Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

,,ვეღარ ვსუნთქავთ ცხოველთა ფერმაში”

19 მარტი 2012

 

 

,,სტუდენტებმა გადავწყვიტეთ, რომ საჯაროდ წაგვეკითხა ჯორჯ ორუელის ,,ცხოველების ფერმა”. ჩვენი ქვეყანა ზედმიწევნით ემსგავსება ცხოველების ფერმას. მიგვაჩნია რომ ამაში დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში მედიასაშუალებების უმრავლესობას”_ ასეთი მიმართვით დაიწყო დღეს სტუდენტური აქცია ოლიკო შერმადინმა, აქციის იდეის ავტორმა.

სოციალური ქსელების მეშვეობით მობილიზებული სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბენ და ინგლისელი მწერლის სატირული ნაწარმოების, ,,ცხოველთა ფერმის” საჯარო კითხვა მოაწყვეს.

,,ჰმმ.. ჩვენ მაგივრად ვინ აზროვნებს?”, ,,False Media Occupies Your Mind!” ,,ვეღარ ვსუნთქავთ”, ,,NO More Superheroes, Please”,,ნაპოლეონი ყოველთის მართალია”, ,,ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი ცხოველი უფრო თანასწორია ვიდრე სხვები”, - ასეთი შინაარსის ტრანსფარანტები ჰქონდათ სტუდენტებს. 

სტუდენტების თქმით, რეალობა, რომელშიც ისინი ცხოვრობენ ცხოველთა ფერმაში აღწერილს ჰგავს. მედია კი გულგრილია ამ ყველაფრისადმი და რეალობას არ ასახავს.პირიქით, პროპაგანდის საშუალებადაა ქცეული და არსებული უსამართლობის შენარჩუნებაში მონაწილეობს.

,,იგივე მდგომარეობაა დღეს საქართველოში, რაც ცხოველთა ფერმაშია. ცხოველთა ფერმაში არ არის აზრის თავისუფლება, იქ ვიღაცებს აქვთ ძალიან ბევრი უფლებები - მაგალითად ღორებს. ჩვენს ქვეყანაშიც, ღორებს აქვთ ბევრი უფლებები, ზედმეტი უფლებები. ისინი აკონტროლებენ ყველაფერს, ჩვენ კი ვერ ვაკონტროლებთ მათ. ჩვენ გვინდა რომ ხალხმა აკონტროლოს ხელისუფლება და მედია და არა პირიქით” - ამბობს  აქციის მონაწილე ბექა ბაღაშვილი.

ოლიკო შერმადინმა გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ პოლიტიკაში მონაწილეობა მათ თანატოლებს არასწორად ესმით. მისი თქმით, აქციის მონაწილე სტუდენტები არცერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესებს არ წარმოადგენენ, რადგან არც პოლიტიკური პარტიები არ ატარებენ მათ ინტერესებს. თუმცა, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა აინტერესებთ, რადგან ეს მათი ცხოვრების სასურველი მიმართულებით წარმართვის საშუალებაა.

სტუდენტები პარლამენტის თავჯდომარის მიერ გურიაში გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურენ და ,,სიდუხჭირის მოთმენისთვის” და მთავრობის გვერდში დგომისთვის მთავრობის წარმომადგენლის მიერ გადახდილ მადლობას ,, უბრალოდ შემაშფოთებელი” ფაქტი უწოდეს. ,,ღირსეულმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ხალხს მადლობა მხოლოდ სამოქალაქო აქტივობისთვის უნდა გადაუხადონ”- განაცხადეს სტუდენტებმა.

[video:http://www.youtube.com/watch?v=Lb6-Csq6Lgw]

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^