Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სიმენსის ყოფილი პრეზიდენტი კორპორატიულ პასუხისმგებლობაზე

17 ნოემბერი 2011

 

კორპორატიული სინდისი, მოქალაქეობა - ასე უწოდებენ სხვაგვარად კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობას, რომელიც მსხვილი ბიზნესის წარმოებისას როგორც ეთიკური და საერთაშორისო ნორმების დაცვას, ისე გარემოზე, მომხმარებლებზე, თანამშრომლებზე, დაინტერესებულ მხარეებზე და სხვადასხვა სოციალურ ჯგუფზე ზრუნვას გულისხმობს.

 

როგორია კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა გლობალიზებულ მსოფლიოში, ამის  შესახებ ლექცია ილიას უნივერსიტეტში კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა, აშშ კომპანია სიმენსის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჰანს დეკერმა წაიკითხა.

"ლიბერალი" კი, მას კომპანიისთვის სოციალური პასუხისმგებლობის სარგებელზე, გარემოსა თუ სხვა სფეროებზე ამ პროცესის გავლენაზე და ამ საკითხთან დაკავშირებულ სხვა თემებზე ესაუბრა.

ბატონო ჰანს, რა გავლენას ახდენს კორპორატიული სოციალური პასუხიმგებლობა მაგალითად, გარემოზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე?

კორპორატიული სოციალური პასუხიმგებლობის პროცესი 30-40 წლის წინ სკანდალებით დაიწყო და დღემდე ევოლუციას განიცდის. დღეს უკვე მისი გავლენის გაზომვაც შეგვიძლია. მაგალითად, თუ ამ პროცესში  ხარ ჩართული და  წელიწადში ზოგავ 5% ენერგიას, ამით არა მხოლოდ შენი კომპანია იღებს სარგებელს, რადგან ფულს ზოგავ, არამედ გარემოსაც იცავ, რადგან ნაკლები დამაბინძურებელი ნივთიერება გამოიყოფა.

რაც შეეხება სამოქალო საზოგადობას, აქაც იგივე მექანიზმია. ყოველთვის ვამბობ, რომ საზოგადოების სამ დიდ განშტოებას უნდა დავეფუძნოთ - კერძო სექტორს, რომელიც ბიზნესს წარმოადგენს, საჯარო სეტორს ანუ მთავრობას, რომელიც საერთო სიკეთის დაცულობას უზრუნველჰყოფს, და სამოქალაქო საზოგადოებას, რომელმაც ამ ყველაფერზე გავლენა უნდა მოახდინოს. მაგალითად, ყიდულობთ ფურცელს თქვენი პრინტერისთვის. იყიდება გადამუშავებული და გადაუმუშავებელი ფურცლები. გადამუშავებული მეტი ღირს, მაგრამ თქვენ სწორედ მას ყიდულობთ, რადგან ასე აიძულებთ კორპორაციას დახარჯოს სახსრები გადამუშავებაზე. კორპორაციაზე სამოქალაქო საზოგადოების გავლენის მოხდენის კიდევ მრავალი გზა არსებობს.

კორპორაციები სხვადასხვა სფეროს აფინანსებენ. რატომ და რის მიხედვით არჩევენ ამ სფეროებს?

ისინი ამას ფილანტროპიისთვის აკეთებენ. იმას, თუ რომელი სფერო დააფინანსონ, წყვეტს მენეჯერი. კრიტერიუმი ამა თუ იმ სფეროს დაფინანსების არის ის, თუ რა სექტორს განეკუთვნება ესა თუ ის კომპანია. გაზის კომპანია ამ სფეროზე ამახვილებს ყურადღებას, შესაბამისად მოქმედებს ბანკი, ან ინტერნეტ ტექნოლოგიების კორპორაცია. მაშინ, როცა კომპანია წყვეტს დააფინანსოს მუსიკა, ეს უკვე სხვა ამბავია. საერთოდ, ფილანტროპიის იდეა მეცხრამეტე საუკუნიდან მოდის და  როკფელერების სახელს უკავშირდება. ფულის ფილანტროპული გაცემით, თანხა უკან უბრუნდებათ, რადგან კომპანიის შემოსავალი საზოგადოების სიჯანსაღეზეა დამოკიდებული.

რა სარგებელს იღებენ კომპანიები კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობით?

ყველაზე მთავარი მათი რეპუტაციის გაუმოჯობესებაა. ინვესტორები კი, კომპანიის რეპუტაციას დიდ ყურადღებას აქცევენ, მათთვის მნიშვნელოვანია რამდენად ღირებულ ნაბიჯებს დგამს ესა თუ ის კომპანია, აქედან საზღვრავენ რამდენად ღირებულ შედეგს მოიტანს მათი ინვესტიცია. ამ მხრივ ინვესტორების მხრიდან კომპანიებზე  დიდი ზეწოლაა.

რომელი ქვეყანაა პირველ ადგილას კორპორატიული სოციალური პასუხიმგებლობის მხრივ?

ყველაზე დიდ გალენა ამ პროცესს ევროპაში აქვს, რადგან ევროპაში სოციალური ბაზრის თუ თავისუფალი მეწარმეობის განსაზღვრული ხედვაა. ვფიქრობ, დანარჩენ მსოფლიოს ევროპისგან სწავლა შეუძლია.

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის G-PAC-ის სახელმწიფო მართვის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში. G-PAC-ს აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატები საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).

[video: http://www.youtube.com/watch?v=VN2-QfzFKaI]

 

 


კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^