Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„თბილისის მიკროავტობუსი" უარყოფს, რომ მიკროავტობუსში მხოლოდ ერთი რადიოტალღა ჩაირთვება

29 იანვარი 2016

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ აცხადებს, რომ რადიოსთან „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ დადებული მემორანდუმი მიკროავტობუსებს მხოლოდ ამ რადიოტალღის ჩართვის ვალდებულებას არ აკისრებს და მძღოლები რადიოსადგურს სურვილისამებრ შეარჩევენ. კომპანიაში „ლიბერალს“ უთხრეს, რომ მათ მიმართ უსამართლო შენიშვნას ვერ აიტანენ.

„თბილისის მიკროავტობუსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ნათია მიქიაშვილი „ლიბერალთან" საუბარში აცხადებს, რომ სამარშრუტო ტაქსების უმეტესობა ინდივიდუალურად მძღოლებს საკუთრებაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ექსკლუზიური მომსახურების სურვილის შემთხვევაში რადიოს მათთან ინდივიდუალურად მოუწევდა ხელშეკრულებების დადება.

„აქ არანაირ ექსკლუზიურობაზე არ არის საუბარი. აქ საუბარია მხოლოდ შესასრულებელი სამუშაოების ხელშეწყობაზე. შეთანხმებას აქვს მემორანდუმის ხასიათი, ქვემოთ სანქციები არ არის მითითებული. ეს დაიდო ფორმალური თვალსაზრისით, რომ მას ხელს არ შევუშლით“, - ამბობს მიქიაშვილი.

საქმე ის არის, რომ რადიო „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ „თბილისის მიკროავტობუსთან“ დადებული მემორანდუმის გარდა ხელშეკრულებებს აფორმებს საგზაო გადაყვანის ნებართვის მფლობელ 4 კომპანიასთან - შპს „თბილ ლაინ“, შპს „თბილ ქარ“, შპს „ფაბლიქ ქარ“, და შპს „კაპიტალ გფუპ“, რომელთაც ჯამურად საკუთრებაში ჰყავთ 2000 ერთეული მიკროავტობუსი. „თბილისის მიკროავტობუსი“ ამ ოთხი კომპანიის მმართველი კომპანიაა.

ამ ოთხი კომპანიიდან თითოეულთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, „შემსრულებელი იძლევა გარანტიას, რომ მის სარგებლობაში მყოფ ავტოსატრანსპორტო საშუალებებში არსებული მოწყობილობით ექსკლუზიურად მხოლოდ დამკვეთს გაუწევს მომსახურებას გაუწევს“.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი თეონა მაჭარაშვილი „ლიბერალთან“ საუბარში განმარტავს, რომ ხელშეკრულებები კომპანიებს რადიოს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ ექსკლუზიურ მომსახურებას გულისხმობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მძღოლები სხვა რადიოს ვერ ჩართავენ. ამასთან, მათ ეკრძალებათ, მსგავსი შეთანხმება დადონ სხვა რადიოსთან.

„ინდივიდუალურად ხელშეკრულების დადება არ დასჭირდებოდათ. თბილისში რაც კი მიკროავტობუსები მოძრაობს საბოლოოდ ყველა შედის ერთი კომპანიის - „თბილისის მიკროავტობუსის“ მმართველობაში, რომელიც მმართველი კომპანიია და ამ 4 კომპანიას აერთიანებს, რომლებიც თავის მხრივ, 2000 მიკროავტობუსს მართავენ“, - ამბობს მაჭარაშვილი.

იურისტის თქმით, კონტრაქტების დარღვევის შემთხვევაში სამოქალაქო ზოგადი კანონმდებლობა ამოქმედდება, მიუხედავად იმისა, რომ სანქციები ხელშეკრულებაში არ არის გაწერილი.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის" მიუღებლად მიიჩნევს სატრანსპორტო კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის" ხელშეკრულებას რადიოსთან, სახელწოდებით, „მომხმარებელთა საყურადღებოდ“. ხელშეკრულების თანახმად, მუნიციპალურ მიკროავტობუსებში მგზავრებს მხოლოდ ამ რადიოტალღის მოსმენა შეეძლებათ.

„ყველა მძღოლი და მუნიციპალური მიკროავტობუსის მგზავრი, ფაქტობრივად იძულებით, გარდაუვალად გახდება მხოლოდ ერთი რადიომაუწყებლობის აუდიტორია: როგორც მიკროავტობუსის მძღოლებს, ასევე სხვა პირებს მგზავრობისას ერთმევათ შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში (ასევე) მოუსმინონ სხვა რადიომაუწყებლობას" - აცხადებს კოალიცია.

კოალიცია კომპანიების ხელმძღვანელებს მოუწოდებს, ხელშეკრულება გააუქმონ: „აქვე აღსანიშნავია, რომ კომპანია „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ ეკუთვნის გოგა ხაინდრავას, რომელსაც საჯაროდ ცნობილი გარემოებებიდან გამომდინარე, აქვს მჭიდრო კავშირები მმართველ პოლიტიკურ გუნდთან. ეს ფაქტი, განსაკუთრებით წინასაარჩევნო კონტექსტში, კიდევ უფრო პრობლემურს ხდის სატრანსპორტო და რადიოკომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულებას. აღნიშნული ხელშეკრულების პირობებით იქმნება არაკონკურენტული და არათანაბარი გარემო სხვა საინფორმაციო საშუალებებისათვის, ხოლო ინფორმაციის მხოლოდ ერთი წყაროს დაშვებით, ჩნდება ეჭვი წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველზე გავლენის მოხდენის მცდელობის შესახებ".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^