Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბაჩანა ბრეგვაძე მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს

18 თებერვალი 2016

მთარგმნელი, მწერალი და ფილოსოფოსი ბაჩანა ბრეგვაძე დღეს მთაწმინდის პანთეონში, ჭაბუა ამირეჯიბისა და სიმონ ჩიქოვანის გვერდით დაკრძალეს.

იგი მთაწმინდაზე სიონის ტაძრიდან გადაასვენეს, სადაც ილია II-მ პანაშვიდი გადაიხადა.

ბაჩანა ბრეგვაძე 14 თებერვალს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

მას გამოქვეყნებული აქვს საკუთარი ფილოსოფიური, ფილოლოგიური შრომებისა და მსოფლიოს ფილოსოფიური, რელიგიური, ისტორიული თუ ლიტერატურული კლასიკის შედევრთა თარგმანების ათეულობით წიგნი.

ბაჩანა ბრეგვაძე თარგმნიდა ძველი ბერძნული, ლათინური, იტალიური, ფრანგული, ესპანური, გერმანული, პორტუგალიური, რუსული ენებიდან. მის მიერ შესრულებული და გამოქვეყნებული ძირითადი შრომების გარდა დაბეჭდილი აქვს 70-მდე ნაშრომი: პლატონის, დანტეს, არისტოტელეს, ევრიპიდეს, ჰერაკლიტე ეფესელის, მარკუს ტულიუს ციცერონის, ჯეიმზ დარმსტეტერის, ანატოლ ფრანსის, ლაროშფუკოს, ლუიჯი პირანდელოს, მიშელ მონტენის, ანრი ბერგსონის, ნიკოლოზ ლოსკის, ლაბრიუიერის, ალბერტ შტეკლის, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის, სვამი ვივეკანანდას, მორის რეინალის, შარლ დილის, ნიკოლოზ ბერდიაევის, ემილ ჟებარის, პიერ ტეიარ დე შარდენის, ვერნერ ჰაიზენბერგის თხზულებათა თარგმანები, იტალიური და ესპანური ზღაპრების თარგმანები, წერილები, ესსეები, ლიტერატურის და ესთეტიკის საკითხებზე.

დაჯილდოებულია ღირსების ორი ორდენით (1995 წ. და 2005 წ.) სხვადასხვა დროს მინიჭებული აქვს ივანე მაჩაბლის, ილია ჭავჭავაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, ივანე ჯავახიშვილის, საბას (ორგზის), და დავით აღმაშენებლის პრემიები.

ბაჩანა ბრეგვაძე  საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (2013), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1996), პროფესორი 1936 წლის 11 თებერვალს, ამბროლაურის რაიონის სოფელ სხვავაში დაიბადა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^