Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მუსიკალური განათლების პრობლემები ქვემო ქართლში

01 თებერვალი 2016

მუსიკალური განათლების შესახებ დაწერილ წინა სტატიაში მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში არსებული მუსიკალური სკოლების მდგომარეობა ავსახეთ.

საქართველოში მცხოვრები რამდენი ეთნიკური აზერბაიჯანელი იღებს უმაღლეს მუსიკალურ განათლებას? ამ შეკითხვაზე პასუხის მიღების მიზნით ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის შემოქმედებითი ფაკულტეტის დეკანს, ნინო ჟვანიას მივმართეთ. მისი თქმით, კონსერვატორიაში ამჟამად  არცერთი ეთნიკური აზერბაიჯანელი სტუდენტი არ სწავლობს. ჟვანია ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ ფორტეპიანოს სპეციალობაზე აზერბაიჯანელი  სტუდენტი სწავლობდა, თუმცა იმის გამო, რომ ამ სპეციალობის მქონე ადამიანებს სამუშაოს პოვნა სულ უფრო და უფრო უჭირთ, ამ მიმართულებით სწავლის ინტერესი შემცირდა.

კონსერვატორიის შემდეგ გარდაბნის მუსიკალურ სკოლას ვეწვიეთ. სკოლის დირექტორი, მაკა არველაძე სპეციალობით დირიჟორია. მას ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია აქვს დამთავრებული და უკვე ათი წელია, აქ მუშაობს. მისი თქმით, სკოლაში  ამჟამად 100-მდე მოსწავლე სწავლობს, ყოველწლიურად კი  მათი კურსდამთავრებული 15-მდე ბავშვი ხდება.

მაია ქამბიშიძე და მანანა უგრეხელიძე ამ სკოლის ვეტერანი მასწავლებლები არიან. მაია ქამბიშიძე 35 წელია სოლფეჯიოს და მუსიკის ისტორიას ასწავლის, მანანა უგრეხელიძე კი ფორტეპიანოს სპეციალობით გაკვეთილებს უკვე 45 წელია, ატარებს.

მარნეულისა და ბოლნისის მუსიკალური სკოლების მსგავსად გარდაბნის მუსიკალურ სკოლაშიც ბავშვებს მხოლოდ ფორტეპიანოს ასწავლიან. მასწავლებლების თქმით, წლების წინ აქ ვიოლინოს სპეციალობის დაუფლებაც ყოფილა შესაძლებელი. 37 წლის სამაია ისმაილოვას შვილიც  ამ სკოლაში იღებს განათლებას. სამაია ამბობს, რომ სკოლაში სწავლების  დონით ძალიან კმაყოფილია. მისი 12 წლის შვილი, მალაჰათ ისმაილოვი, მანანა უგრეხელიძის კლასში ფორტეპიანოს განხრით სწავლობს და ორ წელიწადში ამ სკოლას დაასრულებს.

იმ ბავშვების უმეტესობა, რომელიც ამ სკოლაში სწავლობს, გარდაბნელია. მასწავლებლების თქმით, მოსწავლეების ნაწილი აქ ახლომდებარე სოფლებიდანაც დადის. გარდაბნის მუსიკალური სკოლის მოსწავლეთა დიდი ნაწილი  ეთნიკური აზერბაიჯანელია. ჰაჯიევების ოჯახიდან სამმა ბავშვმა, ორმა ძმამ  - ფიქრეთ ჰაჯიევმა, ჰაჯი ჰაჯიევმა და მათმა დამ - როზა ჰაჯიევამ მუსიკალური სკოლა წარმატებით დაასრულეს. ფიქრეთი ამჟამად ვიოლინოს განხრით სწავლას რუსთავის მუსიკალურ სკოლაში აგრძელებს. რუსთავში კამერული ორკესტრი (დირიჟორი შოთა კაველიშვილი) ფუნქციონირებს, რაც რეგიონის მუსიკალური ცხოვრების მასტიმულირებელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

გარდაბნის მუსიკალურ სკოლაში გვითხრეს, რომ ასეთივე სკოლა მარნეულის რაიონის სოფელ სადახლოშიც არსებობს. მომდევნო სტატიაში სწორედ ამ სკოლის შესახებ მოგითხრობთ.

 

სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^