Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მზესუმზირები თბილისის ქუჩებში - ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე

12 ოქტომბერი 2015

10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. ის ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო ფედერაციის მიერ 1992 წლიდან აღინიშნება.

წლევანდელი მესიჯი ჯანმრთელობა და ადამიანის ღირსებაა.

ეს დღე თბილისშიც აღნიშნეს. ერთკვირიანი კამპანიის ფარგლებში 10 ოქტომბერს მშობელთა გაერთიანება “მოძრაობა ცვლილებებისთვის”-ის ორგანიზებით აქცია თბილისში, სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში დაიწყო. აქციის მონაწილეებმა მზესუმზირის ყვავილებით ხელში ასათიანის ქუჩისკენ მსვლელობა მოაწყვეს.  გზადაგზა დაინტერესებულ ადამიანებს ბუკლეტებს და სტიკერეტს ურიგებდნენ, სადაც ამ დღესთან დაკავშირებული ინფორმაცია და ლოზუნგები ეწერა: “დაინახე, დამინახე, მაღიარე”, “ჩვენ, ყველა ერთ მზეს ვუმზერთ”.

აქცია სიმბოლურად ასათიანის ქუჩაზე დასრულდა, სადაც წლების განმავლობაში ფსიქიატრიული საავადმყოფო ფუნქციონირებდა. სტრიტარტისტმა, გიორგი გაგოშიძემ მთელი ღამე იმუშავა, რომ ფსიქიატრიულის ყოფილი შენობის შესასვლელში “ნატვრის ხის” გმირი, ფუფალა დაეხატა.

“ფუფალა" პოზიტიური გმირია, რომელიც გვინდა, რომ ფსიქიატრიულთან დაკავშირებულ სტიგმასა და უარყოფით ემოცია-განწყობებს დავუპირისპიროთ”, - ამბობს აქციის ორგანიზატორი გოჩა გაბოძე.

“ეს ადამიანები განსხვავებულად აღიქვამენ სამყაროს, სხვა ფერებს ხედავენ, სხვა ბგერები ესმით. მათი განსხვავებულობა ბევრ ჩვენგანში გაღიზიანებას იწვევს, რაც ძალიან სამწუხაროა. პირიქით, მათ სჭირდებათ ბევრი სიყვარული, ყურადღება და მფარველობა. წელს ამ დღის აღსანიშნავად ათიოდე კაცი შეიკრიბა, რომელთათვისაც ეს პრობლემა ძალიან ახლობელი იყო. ეს ძალიან დამთრგუნველია. ეს ხალხი საზოგადოებისგან მეტ ყურადღებას იმსახურებს”, - გვიყვება გიორგი გაგოშიძე.

ყოველ მეოთხე ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია დიაგნოსტირებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა - ამბობს ფსიქიატრი გიორგი გელეიშვილი, რომელიც აქციაზე თავის სტუდენტებთან ერთად მოვიდა. “ლიბერალთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას ინფორმაციის ნაკლებობაც იწვევს.

“ამას წინათ ჩემი სტუდენტი გაკვირვებული მიყვებოდა, რომ სულ სხვანაირი ეგონა ამ პრობლემის მქონე ადამიანები. ეს იმის ბრალია, რომ სტუდენტები ფსიქიატრიას ძირითადად სტაციონარებში სწავლობენ, სადაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებს მხოლოდ მძიმე მდგომარეობაში ხედავენ. არადა, რემისიის დროს ეს ადამიანები ჩვენნაირად ზრუნავენ, მაგალითად, კოლეჯში ჩაბარებაზე, სამსახურზე. ასეთივე სტიგმა და ინფორმაციის ნაკლებობა, სამწუხაროდ, ექიმებშიც დიდია”, - ამბობს ფსიქიატრი და იმ პრობლემებზეც საუბრობს, რაც ამ სფეროში ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას ხელს უშლის.

გიორგი გელეიშვილის ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროში ფსიქიატრიულ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი პირი არსებობდა, თუმცა ახლა დეპარტამენტი აღარ ფუნქციონირებს: “ეს ნიშნავს, რომ მთავრობა ვერ აცნობიერებს ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობას”.

გარდა ამისა, ფსიქიატრის აზრით, პრობლემა თვითთმართველობებშიცაა.

“საინტერესოა, რამდენს ხარჯავს თბილისის მერია ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამებზე? ახლა, მაგალითად, საკრებულოში  მშობლები იყვნენ მისული და, იმედი გვაქვს, რომ მიზნობრივი პროგრამები დაფინანსდება, თუმცა ეს არაა სისტემური, მხოლოდ გარკვეული ადამიანების ინიციატივაზეა დამოკიდებული”, - ამბობს ფსიქიატრი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^