Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

Femen : უკრაინა ბორდელი არ არის

24 სექტემბერი 2011

2008 წელს უკრაინის ერთ-ერთ პროვინციულ ქალაქში, ანა გუსოლმა გადაწყვიტა ხმამაღლა განეცხადებინა უკრაინელი ქალების პრობლემების შესახებ. ხმელნიცკიდან დაწყებული მოძრაობა მალე კიევში გადავიდა, სადაც გუსოლს თანამოაზრეები შეურთდნენ და საბოლოოდ ასპარეზზე ფემინისტური მოძრაობა - „ფემენ" გამოვიდა. ფემენის აქციები გამოირჩევა იმით, რომ აქტივისტები პროტესტს ძირითადად წელსზემოთ შიშვლები გამოხატავენ. მათ ხშირად აქვთ უსიამოვნებები სამართალდამცველებთან. იყო შემთხვევა, როდესაც პრობლემა შეექმნათ უკრაინაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც ფიზიკური ზიანიც კი მიაყენა ფემენის ერთ-ერთ აქტივისტს.

 

2008 წელს უკრაინის ერთ-ერთ პროვინციულ ქალაქში, ანა გუსოლმა გადაწყვიტა ხმამაღლა განეცხადებინა უკრაინელი ქალების პრობლემების შესახებ. ხმელნიცკიდან დაწყებული მოძრაობა მალე კიევში გადავიდა, სადაც გუსოლს თანამოაზრეები შეურთდნენ და საბოლოოდ ასპარეზზე ფემინისტური მოძრაობა - „ფემენ" გამოვიდა. ფემენის აქციები გამოირჩევა იმით, რომ აქტივისტები პროტესტს ძირითადად წელსზემოთ შიშვლები გამოხატავენ. მათ ხშირად აქვთ უსიამოვნებები სამართალდამცველებთან. იყო შემთხვევა, როდესაც პრობლემა შეექმნათ უკრაინაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც ფიზიკური ზიანიც კი მიაყენა ფემენის ერთ-ერთ აქტივისტს.

 

22 სექტემბერს ფემენის მაისურებში გამოწყობილი, თმებში უკრაინის დროშის ფერების ბაფთებჩაწნული რამდენიმე აქტივისტის ნახვა თბილისშიც შეგეძლოთ. რუსთაველის გამზირზე ფემენმა აქცია - უკრაინა ბორდელი არ არის - ჩაატარა. ისინი საქართველოში უკრაინელი ქალების სექსუალურ ექსპლუატაციას ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა კიევური აქციებისგან განსხვავებით, თბილისში საკმაოდ თბილად ეცვათ.

"ფემენას" ისტორიაზე და მიზნებზე აქტივისტები "ლიბერალს" ესაუბრნენ:

 

როგორ შეიქმნა ფემენი და რატომ აირჩიეთ პროტესტის გამოხატვის ასეთი ფორმა?

საშა შევჩენკო : ყველაფერი იმით დაიწყო რომ მივხვდით პატარა პროვინციულ ქალაქში შეუძლებელი იყო რაიმე იდეის განვითარება და მისი მთელს უკრაინაში გავრცელება. საჭირო იყო უკრაინის ცენტრში, დედაქალაქში ჩასვლა და საზოგადოებისთვის ჩვენი იდეების იქედან მიწოდება. ანა კიევში ჩამოვიდა, მერე ჩვენც შევუერთდით. ჩვენ დავიწყეთ სექსუალურად ჩაცმა. ვსარგებლობდით ეროტიზმით, რომელიც უკრაინელ ქალს ახასიათებს მიუხედავად იმისა თუ სად იმყოფება იგი :  საპროტესტო აქციაზე, სამსახურში თუ მაღაზიაში. უკრაინელი ქალი ყოველთვის მაღალ ქუსლებზე დადის, მოკლე ქვედაკაბით, დახვეული თმითა და მაკიაჟით. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ პროტესისთვის სწორედ ეს ფორმა გამოგვეყენებინა .

უკრაინა ბორდელი არ არის" დღეს ამ ლოზუნგებით თბილისშიც გამოჩნდით. რას ნიშნავს ეს ლოზუნგი და რას აპროტესტებდით საქართველოში?

ინა შევჩენკო :ჩვენ პირველებმა წამოვწიეთ წინ პროსტიტუციის და  სექსტურიზმის პრობლემა. უკრაინა ბორდელი არა არის, ეს ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ლოზუნგია, რომელიც მთელს მოძრაობას გასდევს თან.

