აქ ცხოვრობენ დამნაშავე მოზარდები
/
18 ნოემბერი 2009
არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში სასჯელს 14-დან 18 წლამდე მოზარდები იხდიან. დაწესებულების სახელწოდება არა ციხის რეჟიმს, არამედ აღზრდას გულისხმობს. კანონში გასულ წელს შესული ცვლილებების თანახმად, პასუხისგებაში მიცემის მინიმალური ასაკი 14-დან 12 წლამდე შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ამ ასაკის მოზარდებისთვის ცალკე დაწესებულების არსებობას მოითხოვს, 12-14 წლის სამი მოზარდი ისე გასამართლდა, რომ ასეთი დაწესებულება არ შექმნილა.
აღმზრდელობითი დაწესებულება, რომელშიც გასამართლებული არასრულწლოვნები იყრიან თავს, ავჭალაში, თბილისის გასასვლელთან მდებარეობს. ღობე არც ისე მაღალი აქვს და გარედანვე ჩანს თეთრი შენობა, სადაც პატიმრები ცხოვრობენ. ადმინისტრაციაც ამ შენობაშია და სკოლაც. ღობის კუთხეებში საგუშაგოებია, რომელიც ამ ზაფხულს მწვანედ შეღებეს.
შესვლისას რამდენიმე კარი უნდა გაიარო. მეორე კარი არ გაიღება, სანამ პირველი არ ჩაიკეტება. მობილურ ტელეფონს და ფულს დაცვასთან ტოვებ.
საპატიმროს ეზო ორ ნაწილადაა გაყოფილი. მარცხენა ნახევარი მოზარდებისთვის არის, მარჯვენა - მოასფალტებული, ადმინისტრაციისთვის. შენობაც ასევე. მარცხენა ფლიგელში პატიმრები ცხოვრობენ, მარჯვნივ დირექტორის კაბინეტია. ექიმიც აქ არის, ახალი სტომატოლოგიური საბურღი მანქანით. აქვეა სკოლის ოთხი პატარა ოთახი, ერთ-ერთი სამი კომპიუტერით, მინანქრის სახელოსნო და რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციის ჩაკეტილი კაბინეტი.
ადმინისტრაციის ფლიგელში კიდევ ერთი ოთახია. ერთგვარი იზოლატორი. აქ მათ ათავსებენ, ვისაც მუნი სჭირს. მოზარდებს საკანში დაბრუნება მხოლოდ განკურნების შემდეგ შეუძლიათ.
შენობის ამავე ნაწილშია მაღაზიის პატარა ოთახი, რომლის ფანჯარაც პატიმრების ეზოში გადის. აქ ფულით არ ვაჭრობენ - მხოლოდ "სახალხო ბანკის" საკრედიტო ბარათებით. პროდუქტი, რომელიც ყველაზე მეტად იყიდება, სიგარეტია.
დილა არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში სიის ამოკითხვით იწყება. ბოლო რამდენიმე თვეა, პატიმრების რაოდენობა აქ 150-დან 165-მდე მერყეობს. 2004-ში ამავე დაწესებულებაში სასჯელს მხოლოდ 14 მოზარდი იხდიდა.
სიის ამოკითხვისას ყველა პატიმარი ფეხბურთის მოედანზე დგას და ეზოში გასვლა მხოლოდ საკუთარი გვარის გაგონების შემდეგ შეუძლია. ფეხბურთის მოედანი ახალი ჩანს. რამდენიმე წლის წინ ეზოებში მოედნების ბუმის დროს უნდა იყოს გაკეთებული.
საკნების ქვემოთ, სარდაფში, პინგ-პონგის მაგიდა დგას და რამდენიმე სავარჯიშო "ტრენაჟორი". პირველ სართულზე სასადილოა, მეორეზე საძინებლები.
სასადილო - პატარა დარბაზია ერთ მხარეს სამი დიდი ფანჯრით და მის მომიჯნავე კედლებზე ბუნების ამსახველი დიდი პანოებით. ოთახში სამი გრძელი მაგიდა და სამი სკამი დგას. სამზარეულოში მოზარდებს პლასტმასის ლურჯ თასებში წვნიანს უსხამენ. გამოჭრილი სარკმელიდან მზარეული რკინის რაფაზე აწყობს პურის ნაჭრებს. ზოგი ფეხზე მდგარი ჭამს მაგიდასთან, ზოგიც - ფანჯრის რაფასთან.
