Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

TI: კახა ბექაურს დეკლარაციაში კომპანიები არასრულად აქვს მითითებული

25 თებერვალი 2016

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს, კახა ბექაურს ქონებრივ დეკლარაციაში მის მფლობელობაში არსებული კომპანიები სრულად არ აქვს მითითებული, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებაში.

ბექაური კომისიის წევრად 2014 წლის იანვარში აირჩიეს. ქონებრივი დეკლარაცია მან ორჯერ, 2014 და 2015 წლებში შეავსო. ორივე დეკლარაციაში ბექაურს მითითებული აქვს, რომ იგი შპს „ორი ნაბიჯის” პარტნიორია.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, კომისიის წევრი შპს „ორი ნაბიჯის” 33.3%-ს ფლობს. ბექაურს „ორი ნაბიჯიდან” შემოსავლად 0 ლარი აქვს მითითებული.

„ორი ნაბიჯი” სუპერმარკეტების ქსელია, რომელიც თბილისის მასშტაბით 41 მაღაზიას ფლობს. ბექაური ასევე სამი სხვა კომპანიის მეწილედ ფიქსირდება: შპს „სხვა არხი”(100%) - რეგისტრირებულია 2012 წლის 5 იანვარს. ბექაური ამ კომპანიის დირექტორის თანამდებობასაც იკავებს; შპს „რითეილ ფროფერთიზ”(25%) - რეგისტრირებულია 2009 წლის 17 აგვისტოს; შპს „მეგაპოლის კლასიკი” - რეგისტრირებულია 1998 წლის 26 აგვისტოს.

ამ კომპანიის შესახებ ინფორმაცია საჯარო რეესტრში მრავალი წელია არ განახლებულა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით უცნობია, თუ რა სფეროში მოქმედებენ ეს კომპანიები და ეწევიან თუ არა ისინი აქტიურ საქმიანობას, თუმცა კომპანიის მდგომარეობა არ ათავისუფლებს საჯარო პირს მისი ბიზნეს ინტერესების დეკლარირების ვალდებულებისაგან.

მათი თქმით, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადია და ისინი მოვუწოდებენ კომისიის წევრს, „მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას და კანონით დაკისრებული მოვალეობების შესრულებას“.

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლის მიხედვით ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა ან დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ არა ერთხელ გამოაქვეყნა ინფორმაცია თანამდებობის პირების მხრიდან ქონებრივი დეკლარაციების არასრულად შევსების ფაქტებზე, თუმცა ამ ფაქტებზე საგამოძიებო ორგანოებმა გამოძიება კონკრეტული პირების ბრალეულობის გამოვლენის მიზნით არ დაუწყიათ. საქართველოში ჯერ არ მოქმედებს წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციების გადამოწმების ეფექტური მექანიზმი, ეს მიუთითებს ქვეყანაში არსებული ანტიკორუფციული კანონმდებლობის სისუსტესა და აღსრულების მექანიზმის გაუმართაობაზე,“ - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^