სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის შესაბამის უწყებებს სამართლებრივი დახმარებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიღების მიზნით უკვე მიმართა - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ ლევან იზორიამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ენმ-ის გენერალურ მდივან გიგა ბოკერიასა და „რუსთავი 2-ის" დირექტორ ნიკა გვარამიას შორის სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერების შესახებ საუბრისას ბრიფინგზე განაცხადა.
„გუშინ მედიაში გავრცელდა ყოფილი მიხეილ სააკაშვილის, გიგა ბოკერიასა და ნიკა გვარამიას ფარული სატელეფონო ჩანაწერები. მსურს საზოგადოებას განვუმარტო, რომ სუს-ის კონტრდაზერვის დეპარტამენტის სამძებრო ღონისძებეების, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე 24 ოქტომბერს უკვე დაიწყო გამოძიება სს კოდექსის 315-ე მუხლის I ნაწილით, რაც ითვალისწინებს შეთქმულებას, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. როგორც ცნობილია, გამოძიების ფარგლებში შსს-ს თანამშრომლობით უკვე გატარებულია უსფრთხოების რიგი ღონისძიებები შესაძო დანაშაულის პრევენციის მიზნით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. ასევე მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობის და ავთენტურობის დადგენა, ჩატარდება ყველა საჭიროა საგამოებო მოქმედება, დაიკითხება ყველა შესაბამისი პირი, როგორც აღნიშნული ჩანაწერების, ისე ჩვენს ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით. სუს-მა უკვე მიმართა უკრაინის შესაბამის უწყებებს სამართლებრივი დახმარებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიღების მიზნით. საქმის მიმდინარეობისა და შედეგბეის შესახებ სუს საზოგადოებას დამატებით აცნობებ" - ამბობს იზორია.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გიგა ბოკერია სუს-ში დაკითხვაზე 13:00 საათზე დაიბარეს.
საქართველოს ექპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და „რუსთავი 2-ის" დირექტორ ნიკა გვარამიას შორის, ასევე სააკაშვილსა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივან გიგა ბოკერიას შორის სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერები გუშინ .უკრაინულმა საიტმა - Українська революція - გაავრცელა.