Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ალადაშვილი გახდა

18 იანვარი 2016

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი გიორგი ალადაშვილი წარუდგინა. 

შსს-ს ცნობით, გიორგი ალადაშვილი ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრია. მან განათლება, ასევე, აშშ-ს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტსა და ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიაში მიიღო. მას სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს. 2014 წლიდან გიორგი ალადაშვილი საქართველოს შსს-ს პოლიციის ატაშე იყო ავსტრიის რესპუბლიკაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღესვე შინაგან საქმეთა მინისტრი რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ახლად დანიშნულ დირექტორებს შეხვდა. როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ უფრო ამკაცრებს. შეხვედრაზე შს მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების კოორდინირებულ მუშაობაზე და დეპარტამენტების ხელმძღვანელებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით ახალი დავალებები მისცა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^