Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თურქული სასამართლო გოლუმს შეისწავლის - პროცესი ერდოღანის შეურაცხყოფაზე

02 დეკემბერი 2015

თურქეთის სასამართლომ ექსპერტებს „ბეჭდების მბრძანებლის“ პერსონაჟის, გოლუმის შესწავლა დაავალა. საქმე უკავშირდება სასამართლო პროცესს პირის წინააღმდეგ, რომელიც თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის შეურაცხყოფისთვის სამართლდება.

ბილგინ ჯიფტჯიმ სოციალურ ქსელში სურათი გაავრცელა, სადაც ერდოღანსა და გოლუმს ერთმანეთს ადარებს. ექსპერტებს ევალებათ დაადგინონ, იყო თუ არა ეს შეურაცხყოფა და არის თუ არა გოლუმი უარყოფითი პერსონაჟი. ამ დროისთვის უცნობია, რა კრიტერიუმს გამოიყენებენ ისინი გადაწყვეტილების მისაღებად. საქმის არსებითი განხილვა თებერვლამდე გადაიტანეს.

გოლუმი ჯ.რ.რ. ტოლკიენის „ჰობიტისა“ და „ბეჭდების მბრძანებლის“ ტრილოგიის პერსონაჟია, რომელთა ეკრანიზაციები პიტერ ჯექსონს ეკუთვნის. გოლუმი პირველად „ჰობიტში“ ჩნდება, როგორც პატარა, გამხდარი არსება. „ბეჭდების მბრძანებელში“ კი მისი ნდომა, დაიბრუნოს ბეჭედი, მის გონებას იმორჩილებს.

ექსპერტების ჯგუფი 2 მეცნიერისაგან, ბიჰევიორიზმის 2 სპეციალისტისაგან და კინოსა და სატელევიზიო პროგრამების მცოდნე სპეციალისტისაგან შედგება.

მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აღიარა, რომ თავად „ბეჭდების მბრძანებლის“ ტრილოგია სრულად არ ჰქონდა ნანახი.

ფოტოები, რომელიც ჯიფტჯიმ გაავრცელა, გოლუმსა და ერდოღანს ერთა და იმავე პოზაში აჩვენებს: როგორ ჭამენ, როგორ გამოხატავენ გაკვირვებას.

თურქეთში პრეზიდენტის შეურაცხყოფა დანაშაულად ითვლება და პატიმრობით ისჯება. თურქეთში გამოხატვის თავისუფლებისა და ჟურნალისტების მიმართ მოპყრობის წესი ბევრ კრიტიკას იმსახურებს. ერდოღანის ადმინისტრაციას კი კრიტიკის მიმართ რადიკალურად არატოლერანტულობაში სდებენ ბრალს.

 

წყარო: BBC

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^