გაზეთი „ასავალ-დასავალი“ ტელერეპორტიორების, ტელეპერატორებისა და ტელეწამყვანებისთვის კონკურსს აცხადებს. როგორც „ასავალ-დასავალის“ რედაქციაში „ლიბერალს“განუცხადეს, ისინი ტელევიზიის გახსნას გეგმავენ.
„ჩანაფიქრი არის, რაღაცას ველოდებით“, - აცხადებენ „ასავალ-დასავალის“ რედაქციაში.
რაც შეეხება ფორმატს, მათი თქმით, ტელევიზია ისეთივე იქნება, როგორიც „ქართული არხია" [„ლიბერალს“ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განუცხადეს, რომ „ქართულ არხს" ავტორიზაცია აქვს გავლილი საეთერო მაუწყებლობაზე, ის ღია ეთერით ვრცელდება, ასევე აქვს ავტორიზაცია ინტერნეტმაუწყებლობასა და სხვა ტექნოლოგიებზეც, როგორიც არის საკაბელო ქსელისა და თანამგზავრული ტექნოლოგიების გამოყენება].
„უცბად იმხელა ვერ გახდება ვერც ერთი ტელევიზია, მაგას თავისი დრო სჭირდება“, - აცხადებენ „ასავალ-დასავალის" რედაქციაში.
როდისთვის იგემება ტელევიზიის გახსნა, ამის დასახელებისგან, ჯერჯერობით, თავს იკავებენ.