-აქ, ხომ ხედავთ, რემონტია. - ამბობს დაწესებულების დირექტორი. სასადილოში ერთი ძველი ონკანი გადაღებეს შინდისფრად და შეღებეს კედლის კუთხე, სადაც დიდი ნაგვის ყუთი დგას.
ზედა სართულზე ადიხარ თუ არა, იქვე კიბესთან სამი ტელეფონი კიდია. ტელეფონებთან ყოველთვის ხალხმრავლობაა. პატიმრებს შეუძლიათ დარეკონ, სადაც და რამდენჯერაც სურთ. ამისთვის ბარათებია საჭირო, რომელიც ციხის მაღაზიაში 10 ლარად იყიდება. სახლში დარეკვა ბევრი პატიმრისთვის ფუფუნებაა, მაგალითად იმისთვის, ვისთანაც მშობლები, ვთქვათ, ქუთაისიდან ჩამოდიან, ისიც მხოლოდ თვეში ერთხელ, ან საერთოდ არ ჩამოდიან.
გასულ წელს 1166 მოზარდი გასამართლდა. აქედან ნახევარზე მეტი არსად სწავლობდა. თავისუფლების აღკვეთა სულ 381-ს შეეფარდა. 24-ს მიესაჯა ყველაზე მძიმე სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 10-დან 15 წლამდე, განზრახ მკვლელობის განაჩენი მათგან ექვსს ჰქონდა. 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 90-მდე მოზარდს - უმეტესად ყაჩაღობისთვის, მკვლელობისთვის და ქურდობისთვის.
ავჭალის დაწესებულება ერთადერთია, სადაც თავისუფლებააღკვეთილი მოზარდები ხვდებიან. აქ ყველა სახის დანაშაულისთვის გასამართლებულები ერთად იხდიან სასჯელს. არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში მოზარდი ბიჭები, ხშირად რამდენიმე წელიწადს მაინც რჩებიან.
დროის დიდ ნაწილს პატიმრები საკნებში ატარებენ. ოთახები მეტ-ნაკლებად ერთი სიდიდისაა და ფართობი დაახლოებით 40 კვადრატული მეტრია. ასეთ ოთახში საშუალოდ 25 მოზარდს სძინავს. მათთვის რკინის ორსართულიანი ნარები დგას. სივიწროვის გამო, ზოგ ოთახში ეს ნარები მიჯრითაა მიწყობილი. ყველა ოთახში არის დიდი ტელევიზორი, დივიდი ფლეიერი და მუსიკალური ცენტრი. საწოლების გვერდით და ქვეშ ყრია პარკები და ჩანთები, სადაც პატიმარები საკუთარ ნივთებს ინახავენ. მათ ოთახში არც თარო აქვთ, არც კარადა, არც სკამი. დიდ ფანჯრებზე გისოსებია და ლურჯი ფერის ფარდები კიდია.
არასრულწლოვან პატიმარ გოგონებთან შედარებით, ბიჭებს გაუმართლათ. 18 წლამდე გოგონები სასჯელს სრულწლოვან ქალბატონებთან ერთად იხდიან, სადაც მათთვის არც სკოლაა და არც რამე სხვა პირობა, რომელიც არასრულწლოვანი პატიმრისთვის შეიძლება იყოს საჭირო. კანონში კი მითითებულია, რომ არასრულწლოვანი დამნაშავეებისთვის უნდა არსებობდეს ცალკე საცხოვრებელი ტერიტორია.
