Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გვარამია: საყევარიშვილი ამ კომპანიაში ვერასდროს მოხვდება

06 ნოემბერი 2015

„დაცვის ფორმები „იმედის" წარმატებული მენეჯერის, რევაზ საყევარიშვილისგან ჩვენ არ გვჭირდება. ის ამ კომპანიაში ვერასდროს მოხვდება“, - ნიკა გვარამიას განცხადებით, საყევარაშვილს შეუძლია, მიაკითხოს თავის ალმა მატერს - ტელეკომპანია „იმედს", რომელიც „ძალიან დავალებულია მისგან დაბალი რეიტინგით და დაბალი შემოსავლებით“.

„ჩვენ ტელეკომპანიის დატოვებას ჩვენი ნებით არ ვაპირებთ, ვმუშაობთ ისე, როგორც სურს ქართველ ტელემაყურებელს და როგორც გვაძლევს უფლებას საქართველოს კონსტიტუცია. არავინ არ დგას კონსტიტუციაზე მაღლა. შეიძლება ბიძინა ივანიშვილს ეგონოს, რომ ის და ურთმელიძე კონსტიტუციაზე მაღლა დგანან, მაგრამ ურთმელიძის დედის ნაჯახით მოსულები, ამავე ნაჯახით დაიღუპებიან. საქართველოს კონსტიტუცია არის მთავარი გარანტი ჩვენი ხელშეუხებლობის და ჩვენი თავისუფლების", - განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, დანიშნულია ორი ცენზორი და მათივე თანხმობით, ამ ორი  სამარცხვინო ცენზორის სახელი და გვარია დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი.

„პირველი არის ამ კომპანიის წარუმატებელი მმართველი, რომლის დროსაც კომპანია იყო ღატაკი, რომლის დროსაც კომპანია შედიოდა სხვადასხვა პოლიტიკურ გარიგებებში ფულის სანაცვლოდ, მათ შორის კონკრეტულად ამ პირებისთვის გადახდილი ფულის სანაცვლოდ, მათ შორის ასლან აბაშიძესთან გარიგებაზეა საუბარი. ეს პირველი, დავით დვალს ვგულისხმობ, როგორც აღმოჩნდა ფული აიღო ქეშად, ჩაიდინა დანაშაული ფულის გათეთრების სახით და ქიბარ ხალვაშიც უნდა დაიკითხოს ამაზე და დვალიც, თუმცა დღემდე ამტკიცებს, რომ არაფერი არ აუღია", - განაცხადა გვარამიამ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^