კულტურული მემკვიდრეობა და ვანდალიზმი
/
05 ოქტომბერი 2009
ნებისმიერი ტაძარი საეკლესიო მსახურებისთვის შენდება, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში ისტორიულ და კულტურულ ღირებულებასაც იძენს. ამით ის არა მარტო სასულიერო პირებისა და მრევლის, არამედ მთლიანად საზოგადოების კუთვნილება ხდება.
ძეგლის საეკლესიო ფუნქცია უფრო მაღლა დგას, თუ მისი კულტურული მნიშვნელობა? - ამის შესახებ საქართველოში აზრი ორად იყოფა. აზრთა სხვადასხვაობა მისაღები იქნებოდა, ამით კანონი რომ არ ირღვეოდეს. კანონი, რომლის წინაშეც, წესით, ყველა თანასწორი უნდა იყოს, ხშირად სასულიერო პირებზე არ ვრცელდება.
ორი წლის წინ ურბნისში 15-საუკუნოვანი ბაზილიკის უნიკალური წყობით ნაშენი კედლები კირით დაიფარა. წინამძღვარმა, მამა ლევანმა ტაძრის "გარემონტება" აკუსტიკის გაუმჯობესების მიზნით გადაწყვიტა. ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შეიტყო და მღვდელს სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა. ადგილზე ჩასულ სააგენტოს თანამშრომლებს მრევლი დაესხა თავს და მანქანაც დაუზიანეს. კედლების შელესვა მამა ლევანს მაშინ საპატრიარქომაც აუკრძალა, თუმცა ეკლესიის დიდი ნაწილი უკვე შელახული იყო.
ოთხი თვის წინ საპატრიარქოს საბჭომ მამა ლევანს ახალი პროექტი დაუმტკიცა. პროექტი ურბნისის ეკლესიის კანკელის რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. საბჭოს ეს გადაწყვეტილება სააგენტოსთან ჯერ არ შეუთანხმებია. "კანკელს რა შეთანხმება სჭირდება, თუკი არ ივარგებს, მისი მოხსნა ისედაც ადვილია“, - აცხადებს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, რესტავრაციისა და ხელოვნების ცენტრის პრესმდივანი თამარ კვანტალიანი. სააგენტოსთვის ანგარიშის ჩაბარება მამა ლევანსაც ზედმეტად მიაჩნია.
2002 წელს საქართველოში ყველა მართლმადიდებლური, სასულიერო მნიშვნელობის ძეგლი და მიწა საპატრიარქოს გადაეცა, სამღვდელოებას კანონიერად აძლევს უპირატესობას. ცალკეული სასულიერო პირები კი გაზრდილ უფლებებს არასწორად იყენებენ და ტაძრის არქიტექტურაში თვითნებურ ჩარევას კეთილი მიზნებით ხსნიან. მამა ლევანის თქმით, მან ურბნისის ძველი კედლები იმიტომ შელესა, რომ ისინი "შეუხედავი იყო".
ძლიერი ეკლესიის პირობებში, ქვეყნის ძეგლთა დაცვის მთავარი უწყებაც ფრთხილად მოქმედებს. ნიკა ვაჩეიშვილის სააგენტო საპატრიარქოსთან ურთიერთობის გამწვავებას ერიდება და მსგავსი პრობლემების მოგვარებას დღემდე მხოლოდ დიალოგის გზით ცდილობს.
თუმცა, კანონი სააგენტოს უფრო მკაცრად მოქმედების საშუალებას აძლევს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, კულტურული ძეგლის დაზიანება ხუთი ათასი ლარით ჯარიმდება. ჯარიმის თანხა ჯერ კიდევ ორი წლის წინ 8 ლარი იყო. მაშინ კანონში კონკრეტულად არც ის იყო მითითებული, თუ რომელი უწყება გასცემდა სანქციას. 2007 წელს კი, როდესაც პარლამენტმა დაამტკიცა კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, ჯარიმის თანხაც გაიზარდა და დამჯარიმებელი უწყებაც ზუსტად განისაზღვრა - კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.