მოზარდებს, განურჩევლად იმისა, არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში იმყოფებიან თუ უკვე გადაყვანილნი არიან კოლონიაში, აქვთ უფლება, ჩააბარონ სკოლის დამამთავრებელ და უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდები. თუმცა სკოლა, რომელიც არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაშია, არ არის აკრედიტებული განათლების სამინისტროში და მას არც ატესტატის გაცემა შეუძლია. განათლების სამინისტრო წელს ამ ლაფსუსის გამოსწორებას შეეცდება და მეტიც, დისტანციური სწავლების მეთოდებსაც განიხილავს. თუმცა აქ ერთი სირთულეა - პატიმარი მოზარდები 18 წლის შესრულებისთანავე სრულწლოვანთა კოლონიაში გადაჰყავთ. განათლების ახალი სისტემის, ანუ 12-კლასიანი საშუალო განათლების შემოღების შემდეგ მოზარდს სკოლის დამთავრება სწორედ 18 წლის ასაკში უწევს. გამოდის, რომ პატიმარი მოზარდების აბსოლუტური უმრავლესობა ვერ ისწავლის მე-12 კლასში.
პატიმარ მოზარდებს არ აქვთ საკუთარი სახელმძღვანელოები, ხოლო სამუშაო რვეულებს სკოლაშივე ტოვებენ. ბიბლიოთეკა მწირია და მოძველებული. სკოლას მხოლოდ სამი კომპიუტერი აქვს, რომლებიც, ბუნებრივია, ინტერნეტში არ არის ჩართული და გაკვეთილების შემდეგ იკეტება. მას შემდეგ, რაც ბოლო წლებში პატიმართა რაოდენობა გაიზარდა, სკოლის ერთი, ყველაზე დიდი ოთახიც საკნად გადაკეთდა.
რწმენა ამ დაწესებულების სკოლის პროგრამის განუყოფელი ნაწილია. ქართული ლიტერატურის გაკვეთილზე ვაჟა-ფშაველას მოთხრობა „მგელს“ განიხილავენ. მასწავლებელი ლაპარაკობს ცდუნებაზე, ცოდვაზე, შენდობასა და იმაზე, თუ რა ელის ადამიანს სიკვდილის შემდეგ - სამოთხე თუ ჯოჯოხეთი.
- სად მოხვდება ადამიანი, თუ ცოდვები არ მოინანია? - კითხვას სვამს მასწავლებელი.
პასუხი ხმადაბლა ისმის, თუმცა ის ყველას ერთი აქვს. ჯოჯოხეთში, - ამბობენ მოსწავლეები.
- რა არის ნოეს კიდობანი? - სვამს კიდევ ერთ კითხვას მასწავლებელი და შემდეგ თავადვე პასუხობს, - ნოეს კიდობანი არის დედა ეკლესია.
აღმზრდელობით დაწესებულებაში რეგულარულად დადის სასულიერო პირი. სახალხო დამცველის აპარატისა და იშვიათი გამონაკლისი სტუმრების გარდა, ის ერთადერთია, ვისაც პატიმრების საცხოვრებელ ნაწილში შესვლა შეუძლია. საპატრიარქოს საჩუქრებიდან ყველაზე სახალისო კურდღლები აღმოჩნდა. პატიმრებს გაზაფხულზე რამდენიმე კურდღელი აჩუქეს, ახლა კი არასრულწლოვან დამნაშავეთა აღმზრდელობითი დაწესებულების მთელი ეზო კურდღლებითაა სავსე.
ზაფხულში დაწესებულების პატარა ეზოში ეკლესიის მშენებლობა დაიწყო და უმეტესად პატიმრები არიან დასაქმებულები. სექტემბერში უკვე გუმბათს ასრულებდნენ. ეკლესიის დასრულებამდე პატიმრები დილაობით მშენებლობის წინ ლოცულობენ. მოზარდები საუბრისას ხშირად ახსენებენ უფალს. დაწესებულების დირექტორი გამორჩეულად უწყობს ხელს პატიმრებში რწმენის განმტკიცებას. როცა დირექტორს მობილურ ტელეფონზე ურეკავენ, წკრიალის ნაცვლად, ეკლესიის ზარების რეკვა ისმის.
პატიმართა იერარქიაში მართლმადიდებლობა მნიშვნელოვანი ფაქტორია. ერთი მუსლიმი ბიჭი აქ ქრისტიანად მოინათლა და ახლა დიდ ჯვარსაც ატარებს.
