასაგებია საქართველოს პოზიცია და აბსოლუტურად მისაღებია. საქართველოს აქვს უფლება, შეისყიდოს ის შეიარაღების სისტემები, რომლებსაც საჭიროდ ჩათვლის.

ლიბერალი ანუ გრძელვადიანი კონტრაქტები გრძელდება?
რა თქმა უნდა.

ლიბერალი როდესაც უცხოეთში კამათობენ, მიჰყიდონ თუ არა საქართველოს იარაღი, ძირითადი განსახილველი საკითხია: შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველომ მომავალში ეს იარაღი აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის წინააღმდეგ გამოიყენოს, მათ შორის - ის იარაღი, რომელსაც ქართული მხარე თავდაცვითს უწოდებს. როგორ უხსნით თქვენ პარტნიორებს, მათ შორის პოლიტიკურ დონეზე, რომ ამ იარაღს მხოლოდ თავდაცვისთვის ყიდულობთ?
ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ჩვენი სამხედრო დოქტრინა არის თავდაცვითი, შესაბამისად, საჰაერო სისტემის სრული კონტროლი და შესაძლებლობების გაზრდა იმისთვის, რომ უზრუნველყონ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, სწორედ ამ პრიორიტეტებში თავსდება. ჩვენი დოქტრინის შესახებ რამდენჯერმე უმაღლეს დონეზეც განვაცხადეთ, ამის შესახებ ილაპარაკა პრეზიდენტმა, მთავრობამ, პარლამენტმა. ეს არის ჩვენი დეკლარირებული პოლიტიკა.

ლიბერალი ანუ ეს დეკლარაცია წარმოადგენს იმის გარანტს, რომ ეს იარაღი არ იქნება მიმართული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ?
ხელახლა გავიმეორო?

ლიბერალი მინდა მოვისმინო «დიახ».
რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება არასოდეს შეეგუება რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი ნაწილების ოკუპაციას, მაგრამ ჩვენ საქართველოს დეოკუპაციას მივაღწევთ პოლიტიკური მეთოდებით. შეიარაღებული ძალების ამოცანაა, დაიცვას საქართველო კიდევ ერთი შესაძლო აგრესიისგან, რომელიც ამ ეტაპზე არ შეიძლება გამოირიცხოს.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^