საშა შევჩენკო : პროსტიტუცია უკრაინელი გოგონების სენია, რომლითაც საზოგადოება საკუთარმა მთავრობამ დააავადა. მიუხედავად იმისა, რომ კანონით პროსტიტუცია არალეგალურია, უკრაინაში ყოველწლიურად უამრავი ტურისტი ჩამოდის, რომლებსაც მუზეუმების ან ღირსშესანიშნაობების მონახულება კი არ უნდათ, არამედ უბრალოდ ახალგაზრდა, ლამაზი უკრაინელი გოგონების, როგორც სექს-მუშაკების, გამოყენება სურთ. სექს-ტურიზმი უკრაინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა.

მანამ, სანამ ჩვენ წამოვწევდით ამ საკითხს, სექს-ტურიზმი არსებობდა და ვითარდებოდა, საბოლოოდ კი მივიღეთ ის, რომ უკრაინაში სამდღიანი სექს-ტურებიც კი ეწყობა. თუკი გუგლში ეცდებით, რომ ინფორმაცია მოიპოვოთ უკრაინაზე, ნახავთ, რომ პირველი გვერდები მთლიანად პროსტიტუციის რეკლამირებას აქვს დაკავებული. ეს ბიზნესი აქტიურად პიარდება და ამის გამო უკრაინელი გოგონები ხშირად სექს-ტურისტების მსხვერპლები ხდებიან, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ნებისმიერი უკრაინელი გოგონა, რამდენიმე დოლარის სანაცვლოდ მზადაა სასტუმროს ნომერში აჰყვეთ.

რა არის ამის მიზეზი? რატომ ერთვებიან უკრაინელი გოგონები პროსტიტუციაში და რატომ აქვს ასეთი რეპუტაცია უკრაინას საზღვარგარეთ?

საშა შევჩენკო: პროსტიტუციის ძირითადი მიზეზი ეკონომიკური ფონია. ქალებს საოფისე სამსახურში მიზერულ ხელფასს სთავაზებონ, 70 დოლარს თვეში, და ასეთი პოზიციის შოვნაც კი რთულია. სწორედ ამის გამო გოგონებს ხშირად უწევთ პანელზე გამოსვლა და საკუთარი თავის გაყიდვა.

მეორეც, საზღვარგარეთ უამრავი უკრაინელი გოგონა მუშაობს ბორდელში და მეძავის მომსახურებით მოსარგებლე მამაკაცი თავის ქვეყანაში, მაგალითად საფრანგეთში, გამოდის ბორდელიდან და ფიქრობს:" აი, წავალ უკრაინაში, ის ხომ დიდი ევრობორდელია".

მესამეც სექს-ინდუსტრიის რეკლამირებაში დიდი ფული იდება, ეს შავი ეკონომიკის ერთერთი ყველაზე უხვშემოსავლიანი ბიზნესია, ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობასთან ერთად. რეკლამა იმდენად „ეფექტურად" მუშაობს, რომ გუგლიც კი უკრაინის ძიების შემთხვევაში უფრო ბორდელების სიას მოგაწვდით, ვიდრე ინფორმაციას ქვეყნისა და ხალხის შესახებ.

რას ფიქრობთ პროსტიტუციის ლეგალიზებაზე?

საშა შევჩენკო: ჩვენთან იყო ამის მცდელობაც. დეპუტატებმა გააჟღერს მოსაზრება, რომ „ევრო 2012"-სთვის უკრაინაში პროსტიტუციის ლეგალიზება უნდა მომხდარიყო. საქმე იმაშია, რომ პროსტიტუციის ლეგალიზაციას მთავრობა იმიტომ უჭერს მხარს, რომ როცა უკრაინამ „ევრო 2012"-ის ჩატარების უფლება მოიპოვა, მაშინ ელოდნენ, რომ ინვესტიციების 85% კერძო ინვესტორების წილი იქნებოდა. მაგრამ პირიქით აღმოჩნდა და ახლა გახარჯული თანხის 85% ბიუჯეტს მოაკლდა. ეს ფული უნდა დახარჯულიყო ხელფასებზე, პენსიებზე და ა.შ. მთავრობა კი ამ დანაკლისის როგორმე ანაზღაურებას ცდილობს, 2012 წლისთვის პროსტიტუციის ლეგალიზება კი ამისთვის საუკეთესო გზა იქნება.

ანუ თანამედროვე უკრაინელი ქალის პრობლემები სოციალური ფაქტორებითაა გამოწვეული და არა კულტურული ან პოლიტიკურით?

