Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქუმსიშვილი: IDFI-ს მხოლოდ 6 მოთხოვნაზე არ გვიპასუხია, თუმცა მონაცემები მუშავდება

11 დეკემბერი 2015

ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქუმსიშვილის თქმით, მას დაურეკეს და აცნობეს, რომ სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ინფორმაციის გაცემაზე 578 მოთხოვნა შევიდა, საიდანაც 547-ს პასუხი გაეცა. მისი თქმით, IDFI-სგან მიღებულ 6 მოთხოვნაზე არ არის პასუხი გაცემული, თუმცა საქმის წარმოება მიმდინარეობს.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა IDFI-ს კვლევის შედეგზე კომენტარი არ გააკეთა. 

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” დღეს 2010-2015 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული მდგომარეობა შეაჯამა.

2012 წლის არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის დონე, თუმცა IDFI-ის მონაცემებით, 2014 წელთან შედარებით 2015 წელს მნიშვნელოვნად გააუარესეს ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი იუსტიციის სამინისტრომ - 46%-ით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ - 50%-ით და მთავრობის ადმინისტრაციამ 75%-ით.

2010-2015 წლებში ყველაზე ანგარიშვალდებულ დაწესებულებებად გამოვლინდა სახალხო დამცველის აპარატი და დმანისის მუნიციპალური გამგეობა. 2015 წელს სპეციალური სიგელით დაჯილდოვდნენ: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, დევნილთა სამინისტრო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და აჭარის მთავრობის აპარატი და ყველა სამინისტრო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^