მრავალი დარღვევის მიუხედავად, სამინისტრომ სანქცია პირველად 2009 წლის სექტემბერში გასცა, როცა ბათუმის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა ურბანული ძეგლის გარემონტებისას პროექტის სანებართვო პირობებს გადააჭარბა და შენობის პროექტირებაში თვითნებური ცვლილებები შეიტანა.
სასულიერო პირების დაჯარიმებას კი სამინისტრო ჯერჯერობით არ ჩქარობს. ნიკა ვაჩეიშვილის უწყებაში აცხადებენ, რომ ღია კონფრონტაციაზე უარის თქმით უფრო მეტ შედეგს აღწევენ. მართალია, ამით პროცესი ჭიანურდება, სამაგიეროდ, წლების განმავლობაში მოლაპარაკებებმა საპატრიარქოსთან გარკვეულწილად უკვე გამოასწორა ურთიერთობა.
ვაჩეიშვილის თქმით, ამის მაგალითია თუნდაც ვარძიის სამონასტრო კომპლექსი, სადაც პრობლემის მოგვარებას სახელმწიფო, უკვე ათ წელიწადზე მეტია, მშვიდობიანი გზით ცდილობს. [pagebreak]
კონფლიქტი ვარძიაში ბერების თვითნებური შესახლებით 1990-იანი წლების ბოლოს დაიწყო. საცხოვრებლად საჭირო პირობების შესაქმნელად ბერებმა კელიების მოწყობა დაიწყეს: კლდეში ნაკვეთ ქვაბულებში სითბოს შესანარჩუნებლად ხის კარ-ფანჯარა ჩასვეს. შესაბამისად, ვარძიის ის მონაკვეთი, სადაც ბერებმა სახელდახელოდ მოიწყვეს კელიები, მუზეუმ-ნაკრძალის დასათვალიერებლად ჩასული ტურისტებისთვის დაიხურა. ამ ფაქტს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნატო ფარცხალაძე აპროტესტებს და ამბობს, რომ ვარძია მუზეუმ-ნაკრძალია და ამიტომ იქ მოქმედი მონასტრის არსებობა სასურველი არაა. "წარმოიდგინეთ, რომ ბერები ლუვრში დასახლებულიყვნენ". კულტურის სამინისტროს ასეთი პრეტენზია არ აქვს და მხოლოდ მონასტრის ფასადის თვითნებური შეცვლის წინააღმდეგია.
საპატრიარქოსთან დიალოგის ათი წლის თავზე დამუშავების პროცესშია პროექტი, რომელიც მუზეუმ-ნაკრძალში ტურიზმის განვითარებასა და ტურისტებსა და ბერებს შორის ურთიერთობის მოგვარებაზე იზრუნებს.
ომბუდსმენის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის უფროსის, ბექა მინდიაშვილის აზრით, თვითნებურობის მსგავსი შემთხვევები ხშირად სახელმწიფოს მხრიდან უპასუხოდ რჩება, რადგან ხელისუფლება რეიტინგის შესანარჩუნებლად ერიდება ეკლესიასთან ღია დაპირისპირებას.
მისი თქმით, არსებობს სასულიერო პირების მხრიდან ვანდალიზმის ფაქტებიც, თანაც როცა საქმე მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრებას არ ეხება.
ადიგენის რაიონის სოფელ ფლატეში უმოქმედო მეჩეთს ადგილობრივმა მოსახლეებმა ქვაკუთხედები მოანგრიეს. ეს ქვები ზარზმის მონასტრის მღვდლებმა ტაძრის მახლობლად კელიების ასაგებად გამოიყენეს. მოსახლეობამ მეჩეთის დაშლა სწორედ სასულიერო პირების ინიციატივით დაიწყო. მონასტრის ერთ-ერთი მღვდლის, მამა სპირიდონის განმარტებით, "ეს მეჩეთი არავის ეკუთვნოდა, ის არც კულტურული ძეგლი იყო და არც ისტორიული".
