Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩეჩნეთის ისლამიზაცია

18 აგვისტო 2009
«ჩეჩნეთის გული» - ასე ჰქვია ახალ მეჩეთს გროზნოს ცენტრში. ამბობენ, რომ ეს ყველაზე დიდი მეჩეთია ევროპაში სტამბოლის შემდეგ. 
«ჩეჩნეთის გული» რესპუბლიკის ახალგაზრდა პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა ააშენა და მამის - აჰმად კადიროვის ხსოვნას მიუძღვნა. რამზანი ხშირად დადის ამ მეჩეთში.
«ჩვენთან რელიგია ისლამი ყვავის. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა ადამიანი ისლამის მიმდევარი იყოს», - ამბობს იგი.
სულიერების, ზნეობისა და მორალის აღორძინების კამპანია, რომელიც კადიროვმა 2008 წელს წამოიწყო, მხოლოდ მეჩეთებისა და მედრესების აგებით არ შემოიფარგლება. პროცესებს, რომლებიც ჩეჩნეთში მიმდინარეობს, კრიტიკოსები ისლამიზაციას უწოდებენ. პირველ რიგში, ახალი წესები ქალებს შეეხო. რესპუბლიკის პრეზიდენტმა მათ მკაცრი dress-code დაუწესა.  
2008 წლის 1 იანვრიდან ჩეჩნეთის რესპუბლიკაში არც ერთ ქალს თუ გოგონას უფლება არ აქვს, სახელმწიფო დაწესებულებაში თავსაფრისა და მოკრძალებული სამოსის გარეშე შევიდეს. დამრღვევებს სამსახურებიდან ათავისუფლებენ და შენობაში შესვლის უფლებას ართმევენ. 
გასული წლის ზაფხულში ქალებს, რომლებსაც თავსაფარი არ ეხურათ ან მოკლე კაბა ეცვათ, გროზნოს ქუჩებსა და პარკებში ჩეჩნური ტელეარხის ოპერატორები იღებდნენ. ამ კადრებს ერთ სიუჟეტად ამონტაჟებდნენ და საღამოს ტელევიზიით აჩვენებდნენ. კადრს მიღმა ხმა ამბობდა, - ნეტა სად აქვთ თვალები ამ ქალების ნათესავ მამაკაცებს, მომავალი თაობების აღზრდა მათ როგორ უნდა ვანდოთო?
ახალი წესები შემოიღეს სამარშრუტო ტაქსებისა და ავტობუსების მძღოლებისთვისაც. აუცილებელია, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში იყოს ტელევიზორი, სადაც ყურანის კითხვისა და მოლებისა და იმამების ლექციების ტრანსლაცია მოხდება. ის მძღოლები, რომლებსაც ტელევიზორის შესაძენი ფული არ ჰქონდათ, სამსახურიდან გაათავისუფლეს. 
ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეზოში შესასვლელთან ავტომატებითა და პისტოლეტებით შეიარაღებული დაცვის ცხრა თანამშრომელი დგას. იქვე სტუდენტების რიგია. უნივერსიტეტში რომ შეხვიდე, მკაცრი face-control უნდა გაიარო. ეს განსაკუთრებით გოგონებს ეხებათ. ისინი თავსაფრებითა და გრძელი კაბებით უნდა იყვნენ. «წესრიგის დამცველები» ეზოში არ უშვებენ მათ, ვისაც მკვეთრი მაკიაჟი აქვს, ფრჩხილებზე ფერადი ლაქი უსვია, ან ვიწრო თავსაფარი ახურავს, რომელიც თმას კარგად არ ფარავს. 
სიუზანა ისაევას თვალზე შავი ფანქარი უსვია. დაცვას მიაჩნია, რომ მისი მაკიაჟი გამომწვევია და შენობაში არ უშვებს. სიუზანა ახალგაზრდა ჟურნალისტია. «ისლამიზაცია? ნეტა რას გულისხმობენ ამ ტერმინში? ჩეჩენი ქალებისთვის თავსაფრის ტარების იძულებას? მოკლე კაბის აკრძალვას? არჩევანისა და საკუთარი აზრის გამოხატვის უფლების წართმევას? იქნებ თავსაფრებიდან არ დაეწყოთ? იქნებ ჯერ ლოთი და ნარკომანი კაცებისთვის მიეხედათ?» - სიუზანა ძალიან ღელავს, სახე უწითლდება და თვალები ცრემლებით ევსება.
ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ერთ დღეს რამზან კადიროვი ჩეჩნეთის მთავარ უმაღლეს სასწავლებელს ესტუმრა. [pagebreak]
«არ ველოდით. რამზან აჰმატოვიჩი დაცვის გარეშე მოვიდა და რას ხედავს - ახალგაზრდა ბიჭები სიგარეტს ეწევიან, გოგონები ხმამაღლა საუბრობენ და კისკისებენ. ეს უკულტურობაა ჩეჩნური გაგებით. სიგარეტის მოწევა უფროსის თანდასწრებით დიდი სირცხვილია. რამზან აჰმატოვიჩმა შენიშვნა მოგვცა და ჩვენც გავითვალისწინეთ», - ამბობს უნივერსიტეტის რექტორი მოჰდან კერიმოვი. 
