Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წიაღისეულის კიდევ ერთი ლიცენზია არაკონკურენტულ გარემოში გაიყიდა

01 მარტი 2012

 

გუშინ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის აუქციონი ერთ წუთზე ცოტა მეტ ხანს გაგრძელდა. აუქციონს მხოლოდ ერთი კომპანია ესწრებოდა.

 

აუქციონი 12 საათზე დაიწყო. შპს „მაინინგ ინვესთმენთი", რომელსაც აუქციონზე კონკურენტი არ ჰყოლია, ფერადი და კეთილშობილი ლითონების მოპოვების ლიცენზია, 12 საათსა და ერთ წუთზე, 27 წლით შეიძინა.

ლიცენზიის საწყისი ფასი 110 მილიონი ლარი იყო. მხლოდ ერთი კომპანიის არსებობის გამო,  ლიცენზიის ფასმა ერთი ბიჯით, ანუ 500 ათასი ლარით მოიმატა და ლიცენზია, საბოლოოდ, 110, 500 000 ლარად გაიყიდა.

ლაშა გოგიძე, 'საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს' წარმომადგენელი, რომელიც აუქციონს ესწრებოდა, ამბობს, რომ არაკონკურენტული გარემოს გამო, ლიცენზია უფრო იაფად გაიყიდა, ვიდრე სხვა კომპანიის არსებობის შემხვევაში გაიყიდებოდა.

„კონკურენცია კარგია იმ თვალსაზრისითაც, რომ თანხა მაღლა აიწევდა", - ამბობს გოგიძე. - „როდესაც საუბარი იყო ასეთ მნიშვნელოვან ლიცენზიაზე,  ველოდით, რომ საბოლოო ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა - რამდენიმე ასეული მილიონი ლარით. თუმცა, ერთი კომპანიის შემთხევაში, ასე არ მოხდა."

სალიცენზიო ტერიტორია  ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების 193, 76 ჰექტარ ადგილს მოიცავს. ჯერ ზუსტად არაა ცნობილი, რა რაოდენობის ლითონის მოპოვება შეიძლება ამ ტერიტორიაზე - ლიცენზია შესწავლა-მოპოვებაზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიამ თვითონ უნდა მოიძიოს წიაღისეულის მარაგები და 24 თვის შემდეგ,  სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგინოს.

აუქციონს კომპანიის დირექტორი არ ესწრებოდა.  კომპანიის წარმომადგენლად იურიდიულ ფირმა  „ბი-ელ-სის" იურისტი გიორგი ბატლიძე გამოცხადდა. ბატლიძემ განაცხადა, რომ ლიცენზიის მყიდველ კომპანიას მხოლოდ იურიდიულ მომსახურებას უწევს და სხვა ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდება.

კომპანია, რომელმაც დღეს ლიცენზია შეიძინა, საჯარო რეესტრში 2012 წლის 13 თებერვალს დაფუძნდა - ერთი თვის შემდეგ მას მერე, რაც ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ლიცენზიაზე განცხადება ოფიციალურად გამოაქვეყნა.

კომპანიის დირექტორი და 100 პროცენტი წილის მფლობელი ლიტველი ალვიდას ბრუსოკასია. როგორც „ბი-ელ-სის" იურისტმა განაცხდა, ბრუსოკასი საქართველოში არ იმყოფება.

„როდესაც სატენდერო დოკუმენტაციას ვამზადებდით,  ჩამოსული იყო. თუ არ ვცდები, უშუალოდ კომპანიის დაფუძნებაშიც იღებდა მონაწილეობას", - განაცხადა გიორგი ბატლიძემ. - „ ჩვენ კომპანიას სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაში დავეხმარეთ. ჩვენი მანდატი ამ საკითხებით შემოისაზღვრება. კომერციული დეტალები არც ვიცით და არც გვაქვს უფლებამოსილება რამე გავაჟღეროთ. შესაბამისად მენეჯმენტი, ალბათ, თვითონ გააკეთებს კომენტარს.:

კომპანიამ თანხა 1 მაისამდე უნდა გადაიხადოს.

წიაღისეულის მოპოვების სხვა ორი ლიცენზია სამინისტრომ გასული წლის ოქტომბერს გაყიდა. ერთ-ერთი ლიცენზია 93.5 მილიონ დოლარად,  30 წლის ვადით გაასხვისდა. მაშინ აუქციონზე ორი კომპანია გამოცხადდა.


კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^