Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წულუკიანი: ჰააგის პროკურორმა მთლიანად აგვისტოს ომის გამოძიებაზე მოითხოვა ნებართვა

15 ოქტომბერი 2015

„როგორც ზურაბ ადეიშვილის, ისე მომდევნო პროკურორების პირობებში საქართველომ გააკეთა ყველაფერი, რათა ეს საქმე ყოფილიყო გამოძიებული და თუ ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს არ არის საქართველოს ბრალი, ეს არის ოკუპაციის ბრალი“, - საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისას ქართული მხარე ჰააგის სასამართლოში წარადგენს შესაგებელს იმის შესახებ, რომ პრიორიტეტული იყოს გამოძიების სხვა მიმართულებებიც, მათ შორის ქართველი სამხედროების წამება.

„ჩვენ გავეცანით პროკურორის შუამდგომლობას, რომელიც 160 გვერდისგან შედგება და გამოვიყენებთ იმ პროცედურულ უფლებებს, რაც გვაქვს რეგლამენტით მონიჭებული. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, მათთან ვითანამშრომლოთ, ამიტომ, როდესაც ქალბატონი ჰააგის პროკურორი ჩამოვა ხვალ საქართველოში, ზეგ იუსტიციის სამინისტრო, როგორც მხარე, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ერთად, მას შევხვდებით და განვიხილავთ სწორედ ამ საკითხებს.

2008 წლის აგვისტოდან საქართველომ დაკითხა 6 ათასი მოწმე და ჩავატარეთ 200-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება. ბოლო თვეების განმავლობაში 1000 მოწმეა დაკითხული. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოძიება საქართველოს პროკურატურის ისტორიაში დავაპირებთ, ეს მასალები მთლიანად გადავცეთ ჰააგის პროკურორს, რათა მას არ მოუწიოს ხელმეორედ ჩაატაროს ის ქმედებები, რაც უკვე ჩატარდა. ჩვენი მთავარი ხარვეზი ის არის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხელი არ მიგვიწვდება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჰააგის პროკურორს შეეძლება საგამოძიებო მოქმედებები აწარმოოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ყველაფერში შევუწყობთ მათ ხელს, რათა დამტკიცდეს, რაც მოხდა – ქართველთა ეთნიკური წმენდა, სამხედროების წამება და სხვა ბევრი დანაშაული, რომელიც ოკუპანტმა სახელმწიფომ ჩვენს ტერიტორიაზე, მათ შორის სამხრეთ ოსეთში ჩაიდინა" - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ჰააგის პროკურორმა მთლიანად აგვისტოს ომის გამოძიებაზე მოითხოვა ნებართვა მოსამართლისგან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქართული მხარე არ აპირებს აქცენტი მხოლოდ ეთნიკურ წმენდაზე გააკეთოს.

„ჰააგის პროკურორმა მთლიანად აგვისტოს ომის სიტუაციაზე მოითხოვა ნებართვა ჰააგის მოსამართლისგან, რომ აწარმოოს გამოძიება აგვისტო-სექტემბერი-ოქტომბრის პერიოდზე. ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ჩვენთვის, რადგან ჩვენ მხოლოდ ეთნიკურ წმენდაზე არ გავაკეთებთ აქცენტს. როგორც თავად პროკურორი ამბობს, დღეს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 75%-ით არის შემცირებული ეთნიკური ქართველების რაოდენობა, ჩვენ შევძლებთ, ეს დავამტკიცოთ და ამაზე ვიმუშავებთ, რომ ქართველების ეთნოწმენდა მოხდა, მაგრამ ჩვენ ასევე ვიმუშავებთ იმაზე, რომ ყველა იმ ეთნიკურად ქართველ ადამიანზე, იქნება ეს სამოქალაქო პირი თუ ჩვენი სამხედრო, რომლებიც აწამეს, ჩატარდეს გამოძიება. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ქართულ ინტერესებს ამ საქმეში და ძალიან კარგია, რომ რომელიმე ერთი ან ორი მიმართულება კი არ გადაეცა გამოძიებისთვის, არამედ, მთლიანად აგვისტოს ომის სიტუაცია", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ თხოვნით მიმართა მოსამართლეებს, ნება დართონ პროკურორის ოფისს, დაიწყოს გამოძიება 2008 წელს საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტის დროს ომისა და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე. ამ მიზნით, პროკურორმა ითხოვა საქართველოში 2008 წლის 1 ივლისიდან ამავე წლის 10 ოქტომბრამდე არსებული ვითარების გამოძიება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^