Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ინტერნეტის რეგულირების აუცილებლობა და რისკები საქართველოში

23 დეკემბერი 2015

14-15 დეკემბერს ევროპის საბჭოს ინიციატივით გაიმართა ინტერნეტფორუმი, რომელზეც საერთაშორისო და ქართველმა ექსპერტებმა ამ სფეროში ადამიანების უფლებების დაცვაზე იმსჯელეს. ღონისძიება საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ გახსნა და მას სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

"ინტერნეტმა ადამიანების უფლებების დაცვის სფერო მოიცვა. დღესდღეობით ის უკვე პირდაპირ კავშირშია გამოხატვის თავისუფლებასთან. სიტყვის თავისუფლებასთან ერთად არარეგულირებული ინტერნეტგარემო სიძულვილის ენის წახალისებას უწყობს ხელს და ამას უნდა შევეგუოთ. ინტერნეტთან წვდომა არის ადამიანის უფლება, რადგან ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გავაძლიეროთ დემოკრატიული პროცესები", - განაცხადა პროფესორმა ვოლფგანგ ბენედიკმა.

მისი თქმით, კანონმდებლობა, რომელიც ადამიანების უფლებებზე მუშაობს, საჭიროა უკვე ონლაინსივრცესაც მოერგოს, თუმცა ინტერნეტთავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია და, შესაბამისად, რეგულაციები "მაქსიმალურად ვიწრო" უნდა იყოს.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მედია და ტელეკომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელი უჩა სეთური მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ უნდა იბრძოლოს ინტერნეტის ნეიტრალიტეტისა და ღიაობისთვის:

“სად გადავალთ იმ ხაზს, რასაც გამოხატვის თავისუფლება ჰქვია? როგორ შეგვიძლია იმ ნაწილის კონტროლი, სადაც გაიმიჯნება კონტენტის კონტროლი და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა? ამ საკითხზე უნდა ვიმუშაოთ. სასურველია პროცესში საერთაშორისო ექსპერტები ჩართვა. ის თავისუფლება, რაც დღეს ონლაინსივრცეში გვაქვს, მისი დაურეგულირებლობის გამოა. ამ საკითხში ჩარევა უნდა იყოს მინიმალური“.

ინტერნეტზე დამოკიდებულება იზრდება და ქსელების უსაფრთხოების საკითხიც აქტუალურია, შესაბამისად ჩნდება საჭიროება, რომ შეიქმნას ერთიანობის და უსაფრთხოების პრინციპი საზღვარგარეთის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით.

“ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ მომხმარებელმა მიიღოს წვდომა მისთვის სასურველ კონტენტზე. უნდა შემუშავდეს ხარისხის სტანდარტი, რომელიც მარტივ ენაზე იქნება გაწერილი და როცა მომხმარებელი ხელშეკრულებას გააფორმებს პროვაიდერთან, იცოდეს, რას აწერს ხელს და რა პარამეტრები უნდა მიიღოს”, - აცხადებს უჩა სეთური, მისი თქმით, მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრების, დიალოგების ორგანიზება და ფორუმების პერმანენტულად გამართვა, რათა საქართველოში სომხეთისა და თურქეთის მაგალითები არ განმეორდეს.

ეროვნული კომუნიკაციების კომისიაში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა თამთა ტეფნაძემ აღნიშნა, რომ ამ ორგანოში უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც ინტერნეტმომხმარებლების საჭიროებებსა და უფლებების დაცვაზე მუშაობს. მან ყურადღება გაამახვილა მომხმარებლების დაბალ აქტივობაზე.

“2014 წლამდე ეროვნული კომუნიკაციების კომისიაში მხოლოდ 120 საჩივარი იყო შესული, 2015 წელს კი - 256. საჩივრების ეს რაოდენობა დღეში რომ შემოსულიყო, ეს სტატისტიკა ასახავდა იმ პრობლემებს, რომლებიც ქართველ მომხმარებლებს აქვთ”.