საშა შევჩენკო: არსებობს კულტურული ფაქტორებიც, აღზრდა, განათლება და ა.შ. უკრაინაში გოგონებს არ ასწავლიან, არ უხსნიან  რომ მათ შეუძლიათ მიიღონ ხარისხიანი განათლება, ჩაერთონ პოლიტიკაში,შეცვალონ ქვეყნის მომავალი. უკრაინაში პროპაგანდირებენ რომ ქალები უნდა იყვნენ ლამაზები და რომ ისინი შექმნილნი არიან კაცებისათვის. მშობლები უკრაინელ გოგონებს ასწავლიან, რომ საჭიროა ფულიან მამაკაცზე სარფიანად გათხოვება, ყველაზე კარგი იქნება თუ ეს ფულიანი მამაკაცი უცხოელი იქნება. ქალს სავაჭრო საგნად აღიქვამენ.

რას ფიქრობენ უკრაინელი ქალები თქვენს მანიფესტაციებზე და მოსაზრებებზე, გიერთდებიან?

საშა შევჩენკო: ბევრი მხარს გვიჭერს, მაგრამ არიან ისეთებიც ვინც თავს გვარიდებენ, რადგანაც ეშინიათ ოჯახის წევრების და ნაცნობების რეაქციების. თუმცა უმრავი ქალი მოდის და მადლობას გვიხდის.

საჯაროდ გაშიშვლება, სექსუალობაზე ხაზის გასმა და სკანდალური გამოსვლები, ეს თქვენი სტილია. ჰყავს თუ არა მოწინააღმდეგეები თქვენს ასეთ ქმედებებს ?

საშა შევჩენკო: კლასიკური ფემინისტები ხშირად გვსაყვედურობენ, რომ ჩვენ, ჩვენი ქმედებებით პროპაგანდას ვუწევთ სექსიზმს იმის მაგივრად, რომ ვებრძოლოთ მას. მაგრამ როცა ჩვენ ვაარსებდით "ფემენს" გავაანალიზეთ სიტუაცია და მივხვდით, რომ ძველი მეთოდები აღარ მოქმედებს.

შესაძლოა უბრალო მოსაზრებები ქალთა და კაცთა თანასწორობაზე 50 წლის წინ მართლაც იყო რევოლუციური, მაგრამ დღეს უკვე აუცილებელია ცვლილებები, აუცილებელია ახალი მეთოდების მოძებნა, რათა ზეგავლენა მოვახდინოთ ქალებზე და ვუბიძგოთ მათ საკუთარი უფლებების დაცვისკენ.

ჩვენ ბრწყინვალედ ვიცით თუ რა გავლენას ახდენს მოზარდებზე დასავლური პროპაგანდა - ჟურნალი კოსმოპოლიტენი, ლამაზმანები მიმზიდველი გარეგნობით, 90/60/90-ზე პროპორციებით და სექსუალური ტანსაცმლით და ვიფიქრეთ, რომ მართალია ეს სახე სექსისტურია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ზუსტად ამ სექსუალობის დახმარებით ქალის პრობლემები წინ წამოვწიოთ.

ჩვენ თვითონ ვფლობთ ჩვენს სექსუალობას და ამის დემონსტრირებით ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ მას არ ვყიდით ან მას არ განაგებს მამაკაცი, არამედ ამით ჩვენ აქცეტს ვაკეთებთ საკუთარ უფლებებზე და კაცსა და ქალს შორის ინტელექტუალურ თანასწორობაზე.

სწორედ ამ მეთოდების დამსახურებაა, რომ ჩვენ სამყაროს ვაცნობთ უკრაინელი ქალების პრობლემებს. საერთოდაც ჩვენ უკრაინული საზოგადოების ერთადერთი ხმა ვართ. უკრაინაში ბევრი ფემინისტური ორგანიზაციაა და მათ მშვენიერი იდეები აქვთ, მაგრამ მათ ვერ იპოვეს გზა, რომ ეს იდეები საკუთარი ორგანიზაციის გარეთ გაეტანათ. ისინი 10 წლის წინაც ათნი იყვნენ და ახლაც ათნი არიან. მათ შესახებ კი დღემდე არავინ არაფერი იცის, იმიტომ, რომ ძველ მეთოდებს იყენებენ და მათი იდეებიც ვერ ვითარდებიან.

აი ასეთია ჩვენი პოპ-ფემინიზმი.

[video:http://www.youtube.com/watch?v=rD0z_AWVsvA]

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^