ამას წინათ ერთ-ერთმა გადაცემამ, რომელიც ყველაზე არაპრემიალურ საეთერო დროს გადის პირველი არხით, მცირე ტოკ-შოუ მიუძღვნა თბილისის განვითარების გენერალურ გეგმას, სადაც ერთმა ჩინოსანმა გეგმის განსახილველად tbilisi.gov.ge-ზე დაგვპატიჟა მაყურებლები და ლამის შემოგვეხვეწა, - მობრძანდით და მიიღეთ მონაწილეობა კამათშიო. საიტზე შესულს გეგმა, მართალია, პირველ გვერდზე დაგვხვდა, სამაგიეროდ, ამ აჭრელებულ საიტზე ვერანაირი საჯარო სივრცე ვერ აღმოვაჩინეთ, სადაც საკუთარი აზრის გამოხატვა ყოფილიყოს შესაძლებელი. უფრო მეტიც, გეგმა მხოლოდ PDF ფაილად "ეგდო" და საძიებო სისტემითაც, რაც უნდა გეძებნათ, "გენერალურ გეგმას" ვერ იპოვიდით.
ამის შემდეგ ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი დისკომფორტი შეიძლება შეგექმნას ადამიანს, თუკი "ვარაზისხევი-თამარაშვილის ავტომაგისტრალის" შესახებ მოინდომებ რაიმეს გაგებას? ბოლო თვეებია, სწორედ ასეა დაფარული ეს საუკუნის ანტიპროექტი, მის გამოც მხოლოდ ერთი საჯარო დისკუსია გაიმართა, თავად პროექტი კი თვალითაც არავის უნახავს.
მდინარე ვერეს ყველაზე პრობლემური მონაკვეთის ეს რუკა, რომელსაც დღეს გთავაზობთ, ჩვენით აღვადგინეთ ფოტოდან, რომელიც მდინარე ვერეს ნაპირზე გადავიღეთ, მომავლის სკოლის ღობეზე გამოკრული სარეკლამო ბანერიდან. რუკა, ისიც რკინის გისოსებს მიღმა, მხოლოდ აქაა ხელმისაწვდომი, სხვა არანაირ საჯარო სივრცეში ეს რუკა არ გამოუქვეყნებიათ და მით უმეტეს, არც საჯარო განხილვის საგანი არ გამხდარა პროექტი (ერთი გამონაკლისის გარდა, როცა "ბიოლის ფონდს" ესტუმრა პროექტის ავტორი და 40-მდე ადამიანს შეხვდა), რომელიც ამდენ ადამიანს აწუხებს და კიდევ უფრო მეტს შეაწუხებს, თუკი ეს პროექტი განხორციელდა. ამ ბანერზე იმასაც ამოიკითხავს კაცი, რომ პროექტს შპს "საქგზამეცნიერება" ახორციელებს, შპს, რომელზეც თითქმის შეუძლებელია რაიმე ინფორმაციის მოპოვება. მათ არც საიტი აქვთ და Google-ის საძიებო სისტემიდანაც მხოლოდ იმას შეიტყობთ, რომ ეს ორგანიზაცია ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ტენდერში და, როგორც ვხედავთ, იმარჯვებს კიდეც.
გამარჯვებული შპს ზაფხულში შეუდგა მუშაობას და პროექტის დაწყებამდე, ივნისის თვეში მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, გიორგი ლიპარტიამ ჟურნალისტებს ისიც განუცხადა, რომ ახალი მაგისტრალის მშენებლობა რეკრეაციულ ზონებს არ შეეხებოდა და იგი არც ზოოპარკის და მზიურის რეკრეაციულ ზონასა და მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობისთვის იქნებოდა საზიანო. აბსოლუტურად განსხვავებული სურათი დამხვდა სექტემბერში, როდესაც ზოოპარკიდან მზიურის საზღვრებამდე გაწმენდილი ხეობის მონაკვეთი დავათვალიერე. აღმოჩნდა, რომ პერსპექტივაში მაგისტრალი შუაზე ყოფს სარეკრეაციო ზოლს და გარდა იმისა, რომ ზოოპარკსა და მზიურს გამოაცალკევებს ერთმანეთისგან, იგი გრძივადაც გაკვეთს გამწვანებებს და ამით პრაქტიკულად ფუნქციას დაუკარგავს ხეობას.
