Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

EU: მოველით, რომ მედიის თავისუფლების პრინციპები პრაქტიკაშიც იქნება გამოყენებული

26 ოქტომბერი 2015

ევროკავშირის ადგილობრივი წარმომადგენლობა საქართველოში არსებულ „პოლიტიკურ დაძაბულობასთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალყურს საქართველოში არსებულ  მედიაგარემოს. ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში საქართველოს მიმართ ჩვენი მხარდაჭერა გაიზარდა, თუმცა  სიტუაციის  შესწავლაც უფრო ინტენსიური გახდა. ამ ეტაპზე ძალზე მნიშვნელოვანია დღემდე მიღწეული რეფორმების გაგრძელება და დემოკრატიული ინსტიტუტების სრულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა. პლურალისტული მედია და პოლიტიკური გარემო საქართველოს დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპული არჩევანის უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია. 

ჩვენ თავს ვიკავებთ კონკრეტული სასამართლო საქმის კომენტირებისგან, თუმცა გვაწუხებს საკითხები, რომლებიც რეაგირებას საჭიროებენ; მოველით, რომ კანონის უზენაესობის, მართლმსაჯუფლების დამოუკიდებლობისა და მედიის თავისუფლების პრინციპები საქართველოსთვის ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში პრაქტიკაშიც იქნება გამოყენებული. მნიშვნელოვანი მედიასაშუალების საქმიანობის შეზღუდვამ ან ხელის შეშლამ შეიძლება გამოიწვიოს დემოკრატიული პროცესის შესუსტება, 2016 წლისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ჩათვლით.   

ევროკავშირი იზიარებს და მხარს უჭერს მთავრობის მიერ გაცხადებულ მიზანს, გააგრძელოს რეფორმები და უზრუნველყოს თავისუფალი და წესრიგზე დაფუძნებული არჩევნები. გვჯერა, რომ მთელი მომავალი წლის განმავლობაში ეს საკითხი მთავრობის მიერ უმაღლეს პრიორიტეტად იქნება აღიარებული. ყველა დემოკრატიული პოლიტიკური ძალის  წვდომა მედიასაშუალებებზე დემოკრატიული არჩევნების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტსა და პოლიტიკურ მოთამაშეს,  თავი შეიკავონ დაძაბულობის ზრდისა და პოლარიზაციის ხელშემწყობი  ნაბიჯებისა თუ განცხადებებისგან", - ვკითხულობთ განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^