Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გამამართლებელი განაჩენის სიმცირე - ქართული სასამართლოს პრობლემა

26 აპრილი 2011

Trustlaw ქართულ სასამართლოზე სტატიას აქვეყნებს, ამ მასალაში სტატიის მნიშვნელოვანი ნაწილი ქართულადაა თარგმნილი, ორიგინალის ნახვა აქ შეგიძლიათ

Trustlaw ქართულ სასამართლოზე სტატიას აქვეყნებს, ამ მასალაში სტატიის მნიშვნელოვანი ნაწილი ქართულადაა თარგმნილი, ორიგინალის ნახვა აქ შეგიძლიათ

 

2003 წლის შემდეგ, საქართველოს სასამართლო სისტემა შედარებით ტრანსპარანტული გახდა, თუმცა გამამართლებელი განაჩენების მაჩვენებელი უკიდურესად დაბალია, რაც სასამართლო სისტემას ამძიმებს - წერს ბრიტანული გამოცემა Trustlaw.

სტატიაში მოყვანილია უზენაესი სასამართლოს 2010 წლის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, გასამართლებული 20196 ადამიანიდან, სისხლის სამართლის სასამართლოებში, რვამ მიიღო გამამართლებელი განაჩენი, ხოლო საქმეების 98.7% ბრალდებულების დამნაშავედ აღიარებით და სასჯელის გამოტანით დასრულდა. ბრალდებულთა მიერ მოგებული საქმეების რაოდენობა პროცენტულად 0.04%-ია.

"2009 წელს ეს მაჩვენებელი 0.1% იყო და მაშინ ვამბობდით, რომ ეს კატასტროფული პროცენტია, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუარესდა" განუცხადა Trustlaw-ს Transparency international-ის თბილისის ანალიტიკოსმა, მარიამ გაბედავამ.

გამოცემასთან საუბარში, უზენაესი სასამართლოს სპიკერი, ნანა ვასაძე სასამართლოების სამართლიანობაზე საუბრობს. მისი თქმით, საქართველო სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებთან შედარებით წინაა და ეს სტატისტიკა სრულ სურათს არ ქმნის.

„საქმეების უმრავლესობა, რომელიც რეალურად სასამართლოებში გამართლებული იქნებოდა, მანამდე პროკურატურაში შეწყდა" - ამბობს ვასაძე.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის სასამართლო სისტემა ყურადღების ცენტრში ორი ისრაელელი ბიზნესმენის სადავო პატიმრობამ მოაქცია.

1 აპრილს ქართველმა მოსამართლემ რონი ფუქსს 7 წლით, ხოლო ზეევ ფრენკელს ექვსნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ეს ბიზნესმენები დამნაშავედ ცნეს 2010 წელს, ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის, ავთანდილ ხარაიძისთვის 7 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის შეთავაზებისთვის. ქრთამის სანაცვლოდ საქართველოს არ უნდა გაესაჩივრებინა საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქართველოს ორი ისრაელელი ბიზნესმენისთვის $90 მილიონი უნდა გადაეხადა.

გამოცემასთან საუბარში ადვოკატები აღნიშნავენ, რომ ეს საქმე საქართველოს ხელისუფლების ფაბრიკაციაა, რადგან მას $90 მილიონის გადახდის თავიდან აცილება უნდოდა.

„პრობლემები რჩება, რაც ძირითადად ძველ ტრადიციას უკავშირდება, რომლის თანახმად სასამართლოს განაჩენი პროკურორისა და ელიტის სასარგებლოდ გამოაქვს. ასეთი მოდელი მთელს რეგიონს ახასიათებს და მის დაძლევას დრო სჭირდება,"- ამბობს ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, იოანა პოპიანევსკი, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, საქართველოს მთავრობამ, კორუფციასთან ბრძოლის და ძალაუფლების სეპარაციის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია.

თავად სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს მონაცემები სასამართლო სისტემის შესახებ მეტ დეტალს იძლევა. მაგალითად, ბრალდებულების მიერ დანაშაულის აღიარება და უფრო მსუბუქი განაჩენისთვის საპროცესო გარიგებით ჯარიმის გადახდა,  ქართული სასამართლო სისტემის მთავარ კომპონენტად იქცა. გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2009 წელს საპროცესო გარიგებით სახელმწიფომ 63 მილიონი ლარი მიიღო.

Transparancy Internatioanl-ის ანალიტიკოსის, მარიამ გაბედავას თქმით, ადვოკატების კვალიფიკაცია დაბალია იმ დროს, როდესაც სახელმწიფო პროკურორების წვრთნაში მილიონები იხარჯება.

„ხშირად პროფესიონალიზმის ნაკლებობის გამო, ადვოკატები უბრალოდ საპროცესო გარიგებაზე ხელის მოწერას არჩევენ, რაც ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე საქმის შესწავლა და არგუმენტების მომზადება," განმარტავს გაბედავა გამოცემასთან საუბარში.

განსხვავებული აზრი აქვს ნანა ვასაძეს. "სასამართლოში სახელმწიფო წარმოადგენს ერთ მხარეს, ხოლო ინდივიდი მეორე მხარეს, იმარჯვებს ის ვინც სასამართლოში უკეთ მომზადებული მოდის და უკეთესად წარმოაჩენს თავის პოზიციას,"- ამბობს ის.

Trustlaw-ს სტატიას სრულებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, კახა კოჟორიძის აზრი, რომლის თქმითაც, კერძო პირი თუ იმ საქმისთვის იბრძვის, რომელშიც ჩართულები არიან სახელმწიფო კომპანიები, ცნობილი ადამიანები, ან ისინი ვისაც კავშირები აქვს, საქმის მოგება ფაქტობრივად შეუძლებელია.

„ის თუ რატომ აგებს ხალხი სასამართლოებში, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი დაინტერესების საგანი უნდა იყოს" ამბობს კოჟორიძე და განმარტავს - "ყველა, ნატო-ს, ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ საქართველოს დასახული მიზნების მიღწევა სურს, მას დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო უნდა ჰქონდეს". საპროცესო გარიგების სისტემა და ბრალდებულთა გამამართლებელი განაჩენების დაბალი მაჩვენებელი კი, ამ მისწრაფებებს პოტენციურ ბარიერს უქმნის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^