Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გია გაჩეჩილაძე: მინდა, რომ „მაესტროზე" რაღაც შეიცვალოს, უკეთესობისკენ

02 თებერვალი 2016

„მაესტროს" საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის ფორმატის შეცვლას გეგმავს. ამის შესახებ გაჩეჩილაძე გაზეთ „რეზონანსთან" ინტერვიუში აცხადებს, თუმცა განმარტავს, რომ ცვლილებებს ამ ეტაპზე არ აპირებს.

„ჯერ არაფერი შეიცვლება. წავა ისე, როგორც მიდის. მერე ახალი ფორმატის ტელევიზიაზე დავიწყებთ მუშაობას. თუ ბოლომდე მივიყვანთ ამას, ძალიან კარგი იქნება. ყოველ შემთხვევაში მინდა, რომ რაღაც შეიცვალოს, უკეთესობისკენ ვნახოთ, რა იქნება", - აცხადებს გაჩეჩილაძე. 

ინტერვიუში გაჩეჩილაძე იმაზეც საუბრობს, თუ როგორ გახდა არხის 55 %-ის მფლობელი და აცხადებს, რომ ტელევიზიის საკონტროლო პაკეტი მეგობრის, ირაკლი რუხაძის დახმარებით შეიძინა. 

„როგორც იცით, მაკა ასათიანმა ტელეკომპანიის გაკოტრებზე სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ვიბრძვი, რომ არ გაკოტრდეს „მაესტრო" და ახლა მის გადარჩენაზე მიდის საუბარი. შესაბამისად, ვფიქრობ, იმასაც, რომ ეს ტელევიზია გახდეს კარგი, როგორც ეს ეკადრება „მაესტროს", დაიბრუნოს თავისი პოზიციები, რაც დაკარგა", - აცხადებს გაჩეჩილაძე. 

რაც შეეხება გენერალური დირექტორის, ბაია გადაბაძის შესაძლო გათავისუფლებას, გია გაჩეჩილაძის თქმით, ჯერ არავის გათავისუფლება არ იგეგმება. 

„გენერალურ დირექტორად რამდენიმე ადამიანზე ვსაუბრობთ. ვინ იქნება, არ ვიცი. შეიძლება, დარჩეს ის, ვინც არის. ჩვენი ძირითადი მიზანია, ტელევიზია გახდეს ყურებადი და ისევ მოიპოვოს ის ნდობა, რომელიც ჰქონდა და აუცილებელად ვეცდები, რომ ეს გავაკეთოთ", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

გიორგი გაჩეჩილაძე ტელეკომპანია „მაესტროს“ 55%-იანი წილის მფლობელი გახდა. „სტუდია მაესტროს“ პარტნიორთა წილში ცვლილება რეესტრში გუშინ აისახა.

სამეწარმეო რეესტრში წარდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებით ირკვევა, რომ გიორგი გაჩეჩილაძეს („უცნობს") გიორგი ებრალიძისა და ლევან ჩიკვაიძისთვის გადახდილი აქვს „მაესტროში“ მათი 15-15% წილის შესყიდვის საფასური, რომლის რაოდენობა კონფიდენციალურია და განსაზღვრულია ცალკე შეთანხმებით.

აღნიშნული ცვლილების შემდეგ კი „მაესტროს" წილები ასე გადანაწილდა: მამუკა ღლონტი -15% ეკატერინე აკობია - 5 %, გიორგი გაჩეჩილაძე - 55% და მაკა ასათიანი - 25 %;

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^