საჯარო რეესტრში ტელეკომპანია „მაესტროს“ (შპს სტუდია მაესტრო/236080557) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ განცხადება დარეგისტრირდა, რომელიც დღევანდელი რიცხვით თარიღდება.
განცხადება პარტნიორთა და წილის ცვლილებას ეხება.
განმცხადებელი ნანა ჭკუასელია. როგორც სამეწარმეო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, მას გიორგი გაჩეჩილაძისგან მინდობილობა აქვს გაფორმებული.
სამეწარმეო რეესტრში წარდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებით ირკვევა, რომ გიორგი გაჩეჩილაძეს („უცნობს") გიორგი ებრალიძისა და ლევან ჩიკვაიძისთვის გადახდილი აქვს „მაესტროში“ მათი 15-15% წილის შესყიდვის საფასური, რომლის რაოდენობა კონფიდენციალურია და განსაზღვრულია ცალკე შეთანხმებით.
„სტუდია მაესტროს“ პარტნიორთა წილში ცვლილება რეესტრში ამ დრომდე არ ასახულა.
დღეის მდგომარეობით, „მაესტროს" წილის მფლობელები არიან: მამუკა ღლონტი -15% ლევან ჩიკვაიძე - 15% ეკატერინე აკობია - 5 %, გიორგი ებრალიძე - 15%, გიორგი გაჩეჩილაძე - 25% მაკა ასათიანი - 25 %;