Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თურქეთში ორ სირიელს ალან ქურდისა და სხვა მიგრანტების ჩაძირვის გამო პატიმრობა მიუსაჯეს

04 მარტი 2016

თურქულმა სასამართლომ ორ სირიელს ალან ქურდისა და კიდევ 4 ადამიანის დაღუპვის საქმეში 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ალან ქურდი 3 წლის სირიელი ბიჭია, რომლის სანაპიროზე გამორიყული ცხედრის ფოტოებმაც 2015 წლის სექტემბრის მიგრანტთა კრიზისის დროს მთელი მსოფლიო შეძრა.

მუფავაკა ალაბაში და ასემ ალფრადი ბოდრუმში გაასამართლეს იმავე ქალაქში, სადაც ბავშვის გვამი გამოირიყა.

ალაბაშსა და ალფრადს 35 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდათ. საბოლოოდ მათ თურქეთიდან საბერძნეთში ადამიანების უკანონოდ გადაყვანა დაედოთ ბრალად, „გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის“ ნაწილში კი გაამართლეს. 

დღემდე ათასობით მიგრანტი და ლტოლვილი გადადის  საბერძნეთის კუნძულებზე თურქეთიდან.

საბერძნეთში გადასვლის მცდელობისას დაიღუპნენ  ალანის 5 წლის ძმა გალიბი და დედა - რიჰანიც. ალან ქურდის მამა აბდულა ამჟამად ერაყში ცხოვრობს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^