არადა, ადიგენის რაიონის რამდენიმე სოფლის მუსლიმმა მოსახლეობამ განგაში ატეხა. საქმეში ომბუდსმენის ოფისი ჩაერთო, და მეჩეთის მოშლაც შეწყდა. თუმცა, ზარზმელმა ბერებმა კელიების კედლებში მეჩეთის რამდენიმე ქვის ჩაყოლება მაინც მოასწრეს.
ბექა მინდიაშვილის აზრით, ეს ვანდალიზმია. ამ კონკრეტული შემთხვევის გამოსწორების გზებს საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. იმისათვის, რომ კანონმა ასეთი ნაგებობა დაზიანებისგან დაიცვას, ის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში უნდა იყოს შეტანილი. იმის გამო, რომ ფლატეს მეჩეთი არც კულტურული ძეგლია და მას არც კონკრეტული მესაკუთრე ჰყავს, მისი დაზიანებისთვის პასუხი არავის მოეთხოვება. თუმცა, ეს შემთხვევა მაინც რჩება მუსლიმანური რელიგიისადმი უპატივცემულობის აშკარა გამოხატულებად. "ასეთი შემთხვევების მიმართ ჩვენი კანონმდებლობა აბსოლუტურად დისკრიმინაციულია. როგორც ქრისტიანები ანიჭებენ თითოეულ ქვას მნიშვნელობას, ისე მუსლიმები უფრთხილდებიან თავიანთ ნანგრევებს", - აცხადებს ბექა მინდიაშვილი.
ფლატეს მეჩეთი "დახურული საქმეა". რელიგიური უმცირესობების უფლებების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციები არ იგეგმება. თუმცა, კულტურული ძეგლების შემთხვევაში, სასულიერო პირების თვითნებური ჩარევის აღსაკვეთად, შესაძლოა, სააგენტომ მალე უფრო მკაცრი ნაბიჯებიც გადადგას.
კულტურული მემკვიდრეობის მონიტორინგის სამმართველოს უფროსის, ნიკა ანთიძის განცხადებით, ურბნისის დაზიანების გამოსაკვლევად შეიქმნება ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ურბნისის მდგომარეობას შეაფასებს. ამის შემდეგ დადგინდება, სასჯელის რა ფორმა უნდა შეუფარდონ სასულიერო პირს, რომელმაც უძველესი კედლები შელესა. თუკი ექსპერტები გადაწყვეტენ, რომ კედლების შელესვით ეკლესიას ზიანი მიადგა, მამა ლევანს ან 2-დან 4 წლამდე პატიმრობას მიუსჯიან, ან ჯარიმის სახით ეკლესიის აღსადგენად საჭირო თანხას გადაახდევინებენ. ეს შეიძლება სასულიერო პირების მიმართ კულტურულ ძეგლთა დაცვის შესახებ კანონის ამოქმედების პირველი პრეცედენტი აღმოჩნდეს. თუმცა, გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანამდე ის ისევ საპატრიარქოსთან უნდა შეთანხმდეს.

კომენტარები
ამავე რუბრიკაში
27
თებერვალი
27
თებერვალი
რუსეთის საბედისწერო პარადიგმა
ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი
ნაწილი II - პირველი ტომი
13
თებერვალი
13
თებერვალი
რუსეთის საბედისწერო პარადიგმა
ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი
ნაწილი I - შესავალი
02
აგვისტო
02
აგვისტო
კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...
„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
მეტი
27
თებერვალი
რუსეთის საბედისწერო პარადიგმა
ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი
ნაწილი I ...
13
თებერვალი
რუსეთის საბედისწერო პარადიგმა
ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი
ნაწილი ...
02
აგვისტო
კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყვიტოთ თვითგანადგურებ ...
„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ...
^