მდინარის (და მთლიანად ხეობის) ეკოლოგიური მდგომარეობა ისედაც კატასტროფულია, საკმაოდ დიდ მონაკვეთზე იგი ჯერ კიდევ მზიურის მშენებლობის დროს მოაქციეს ბეტონის ღია სარკოფაგში, კალაპოტი აავსეს ბეტონის და სხვა სამშენებლო მასალებით და ახლა საერთოდაც, ზოგიერთ მონაკვეთს "გოფრირებული მეტალის მილებში" უპირებენ გატარებას (ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო იმ ამბის გაგება, რომ ვერეს 600-მეტრიან მონაკვეთს უპირებენ ასეთ სარკოფაგში მოქცევას).
ცხადია, მთელ მდინარეს მილებში ვერ და არ მოაქცევენ, მაგრამ პროექტის ავტორები და შემსრულებლები უამისოდაც ძალიან ბევრ რამეს აშავებენ და არღვევენ, პირველ რიგში კი - კანონს.
ხოლო კანონში (თბილისის გენ. გეგმა კანონის ძალის მქონე დოკუმენტია) წერია: "თბილისის ლანდშაფტურ-ეკოლოგიური გარემო წარმოადგენს ერთიან ბუნებრივ-ეკოლოგიურ კარკასს, რომლის შემდგომი განვითარება-ჩამოყალიბება განიხილება ცალკეული ბუნებრივი და გამწვანებული ტერიტორიების გამაერთიანებელი ხევებისა და მტკვრის კალაპოტის ერთიანი ქსელის სახით". და კიდევ: "ქალაქის ეკოსისტემის მდგრადობა ეყრდნობა გამწვანებული სივრცეების და ხევების შემკრები მტკვრის ბუნებრივ-ლანდშაფტური კარკასის - ქალაქის ტერიტორიის ბუნებადამცავი და რეკრეაციული, ფუნქციური ქვესისტემის შენარჩუნებას, განვითარებას, ვიზუალურ გახსნასა და აქცენტების გაძლიერებას", "ლანდშაფტურ-ეკოლოგიური გარემოს შენარჩუნება და ახლის განვითარება ორიენტირებულია ერთ სულ მოსახლეზე გამწვანებული მასის 11.0 მ2/კაცი უზრუნველყოფისაკენ, საწარმოო-კომუნალური ზონების რეორგანიზაციის, ხეობების რეაბილიტაციისა და ახალი მწვანე სივრცეების შექმნისაკენ" (მაგალითების მოხმობა კიდევ შეიძლება).
დღევანდელ პირობებში ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი ნორმებით, დიდი ქალაქებისათვის 1 სულ მოსახლეზე მწვანე ნარგავების ნორმა 50 კვადრატულ მეტრს უნდა შეადგენდეს. ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ცუდად ითვლება ის ქალაქი, სადაც მწვანე საფარი ტერიტორიის 10%-ზე ნაკლებს იკავებს, თბილისში კი სულ რაღაც 2-5 კვ. მ. მწვანე ნარგავი მოდის ერთ სულ მოსახლეზე.
"გამწვანებულ მასებზე" ერთი თვის წინ, fact.ge-ს ჟურნალისტთან საკმაოდ დეტალურად ისაუბრა არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარემ, დავით აბულაძემაც, სადაც იგი ამბობდა, რომ ამ კოეფიციენტს თბილისში მინიმუმ 23-25 კვ. მ. უნდა დაეკავებინა, თუმცა, როგორც ვხედავთ, გენ.გეგმით გათვალისწინებული 11 კვ. მ.-ის დაკმაყოფილებასაც არავინ აპირებს:
"მტკვარი და მის გასწვრივ არსებული ზოლი, როგორც ეს თბილისის მიწათმოწყობის ოპერატიულ გეგმაში ჩავდეთ, უნდა გახდეს ქალაქის გამწვანებული სტრუქტურის ხერხემალი, საიდანაც სათავეს აიღებენ გამწვანების კაპილარები. ეს ნიშნავს, რომ მტკვრის შენაკადი მდინარეები და ხეობები, რომელთა ნაწილი ნაგავსაყრელებად არის ქცეული, უნდა აღდგეს და ხელახლა გამწვანდეს".
ამის ნაცვლად კი მერია მაგისტრალს სწირავს ამ გამწვანებას და მშენებლობის მთავარ არგუმენტად ჭავჭავაძისა და პეკინის გამზირების განტვირთვას ასახელებს, არადა ამ არგუმენტს წინ არანაირი კვლევა არ უძღვის და ზუსტად არავინ იცის, რამდენად განტვირთავს მაგისტრალი ვაკისა და საბურთალოს მიმართულებას.
