Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბერლინალეზე ჯანფრანკო როზის დოკუმენტურმა ფილმმა „ოქროს დათვი“ დაიმსახურა

21 თებერვალი 2016

ბერლინში, შაბათს დასრულდა 66-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის გამარჯვებული 54 წლის იტალიელი რეჟისორი ჯანფრანკო როზი გახდა. დოკუმენტური ფილმი „ცეცხლი წყალში", რომელიც აფრიკიდან სამხრეთ იტალიაში, კუნძულ ლამპედუზაზე ჩამოსული ლტოლვილების მძიმე ცხოვრებას ასახავს, ჟიურიმ საუკეთესოდ ცნო და „ოქროს დათვით“ დააჯილდოვა. ასე რომ, პირველად მრავალი წლის განმავლობაში, ბერლინის კინოფესტივალზე ყველაზე მნიშვნელოვანი პრიზი სწორედ დოკუმენტურმა ფილმმა დაიმსახურა.

სხვათა შორის, ლტოლვილების თემა ბერლინალეს პარალელურ პროგრამებში, „ფორუმსა“ და „პანორამაში“ ხშირად  იყო წარმოდგენილი, რამაც ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ მისცა საბაბი წლევანდელი ფესტივალი პოლიტიზირების გამო გაეკრიტიკებინათ.

ჟიურის დიდი პრიზი - „ვერცხლის დათვი“, გადაეცა ბოსნიელ რეჟისორს დანის ტანოვიჩს („სიკვდილი სარაევოში“), ხოლო საუკეთესი რეჟისორულ ნამუშევარად ჟიურიმ 35 წლის ფრანგი რეჟისორის, მია ჰანსენ-ლოვეს „მომავალი“ დაასახელა. თუმცა ფილმი, რომელშიც ფრანგული კინოს ვარსკვლავი, იზაბელ იუპერი კილეჯის ფილოსოფიის ლექტორს თამაშობს, ალბათ სამსახიობი ნამუშევრით უფრო გამორჩეულია.

რვასაათიანი ფილმი „მწუხარე საიდუმლოს იავნანა“, რომელიც ფილიპინელი რეჟისორის, ლავ დიასის მართლაც გამორჩეულ ნამუშევრად შეიძლება მივიჩნიოთ, ალფრედ ბაუერის სახელობის პრიზით, კინემატოგრაფიაში ინოვაციური წვლილისათვის დააჯილდოვეს. ჟიურის თავმჯდომარემ, მერილ სტრიპმა განაცხადა, რომ „ეს საკონკურსო მარათონს ჰგავდა და მიუხედავად ამისა, ფილმმა სიხარულითა და ენერგიით აღგვავსო“.

„ვერცხლის დათვი“ საუკეთესო მსახიობი ქალისათვის დანიელ მსახიობს ტრინე დურჰოლმს გადაეცა, რომელიც მართლაც შთამბეჭდავად თამაშობს ტომას ვიტენბერგის ფილმში „კომუნა“. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „დოგმის“ ერთ-ერთი ავტორისა და პიონერის, ტომას ვიტენბერგის შესანიშნავ ფილმს ჟიურიმ მხოლოდ ერთი  პრიზი „გამოუყო“, რაც უსამართლობაა. საუკეთესი მსახიობი მამაკაცის პრიზი კი ტუნისელმა მაჯიდ მასურამ დაიმსახურა (მოჰამედ ბენ ატიას დრამა „ჰედი“).

ჟიურიმ საუკეთესო სცენარისათვის „ვერცხლის დათვი“ მიაკუთვნა ახალგაზრდა პოლონელ რეჟისორსა და სცენარისტს ტომაშ ვასილევსკის, ფილმისათვის „სიყვარულის შეერთებული შტატები“. 90-იანი წლების დასაწყისის პოლონეთის პროვინციული ქალაქის დეპრესიულ ცხოვრებას რეჟისორი დრამატულად და ოდნავ დისტანცირებული, შავი იუმორით აღწერს. ფილმში გამორჩეულია ოპერატორ ოლეგ მუტუს ნამუშევარი, თუმცა ჟიურის გადაწყვეტილებით საუკეთესო ოპერატორად დაასახელეს მარკ პინგ ბინგი ჩინურ ფილმში „შემხვედრი დინება“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^