Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თურქეთი ანკარის ორმაგ ტერაქტში ISIS-ს ადანაშაულებს

12 ოქტომბერი 2015

თურქეთი ანკარის ორმაგ ტერაქტზე პასუხისმგებლობას „ისლამურ სახელმწიფოს“ აკისრებს. თვითმკვლელი ტერორისტების აფეთქებამ 128 ადამიანი იმსხვერპლა, თურქი ოპოზიციონერები კი მომხდარში პრეზიდენტ ერდოღანს ადანაშაულებენ.

ათასობით ადამიანი შეიკრიბა აფეთქების ადგილას - ანკარის რკინიგზის მთავარ სადგურთან. ისინი ერდოღანს ქურთი ნაციონალისტების სენტიმენტების გაღვივებაში ადანაშაულებენ მისი განზრახვის გამო, გაელაშქრათ ქურთი სამხედროების წინააღმდეგ. ანკარა ამაზე პასუხისმგებლობას არ იღებს.

პარლამენტისა და მთავრობის შენობებამდე არ უშვებენ ხალხს, რომელიც შეძახილებით „მკვლელი ერდოღანი“, „მკვლელი პოლიცია“ ბარიკადების გარღვევას ცდილობს.

პროქურთული „ხალხის დემოკრატიული პარტია“ პოლიციას ლიდერებსა და წევრებზე თავდასხმაში ადანაშაულებს. მათი თქმით, დაშავებულები უბრალოდ აფეთქების ადგილზე მიხაკების დატოვებას ცდილობდნენ.

„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები განლაგებულები არიან თურქეთის საზღვართან, რომელიც ამავდროულად NATO-ს საზღვარია.

 

წყარო: The Reuters

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

1 / 6
^