ამას წინათ რამდენიმე მეგობარმა საინიციატივო ჯგუფი შევქმენით და "მდინარე ვერეს გადარჩენის კლუბი" ვუწოდეთ (ინტერნეტით ადვილად გვიპოვით), პირველი "ექსპედიციებიც" გვქონდა და ყველაზე ცუდი, რაც მაგისტრალის გაყვანისას გამოჩნდა, ის არის, რომ "ტრასის უდიდესი ნაწილი ხეობის განაპირა ზოლებში კი არ გადის, არამედ უშუალოდ ვერეს ნაპირებს მიუყვება, ანუ იმ ადგილებს, სადაც მწვანე ნარგავების ოთხმოცდაათამდე პროცენტია კონცენტრირებული, სწორედ ამიტომაც, გამორიცხული არაა, რომ ტრასის მიმდებარე ტერიტორიები, ზოოპარკის გადასვლის შემთხვევაში კი, მთელი ზოოპარკის ტერიტორია ინტენსიური მშენებლობის ადგილებად იქცეს" (კლუბის წევრის, თენგიზ დოლიძის კომენტარიდან).
რა თქმა უნდა, ზოოპარკი აუცილებლად უნდა გადავიდეს ძველი ადგილიდან, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, მის ადგილას პარკებისა და გამწვანების ახალი კერების გაშენებაზე გვეფიქრა, ვიდრე ხმაურიანი და ბინძური მაგისტრალების გაყვანაზე. ზოგიერთი გარეუბნების მწვანე საფარის გააქტიურებასა და ახალი მასივების გაშენებაში ხედავს გამოსავალს, თუმცა რამდენ ჰექტარზეც უნდა გავაშენოთ ეს მწვანე მასივები, ქალაქის ცენტრალურ უბნებს მაინც არაფერი ეშველებათ, თუკი ადგილობრივ არტერიებს გავანადგურებთ, თუკი შუა ქალაქში არ შევინარჩუნეთ და არ გავზარდეთ სიცოცხლის კერები, ჰაერის გამტარი კაპილარები. ვერეს ხეობა კი უპირველესია ამ თვალსაზრისით, რადგან თბილისის მცირე მდინარეებსა და ხეობებს შორის მხოლოდ მას შემორჩა თავისი ფუნქცია. ახლა ოცნების დრო არაა, მაგრამ მდინარე ვერეს ნებისმიერი მონაკვეთის (ზოოპარკიდან თამარაშვილის გამზირამდე) გამოყენება შეიძლება პარკისთვის, არსებობს ბუნებრივი თუ ხელოვნური ტერასები, სადაც ხეხილიც ხარობს და, რაც მთავარია, ვერეს ხეობის ქვედა მონაკვეთი, რა გასაკვირიც უნდა იყოს, ძალზე მდიდარია ფაუნით, ხოლო მდინარეში დღემდე საკმაო რაოდენობის თევზი აღწევს.
ევროპაში მდინარეების გაქრობის, მათი ამოქოლვისა და უფუნქციოდ დატოვების სამსაუკუნოვანი ტრადიცია არსებობს (სანიმუშოდ ლონდონი გამოდგება, სადაც 15-მდე გამქრალი მდინარეა) და იქ უკვე კარგად აქვთ გაცნობიერებული, თუ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ასეთმა უყურადღებობამ და გულგრილობამ. მათ ზუსტად იციან, რომ ხელოვნურ მდინარესა და ბეტონის წყალვარდნილებს ბუნებრივი სჯობს, და რომ ჭორომებს მდინარეში სამშენებლო ნარჩენები კი არ უნდა ქმნიდნენ, არამედ უძველესი ქვები.
მდინარე ვერე, უკვე საუკუნეზე მეტია, ნადგურდება. თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ მისი საბოლოო დასამარების მოწმენი გავხდებით. ვერეს ბევრი დაუშავდა ათწლეულების განმავლობაში, თუმცა მისი გადარჩენის ბოლო ცდების ნაცვლად, ჩვენი ცხოვრებიდან ვდევნით მას, როგორც სამარცხვინო წარსულს, თითქოს საუბარი სტალინის რომელიმე ძეგლზე იყოს.
ნუ დაგვავიწყდება, რომ ამით შესაძლოა, სირცხვილის ახალ, უფრო დიდ ძეგლებს ვუყრიდეთ საძირკველს.