ამ დღიდან თითქმის ორი წელი გავიდა. ახლა უნივერსიტეტში ყველა გოგოს ერთნაირად აცვია - გრძელი კაბა და თავსაფარი. ბიჭებს წვერი გაპარსული აქვთ და ჰალსტუხის გარეშე არ დადიან. 
ამ კანონებს იშვიათად არღვევენ, თუმცა პირად საუბრებში ბევრი გოგონა ჩივის, რომ მათ ჩაცმულობაზე პრეზიდენტი არ უნდა «ზრუნავდეს». პროტესტის ხმამაღლა გამოხატვა მათ არასოდეს უცდიათ, რადგან ამას აზრი არ აქვს. «ჩეჩნეთში ქალებს არავინ უსმენს», - ამბობენ ისინი. 
ევროპულ ყაიდაზე შეკერილი საქორწილო კაბები - დეკოლტეთი და მოშიშვლებული მხრებით - რესპუბლიკაში ზედმეტად თამამად ითვლება და აღარ იყიდება. ამ აკრძალვის მიზეზიც რამზან კადიროვის განცხადება გახდა. «პატარძალი, - თქვა მან, - უმანკოებისა და მოკრძალების სიმბოლოა. ბოლო დროს კი ჩვენ პატარძლებს ძალიან გულახდილად აცვიათ. თუ ასე გაგრძელდება, მალე დავივიწყებთ ჩვენ ეროვნულ ტრადიციებს».
პარალელურად, ადგილობრივი მედია ამზადებს გადაცემებს, სადაც ნაციონალური ტრადიციების პროპაგანდა მიმდინარეობს. ეთერს უთმობენ სტუდენტებსა და პედაგოგებს, რომლებიც ჩეჩნურ ეთიკაზე საუბრობენ. 
ზოგიერთი სახელმწიფო დაწესებულება თავისი თანამშრომლებისთვის მოდების ჩვენებებსაც კი მართავს. მიზანი ისეთი ტანსაცმლის დემონსტრირებაა, რომელიც ჩეჩნურ ტრადიციებს არ ეწინააღმდეგება. 
კულტურის სამინისტრომ საბჭოთა დროს მოქმედი «მხატვრული საბჭო» აღადგინა. საბჭოს ფუნქციაა, განიხილოს ახალი სიმღერა თუ სხვა შემოქმედებითი ნაწარმოებები და გადაწყვიტოს, შეიძლება თუ არა მისი საჯაროდ გამოტანა. გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღება ექცევა არა მარტო არტისტის რეპერტუარს, არამედ მის გარეგნულ იერსაც.
«ნაციონალური ტრადიციებისთვის» ბრძოლამ ჩეჩნეთში, რომელიც რუსეთის ფედერაციის ნაწილს წარმოადგენს, რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ხმაურიანი კრიტიკა გამოიწვია. ზოგიერთი ამბობს, რომ ჩეჩნეთში ისლამური მმართველობა მკვიდრდება და პრომოსკოვურმა კადიროვმა ის მოახერხა, რაც თვითგამოცხადებული იჩკერიის პრეზიდენტებსაც კი არ დასიზმრებიათ. ისინი მიიჩნევენ, რომ საბოლოო ჯამში ეს პოლიტიკა ჩეჩნური სეპარატიზმის ახალ ტალღას წარმოშობს. 
რამზან კადიროვი ამ კრიტიკას არად აგდებს. იგი ამბობს, რომ ახალი წესები ფედერალურ კანონებს არ ეწინააღმდეგება და შარიათითაა გათვალისწინებული.
სტრატეგიული კვლევების ცენტრის ექსპერტი ედილბეკ ხასმაგომადოვი აღნიშნავს, რომ კადიროვი ცდილობს, ისლამისტური ექსტრემიზმის იდეოლოგია ტრადიციულ, ჩეჩნურ სუფისტურ იდეოლოგიას დაუპირისპიროს. 
«ვერ ვიტყვით იმას, რომ კადიროვი ჩეჩნეთის ისლამიზაციას ცდილობს. ის უბრალოდ იყენებს ტრადიციულ ისლამს და უპირისპირებს მას პოლიტიზირებულ ვაჰაბიზმს. შარიათის წესების დანერგვა კადიროვის გეგმა არ არის», - ამბობს იგი.
რამზან კადიროვის მრჩეველი ტიმურ ალიევი მიიჩნევს, რომ ბრძოლა, რომელიც კადიროვმა ჩეჩნეთში წამოიწყო, რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ კარგად არ ესმით.
«ამ კამპანიას გარეგნული ატრიბუტებისთვის ბრძოლად განიხილავენ. სინამდვილეში ეს არის ბრძოლა რადიკალური ისლამიზმის და ისლამისტების წინააღმდეგ».
რამზან კადიროვი, მამის მსგავსად, ჩეჩნეთისთვის ტრადიციული, კადირიული სუფიური ორდენის წარმომადგენელია. კადიროვისთვის დიდი ავტორიტეტია შეიჰი კუნტა-ჰადჯი კიშიევი, რომელიც მე-19 საუკუნეში ქადაგებდა. მისი სწავლების მთავარი თეზისი იყო მორჩილება. ეს სწორედ ის არის, რაც კადიროვს დღეს ჩეჩნეთში სჭირდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^