Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რუსეთი ქართულ ენერგეტიკაში: ბიზნესი თუ პოლიტიკა?

18 აპრილი 2011

საქართველოს მთავრობა რუსულ კომპანია "Интер РАО ЕЭС-ს" ორ ჰიდროელექტროსადგურს მიჰყიდის,მიუხედავად იმისა, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა ძალიან დაძაბული რჩება.

საქართველოს მთავრობა რუსულ კომპანია "Интер РАО ЕЭС-ს" ორ ჰიდროელექტროსადგურს მიჰყიდის,მიუხედავად იმისა, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა ძალიან დაძაბული რჩება.

სტატიის სრული ვერსიის წაკითხვა შეგიძიათ  ბი-ბი-სის, რუსული სამსაზურის ვერ-გვერდზე.

საუბარია მდინარე ხრამის ჰიდროელექტროსადგურების კასკადზე - "ხრამ ჰეს-1" -სა და "ხრამ ჰეს-2," -ზე, რომლებშიც საქართველოს მთავრობა რუსული გიგანტი კომპანიისგან 104 მილიონ დოლარს მიიღებს.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ალექსანდრე ხეთაგურის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ეკონომიკური და ტექნიკური თვალსაზრისით მომგებიანია. "Интер РАО ЕЭС" სამ ახალ ჰიდროელექტროსადგურს ააშენებს და პროექტში 193 მილიონი დოლარის ინვესტირებას მოახდენს - ხაზგასმით აღნიშნავს მინისტრი.

საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ ორი ჰიდროელექტროსადგურის გადაცემა რუსული კომპანიისთვის სტიმული იქნება. აქამდე "Интер РАО ЕЭС-ს" მხოლოდ მისი მართვის უფლება ჰქონდა ჰქონდა 2024 წლის ბოლომდე.

სარგებელი თუ პოლიტიკა?

მოსკოვში ამ ინფორმაციას ადასტურებენ. " "Интер РАО ЕЭС" მზადაა ელექტოსადგურების აქციების 100%- შეიძინოს, თუმცა "Интер РАО ЕЭС-ის" პრესასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნიკოლაი გორელოვის თქმით, პრივატიზაციის პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

"ამ სადგურების აქტივების შესყიდვით დაინტერესებულები ვართ და ქართული მხარის გადაწყვეტილებას ველოდებით, რადგან ეს ხანგრძლივი პროცესია" - განაცხადა მან BBC- ს რუსულ სამსახურთან ინტერვიუში.

რუსული კაპიტალი - ანტირუსუსლი რიტორიკა

რუსული კომპანიების მიერ ენერგო ობიექტების მორიგმა პრივატიზაციამ საქართველოს მთავრობის მიმართ ოპოზიციისა და ექსპერტების კრიტიკის ახალი ტალღა ააგორა.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, შეთანხმებამ, შესაძლოა, საქართველოსთვის მძიმე შედეგი მოიტანოს, რუსული ჰოლდინგი კი თანდათანობით არა მხოლოდ ქართული, არამედ მთლიანად რეგიონის ენერგოსისტემის მონოპოლიზებას მოახდენს.

საქმე იმაშია, რომ "Интер РАО ЕЭС " , რომლის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე რუსეთის ვიცე-პრემიერი იგორ სეჩინია, ქართულ ენერგო ბაზარზე აქტივების მნიშვნელოვან რაოდენობას უკვე ფლობს. მათ შორის,თბილისის ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია "თელასის" საწესდებო კაპიტალს.

ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა კრემლს საჯაროდ აკრიტიკებს თუმცა, ამავდროულად, რუსეთს მნიშვნელოვანი ობიექტებს უთმობს.

"ამ შეთანხმებას უფრო სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, რუსეთმა პრაქტიკულად დაასრულა საქართველოს ენერგოსისისტემაზე კონტროლის დამყარებისათვის საჭირო პრივატიზების პროცესი,"- მიიჩნევს ხუხაშვილი.

ეკონომისტი და კავკასიური ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დავით ნარმანია ფიქრობს, რომ საქართველო ინვესტორების დაბალი აქტივობის გამოა იძულებული ასეთი არჩევანი გააკეთოს. "ჩემი აზრით ეს არ არის სწორი გადაქყვეტილება საქართველოს მხრიდან-რუსეთი ცდილობს რაც შეძლება მეტი ობიექტის მფლობელი გახდეს და ძირითადად პოლიტიკური მიზნები ამოძრავებს. ეს რუსეთის მხრიდან პოლიტიკური ინვესტიციაა".

ეკონომიკა პოლიტიკისგან დამოუკიდებლად?

"Интер РАО ЕЭС" აცხადებს, რომ პოლიტიკურ ურთიერთობას საქართველოსა და რუსეთს შორის მის საქმიანობასთან კავშირი არ აქვს.

"ჩვენ მხოლოდ ბიზნეს-ინტერესები გავაკავშირებს, ჩვენს მოლაპარაკებაში თავიდანვე აღვნიშნეთ, რომ პოლიტიკური ვითარება ბიზნეს ინტერესებზე მნიშვნელოვანი არ უნდა გახდეს," - აცხადებს ნიკოლაი გორელოვი.

არც საქართველოს მთავრობაში იზიარებენ შეშფოთებას, რომ შეთანხმება სარისკოა და მიიჩნევენ, რომ დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობა საქართველოს მთავრობისა და რუსი ინვესტორების ურთიერთობაზე არ ვრცელდება.

ალექსანდრე ხეთაგურის განცხადებით, "მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა და სამხედრო აგრესია განახორციელა, ქართულ კომპანიებს რუსულ კომპანიებთან ჯანსაღი ეკონომიკური ურთიერთობა ექნებათ."

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^