ვერეს დაბინძურების მოკლე ისტორია
XIX საუკუნის მეორე ნახევარი:
მდინარე ვერეს სათავეში ტყის მასიური გაჩეხვა მიმდინარეობდა, რის გამოც წყლის დონემ იმდენად იკლო, რომ XX-ის დასაწყისისთვის XVII საუკუნის ოთხმალიანი ხიდის ქვეშ (ახლანდელ გმირთა მოედანზე) წყალი მხოლოდ ორი მალის ქვეშ მოედინებოდა.
XXს-ის 20-იანი წლები:
მკვეთრად იმატა ნიადაგის ჩამორეცხვა-ეროზიის ფაქტებმა, მდინარის კალაპოტში გაჩნდა დიდი რაოდენობით გამონარიყი.
1927 წელი:
პირველი ნაბიჯი დაბინძურებისკენ. მდინარე ვერეს ხეობაში დაარსდა თბილისის ზოოლოგიური პარკი, რომელიც დღეს 120 ჰექტარს მოიცავს.
1932 წელი:
დაიწყო გმირთა მოედნის ინტენსიური განაშენიანება. ძველი ხიდის გვერდით ააშენეს ახალი, სამმალიანი ხიდი. ძველმა, ე.წ. ხოჯა ბეჰბუდას ხიდმა ფუნქცია დაკარგა, თუმცა ფიზიკურად იგი 1957 წლამდე არსებობდა.
1935 წელი:
ჩელუსკინელების ქუჩის გაყვანისას ამოღებული გრუნტი მთლიანად მდინარე ვერეში ჩაყარეს.
1950-იანი წლები:
დაიწყო ვერეს ხეობის ინტენსიური განაშენიანება. ამავე პერიოდში ინდუსტრიალიზაციის პროცესმა კიდევ უფრო მნიშვნელოვნად შეამცირა მდინარის წყალშემკრები აუზი, ზოგი შენაკადი საერთოდაც დაშრა. ამავე პერიოდში გადაიხურა მთლიანად მდინარე ვერეს ხეობის ბოლო მონაკვეთი.
1957 წლის ზაფხული:
ძველი ხიდის მთავარი კამარის აფეთქების შემდეგ ხიდმა არსებობა დაასრულა.
1950-იანი წლების ბოლო:
ვერეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი შენაკადი, ვარაზისხევი, ბეტონის სადინარში მოაქციეს, ნაწილობრივ კი კუს ტბისკენ გადააგდეს დამატებითი გვირაბით.
1970-იანი წლების დასაწყისი:
ინტენსიური განაშენიანება დაიწყო მდინარე ვერეს მარჯვენა ნაპირზე, წყნეთის ქუჩიდან - ატენის ქუჩის ჩათვლით. ასევე მდინარის მარცხენა ნაპირზე.
1978 წელი:
მაშინდელი მონაცემებით, აბრეშუმკომბინატის მარტო სამღებრო საამქროდან დღეში 800 კუბ. მეტრი სხვადასხვა საღებავი ნივთიერება ჩაედინებოდა მდინარე ვერეში.
1982 წელი:
მდინარე ვერეს ხეობაში საბავშვო ქალაქი მზიური გაიხსნა. იდეა ნოდარ დუმბაძეს ეკუთვნოდა. პარკის მოწყობაში არქიტექტორთა და მოქანდაკეთა ჯგუფი მონაწილეობდა. ამ პერიოდში მდინარის რამდენიმე ასეულმეტრიანი მონაკვეთი მთლიანად ბეტონის ჯებირებში მოექცა.
1985 წელი:
მდინარე ვერეს ქიმიური დაბინძურება მაქსიმუმს აღწევს. ამ დროისთვის მდინარეში ჩაედინება მსუბუქი და კვების მრეწველობის საწარმოების მიერ ნახმარი წყალი, ასევე საცხოვრებელი კორპუსების კანალიზაცია. ამ წელს ვერეზე მაქსიმალური გაჭუჭყიანების 19 შემთხვევა აღინიშნა.
1990-იანი წლები:
წამოწყებული მშენებლობების ახალი ტალღის გამო, მდინარე ვერეს დაბინძურების ახალი ეტაპი დაიწყო.
2009 წლის მაისი:
თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება ვარაზისხევიდან თამარაშვილის ქუჩამდე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაყვანის შესახებ.
