Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კარიკატურა და ფუნაგორია, როგორც პოეტური დიალოგის ფორმა

30 მარტი 2011

25 მარტიდან ლიტერატურის მუზეუმის დამთვალიერებელს საშუალება აქვს ნახოს, როგორი იყო მეოცე საუკუნის პოეტების მიერ კარიკატურის საშუალებით დანახული ერთმანეთის პიროვნული თუ შემოქმედებითი შტრიხები.

25 მარტიდან ლიტერატურის მუზეუმის დამთვალიერებელს საშუალება აქვს ნახოს, როგორი იყო მეოცე საუკუნის პოეტების მიერ კარიკატურის საშუალებით დანახული ერთმანეთის პიროვნული თუ შემოქმედებითი შტრიხები.

მუზეუმის ინიციატივითვე, ხელახლა გამოიცა 1940 წელს ნიკა აგიაშვილის რედაქტორობით შედგენილი გალაკტიონის, ლადო ასათიანის, კარლო კალაძის და სხვათა ურთიერთავსიტყვაობის ნიმუშები, "ფუნაგორიები", მათივე შარჟებითურთ, რაც პირად წერილებზე არანაკლებ საინტერესოდ წარმოაჩენს პოეტური პარნასის მკვიდრთა ერთმანეთისადმი დამოკიდებულებას.

[video:www.youtube.com/watch?v=ap_a7rmMs3c]

საგამოფენო სივრცის კედლებმა ერთი მხრივ, რუსი კარიკატურისტის, ჩელიშჩევის ცარისტული პერიოდის თემატიკის ნახატების სახით, თავი მოუყარა მე-19 საუკუნის კარიკატურის პირველი ჩანასახის ნიმუშებს, გამოფენის დიდი ნაწილს კი, ქართველი პოეტების 20-იან, და მოგვიანებით 60-70-იან წლებში საკუთარ სამუშაო ფურცლებზე ექსპრომტად ჩახატული კარიკატურები თუ ავტოშარჟები შეადგენს. განსაკუთრებით საინტერესო გალაკტიონის ჩანახატების ციკლია, სადაც პოეტი ბიძაშვილ პოეტს საკმაოდ დაუნდობლად აშაჟებს.

[video:www.youtube.com/watch?v=7jbZQj4TH_s]

ცალკეა წარმოდგენილი იუმორისტული გაზეთების "ეშმაკის მათრახი" და მოგვიანებით, ცნობილი "ნიანგისთვის" ილუსტრაციებად გამოყენებული კარიკატურები. მაგალითად, "ეშმაკის მათრახის" 1908 წლის ნომრის გარეკანზე პოეტურ თანავარსკვლავედს იხილავთ, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, სადაც მზის გარშემო განლაგებულ პლანეტებს ცნობილი პოეტების თავები "განასახიერებენ".

[video:www.youtube.com/watch?v=WJ1K5xyHZbI]

თანამედროვე პოეტებს დიალოგისათვის სოციალური ქსელების ფართო დიაპაზონი აქვთ. საბჭოთა პერიოდში კი, ურთიერთგაშარჟების ტექსტური და ვიზუალური ფორმები, როგორც ურთიერთობისთვის გამოძებნილი ერთერთი ალტერნატიული გზა, მაშინდელი პოეტებს ლოგიკურმა საჭიროებამ მოუტანა.

დღეს დასავლურ პრესაში კარიკატურა, განსაკუთრებით პოლიტიკურ და რელიგიურ კონტექსტში, საკმაოდ აქტუალურია, თუმცა საქართველოში ეს ჟანრი ფაქტობრივად მკვდარია. მისი გაცოცხლება კი, ლიტერატურის მუზემის დამთვალიერებელს, თუნდაც ჟურნალ "ნიანგის" ცნობილი კარიკატურისტის, გიგლა ფირცხალავას შემოქმედებაში, ხან საფეხბურთო გუნდად, ხან კი საზღვაო ფლოტად წარმოდგენილი ცნობილი ქართველი პოეტების ნახვით შეუძლია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^