თამთა ტეფნაძის თქმით, პერსონალური მონაცემების დასაცავად ეროვნული კომუნიკაციების კომისიაში კონკრეტული ჯგუფი შეიქმნა. მისი მიზანია, არასრულწლოვანთა მშობლებისთვის ადეკვატური კონტროლის მექანიზმები შემუშავება, ასაკობრივი სეგრეგაცია, ქცევის კოდექსის და თვითრეგულირების მექანიზმების შემუშავება. ეს ის საკითხებია, რაზეც მომდევნო 2 წლის განმავლობაში იმუშავებს კომისია.

ფორუმის საუბრის თემა ქართული საზოგადოების ერთ-ერთი პრობლემური საკითხი - სპამი -იყო. ამ პრობლემისგან მარეგულირებელი კომისია მომხმარებლებს უმეტესად ვერ იცავს, რადგან მას არ აქვს ბერკეტი აკონტროლოს უცხოური საიტები. თამთა ტეფნაძის თქმით, ეს საკანონმდებლო ხარვეზია. მათ რეგულირების არეალში მხოლოდ “ge” დომენი ექცევა, რომელსაც კავკასუს ონლაინი გასცემს. ხშირად საუბრობენ ხოლმე სპამის ისეთ სახეზე, როგორიცაა Facebook-ზე არასასურველ ჯგუფებში დამატება. ამ შემთხვევაში მარეგულირებელი კომისია უძლურია.

ფორუმზე განიხილეს ბავშვთა უფლებები ონლაინსივრცეში, ზღვარი სახელმწიფო უსაფრთხოებასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის, საქართველოს ინტერნეტპროვაიდერების მონოპოლიური ბაზარი, შშმ პირთათვის ვირტუალური სივრცის ადაპტაცია, კიბერდანაშაული და ინტერნეტის ახალი გამოწვევა ტერორიზმის სახით.

შშმ პირთათვის ონლაინსივრცის ადაპტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უკვე მუშაობს და მათი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებმა დამოუკიდებლად შეძლონ ნავიგაცია და ინტეგრაცია ინტერნეტსივრცეში. კომისიის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა წაახალისოს ტერმინალური მოწყობილობების ხელმისაწვდომობა.

შეხვედრას მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილიც ესწრებოდა, რომელმაც ყურადღება არასრულწლოვანთა უფლებებსა და ინტერნეტსივრცეში მათი მავნე ზეგავლენისგან დაცვის მექანიზმების არარსებობაზე გაამახვილა.

“თუ არ არსებობს რეგულაცია, მომხმარებელს ვერავინ დაიცავს. კანონი ამ ფორმულირებით, არ არის ეფექტიანი და საჭიროებს დახვეწას”.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მედია და ტელეკომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელმა უჩა სეთურმა ყურადღება ძირითადად ინტერნეტპროვაიდერების არაკონკურენტულ ბაზარზე გაამახვილა:

“მსხვილი ოპერატორები ცდილობენ, რომ სხვა ქსელები ბაზარზე არ შეუშვან. ევროკავშირისგან საქართველოს აქვს ვალდებულება, ხელი შეუწყოს კონკურენციის განვითარებას. დღევანდელ რეგულაციებში ჩანს ზეწოლის საფუძველი. დაშვების ტარიფი მაღალია, რაც განსაკუთრებით რეგიონში ბაზარზე შესვლის შესაძლებლობას ართმევს მცირე და საშუალო პროვაიდერებს. მარეგულირებელი კომისია უნდა ებრძოლოს მონოპოლისტებს. არსებული ინტერნეტპროვაიდერები რეგულირების გარეთ რჩებიან ”.

ფორუმზე აღნიშნეს, რომ პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. კანონში უნდა გაიწეროს, როდის განადგურდება მომხმარებლების შესახებ არსებული ინფორმაცია, რომელსაც სახელმწიფო ინტერნეტკომპანიებისგან მოიპოვებს. ასევე, უნდა გასაჯაროვდეს იმ პირების ვინაობა, რომლის პირად მონაცემებსაც სახელისუფლებო უწყებები იყენებენ და უნდა დაასაბუთონ, რის საფუძველზე დაირღვა ამ ადამიანის უფლებები.

მონაცემთა გაცვლის სააგენტოს უფროსი ნატა გოდერძიშვილის თქმით, სახელმწიფოს მიზანი უნდა უსაფრთხო გარემო იყოს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^