ამას წინათ ერთ-ერთმა გადაცემამ, რომელიც ყველაზე არაპრემიალურ საეთერო დროს გადის პირველი არხით, მცირე ტოკ-შოუ მიუძღვნა თბილისის განვითარების გენერალურ გეგმას, სადაც ერთმა ჩინოსანმა გეგმის განსახილველად tbilisi.gov.ge-ზე დაგვპატიჟა მაყურებლები და ლამის შემოგვეხვეწა, - მობრძანდით და მიიღეთ მონაწილეობა კამათშიო. საიტზე შესულს გეგმა მართალია, პირველ გვერდზე დაგვხვდა, სამაგიეროდ, ამ აჭრელებულ საიტზე ვერანაირი საჯარო სივრცე ვერ აღმოვაჩინეთ, სადაც საკუთარი აზრის გამოხატვა ყოფილიყოს შესაძლებელი. უფრო მეტიც, გეგმა მხოლოდ PDF ფაილად "ეგდო" და საძიებო სისტემითაც, რაც უნდა გეძებნათ, "გენერალურ გეგმას" ვერ იპოვიდით.
ამის შემდეგ ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი დისკომფორტი შეიძლება შეგექმნას ადამიანს, თუკი "ვარაზისხევი-თამარაშვილის ავტომაგისტრალის" შესახებ მოინდომებ რაიმეს გაგებას? ბოლო თვეებია, სწორედ ასეა დაფარული ეს საუკუნის ანტიპროექტი, მის გამოც მხოლოდ ერთი საჯარო დისკუსია გაიმართა, თავად პროექტი კი თვალითაც არავის უნახავს.
მდინარე ვერეს ყველაზე პრობლემური მონაკვეთის ეს რუკა, რომელსაც დღეს გთავაზობთ, ჩვენით აღვადგინეთ ფოტოდან, რომელიც მდინარე ვერეს ნაპირზე გადავიღეთ, მომავლის სკოლის ღობეზე გამოკრული სარეკლამო ბანერიდან. რუკა, ისიც რკინის გისოსებს მიღმა, მხოლოდ აქაა ხელმისაწვდომი, სხვა არანაირ საჯარო სივრცეში ეს რუკა არ გამოუქვეყნებიათ და არც მით უმეტეს საჯარო განხილვის საგანი არ გამხდარა პროექტი (ერთი გამონაკლისის გარდა, როცა "ბიოლის ფონდს" ესტუმრა პროექტის ავტორი და 40-მდე ადამიანს შეხვდა), რომელიც ამდენ ადამიანს აწუხებს და კიდევ უფრო მეტს შეაწუხებს, თუკი ეს პროექტი განხორციელდა. ამ ბანერზე იმასაც ამოიკითხავს კაცი, რომ პროექტს შპს "საქგზამეცნიერება" ახორციელებს, შპს, რომელზეც თითქმის შეუძლებელია რაიმე ინფორმაციის მოპოვება. მათ არც საიტი აქვთ და გოოგლე-ის საძიებო სისტემიდანაც მხოლოდ იმას შეიტყობთ, რომ ეს ორგანიზაცია ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ტენდერში და, როგორც ვხედავთ, იმარჯვებს კიდეც.
გამარჯვებული შპს ზაფხულში შეუდგა მუშაობას და პროექტის დაწყებამდე, ივნისის თვეში მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, გიორგი ლიპარტიამ ჟურნალისტებს ისიც განუცხადა, რომ ახალი მაგისტრალის მშენებლობა რეკრეაციულ ზონებს არ შეეხებოდა და იგი არც ზოოპარკის და მზიურის რეკრეაციულ ზონასა და მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობისთვის იქნებოდა საზიანო. აბსოლუტურად განსხვავებული სურათი დამხვდა სექტემბერში, როდესაც ზოოპარკიდან მზიურის საზღვრებამდე გაწმენდილი ხეობის მონაკვეთი დავათვალიერე. აღმოჩნდა, რომ პერსპექტივაში მაგისტრალი შუაზე ყოფს სარეკრეაციო ზოლს და გარდა იმისა, რომ ზოოპარკსა და მზიურს გამოაცალკევებს ერთმანეთისგან, იგი გრძივადაც გაკვეთს გამწვანებებს და ამით პრაქტიკულად ფუნქციას დაუკარგავს ხეობას.