პატიმართა უმრავლესობას ამოტვიფრული აქვს სვირინგი, რომელსაც წინასწარი დაკავებისას იკეთებენ საპატიმროში დამდნარი პლასტმასისგან. ერთ-ერთი ასეთი სვირინგია БПБН - бог простит, братство - нет (ღმერთი გაპატიებს, საძმო - არა). ერთი შეხედვით, ბოლო წლებში სასულიერო პირი უფრო დიდი ავტორიტეტი გახდა არასრულწლოვანი პატიმრებისთვის, ვიდრე ქურდი. თუმცა წესები, თანაც დაუწერელი, აქ ძალიან მკაცრია.
თითოეულ საკანს ჰყავს არაოფიციალური ზედამხედველი, იგივე მაყურებელი, რომელიც თავადაც პატიმარია. მთლიანად დაწესებულებასაც ჰყავს ერთი მაყურებელი, რომელიც ერთგვარი შუამავალია მოზარდებსა და ადმინისტრაციას შორის. აქ არიან ჩაგრულები და მჩაგვრელები, როგორც - ალბათ ყველგან. აქ ერთ პატიმარს შეიძლება მეორემ აიძულოს დალაგება, ნაგვის გატანა ან სხვა ფიზიკური სამუშაო, მხოლოდ იმიტომ, რომ მას რაღაც „შეეშალა“ - ვთქვათ, ითანამშრომლა პოლიციასთან. თუმცა „პერედაჩების“ ერთმანეთისთვის გაყოფა და ერთმანეთის დახმარებაც აქაური წესია. და ამ დახურულ სივრცეში თანაცხოვრებისას ვინ ძლიერის ადგილს იმკვიდრებს, ვინ - სუსტის. არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში სასჯელს 14-დან 18 წლამდე მოზარდები იხდიან. დაწესებულების სახელწოდება არა ციხის რეჟიმს, არამედ აღზრდას გულისხმობს. კანონში გასულ წელს შესული ცვლილებების თანახმად, პასუხისგებაში მიცემის მინიმალური ასაკი 14-დან 12 წლამდე შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ამ ასაკის მოზარდებისთვის ცალკე დაწესებულების არსებობას მოითხოვს, 12-14 წლის სამი მოზარდი ისე გასამართლდა, რომ ასეთი დაწესებულება არ შექმნილა.

თითოეულ საკანს ჰყავს არაოფიციალური ზედამხედველი, იგივე მაყურებელი, რომელიც თავადაც პატიმარია. მთლიანად დაწესებულებასაც ჰყავს ერთი მაყურებელი, რომელიც ერთგვარი შუამავალია მოზარდებსა და ადმინისტრაციას შორის. აქ არიან ჩაგრულები და მჩაგვრელები, როგორც - ალბათ ყველგან. აქ ერთ პატიმარს შეიძლება მეორემ აიძულოს დალაგება, ნაგვის გატანა ან სხვა ფიზიკური სამუშაო, მხოლოდ იმიტომ, რომ მას რაღაც „შეეშალა“ - ვთქვათ, ითანამშრომლა პოლიციასთან. თუმცა „პერედაჩების“ ერთმანეთისთვის გაყოფა და ერთმანეთის დახმარებაც აქაური წესია. და ამ დახურულ სივრცეში თანაცხოვრებისას ვინ ძლიერის ადგილს იმკვიდრებს, ვინ - სუსტის.

კომენტარები
ამავე რუბრიკაში
27
თებერვალი
27
თებერვალი
რუსეთის საბედისწერო პარადიგმა
ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი
ნაწილი II - პირველი ტომი
13
თებერვალი
13
თებერვალი
რუსეთის საბედისწერო პარადიგმა
ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი
ნაწილი I - შესავალი
02
აგვისტო
02
აგვისტო
კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...
„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
მეტი
27
თებერვალი
რუსეთის საბედისწერო პარადიგმა
ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი
ნაწილი I ...
13
თებერვალი
რუსეთის საბედისწერო პარადიგმა
ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი
ნაწილი ...
02
აგვისტო
კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყვიტოთ თვითგანადგურებ ...
„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ...
^