მდინარის (და მთლიანად ხეობის) ეკოლოგიური მდგომარეობა ისედაც კატასტროფულია, საკმაოდ დიდ მონაკვეთზე იგი ჯერ კიდევ მზიურის მშენებლობის დროს მოაქციეს ბეტონის ღია სარკოფაგში, კალაპოტი აავსეს ბეტონის და სხვა სამშენებლო მასალებით და ახლა საერთოდაც, ზოგიერთ მონაკვეთს "გოფრირებული მეტალის მილებში" უპირებენ გატარებას (ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო იმ ამბის გაგება, რომ ვერეს 600-მეტრიან მონაკვეთს უპირებენ ასეთ სარკოფაგში მოქცევას).
ცხადია, მთელ მდინარეს მილებში ვერ და არ მოაქცევენ, მაგრამ პროექტის ავტორები და შემსრულებლები უამისოდაც ძალიან ბევრ რამეს აშავებენ და არღვევენ, პირველ რიგში კი - კანონს.
ხოლო კანონში (თბილისის გენ. გეგმა კანონის ძალის მქონე დოკუმენტია) წერია: "თბილისის ლანდშაფტურ-ეკოლოგიური გარემო წარმოადგენს ერთიან ბუნებრივ-ეკოლოგიურ კარკასს, რომლის შემდგომი განვითარება-ჩამოყალიბება განიხილება ცალკეული ბუნებრივი და გამწვანებული ტერიტორიების გამაერთიანებელი ხევებისა და მტკვრის კალაპოტის ერთიანი ქსელის სახით". და კიდევ: "ქალაქის ეკოსისტემის მდგრადობა ეყრდნობა გამწვანებული სივრცეების და ხევების შემკრები მტკვრის ბუნებრივ-ლანდშაფტური კარკასის - ქალაქის ტერიტორიის ბუნებადამცავი და რეკრეაციული, ფუნქციური ქვესისტემის შენარჩუნებას, განვითარებას, ვიზუალურ გახსნასა და აქცენტების გაძლიერებას", "ლანდშაფტურ-ეკოლოგიური გარემოს შენარჩუნება და ახლის განვითარება ორიენტირებულია ერთ სულ მოსახლეზე გამწვანებული მასის 11.0 მ2/კაცი უზრუნველყოფისაკენ, საწარმოო-კომუნალური ზონების რეორგანიზაციის, ხეობების რეაბილიტაციისა და ახალი მწვანე სივრცეების შექმნისაკენ" (მაგალითების მოყვანა კიდევ შეიძლება).
დღევანდელ პირობებში ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი ნორმებით, დიდი ქალაქებისათვის 1 სულ მოსახლეზე მწვანე ნარგავების ნორმა 50 კვადრატულ მეტრს უნდა შეადგენდეს. ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ცუდად ითვლება ის ქალაქი, სადაც მწვანე საფარი ტერიტორიის 10%-ზე ნაკლებს იკავებს, თბილისში კი სულ რაღაც 2-5 კვ. მ. მწვანე ნარგავი მოდის ერთ სულ მოსახლეზე.[pagebreak]
"გამწვანებულ მასებზე" ერთი თვის წინ, fact.ge-ს ჟურნალისტთან საკმაოდ დეტალურად ისაუბრა არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარემ, დავით აბულაძემაც, სადაც იგი ამბობდა, რომ ამ კოეფიციენტს თბილისში მინიმუმ 23-25 კვ. მ. უნდა დაეკავებინა, თუმცა, როგორც ვხედავთ, გენ.გეგმით გათვალისწინებული 11 კვ. მ.-ის დაკმაყოფილებასაც არავინ აპირებს: "მტკვარი და მის გასწვრივ არსებული ზოლი, როგორც ეს თბილისის მიწათმოწყობის ოპერატიულ გეგმაში ჩავდეთ, უნდა გახდეს ქალაქის გამწვანებული სტრუქტურის ხერხემალი, საიდანაც სათავეს აიღებენ გამწვანების კაპილარები. ეს ნიშნავს, რომ მტკვრის შენაკადი მდინარეები და ხეობები, რომელთა ნაწილი ნაგავსაყრელებად არის ქცეული, უნდა აღდგეს და ხელახლა გამწვანდეს". ამის ნაცვლად კი, მერია მაგისტრალს სწირავს ამ გამწვანებას და მშენებლობის მთავარ არგუმენტად ჭავჭავაძისა და პეკინის გამზირების განტვირთვას ასახელებს, არადა ამ არგუმენტს წინ არანაირი კვლევა არ უძღვის და ზუსტად არავინ იცის, რამდენად განტვირთავს მაგისტრალი ვაკისა და საბურთალოს მიმართულებას.