Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კალაძე: „გაზპრომთან“ ყველანაირი მოლაპარაკების გაწყვეტა დამღუპველი იქნება

09 მარტი 2016

ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო კალაძის სიტყვები, რომ ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს, საქართველომ მომავალში გაზი „გაზპრომიდან“ შეისყიდოს,  - განაცხადა დიპლომატთა კლუბის წევრმა, სალომე სამადაშვილმა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ენერგეტიკის სფეროში არსებული მდგომარეობის, მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ საუბრობენ.

ის მოუწოდებს პრემიერს, მოიწვიოს უშიშროების ექსპერტები და კიდევ ერთხელ მოისმინოს, „რა როლს თამაშობდა „გაზპრომი“ ჰიბრიდულ ომში, მათ შორის, ჩვენს წინააღმდეგ".

მან ასევე კითხვით მიმართა კალაძეს, გამორიცხავს თუ არა, რომ „გაზპრომისგან“ გაზის შესყიდვაზე კიდევ გაიმართოს მოლაპარაკებები.

კალაძის თქმით, მას ამ კითხვაზე გაუჭირდება დადებითი ან უარყოფითი პასუხის გაცემა, „რადგან ვითარება რთულია".

„იცით, რომ „გაზპრომთან“ მოლაპარაკების მაგიდაზე ყოველ წელს გვიწევს დაჯდომა. თუ ვაპირებთ, რომ ყველანაირი მოლაპარაკება გავწყვიტოთ, ეს შესაძლებელია, მაგრამ ჩვენთვის ეს იქნება დამღუპველი", - ამბობს კალაძე.

თუ იქნება აუცილებლობა იმისა, რომ გაზპრომიდან შემოვიტანოთ დამატებითი მიცულობები, მე ამას ვუყურებ ეკონომიკურ ჭრილში. ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ დღეს ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში არსებული მდგომარეობის, მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

„თუ ჩემს ქვეყანას დასჭირდება დამატებითი მოცულობები და არ გვექნება შესაძლებლობა, რომ ის მეზობელი ქვეყნებიდან შემოვიტანოთ, უნდა მოხდეს უზრუნველყოფა გაზპრომისგან ნაყიდი გაზით.

რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი იქნება თუ იმაზე დავიწყებთ ლაპარაკს, რომ ჩავანაცვლოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი და მთლიანად შემოვიყვანით გაზპრომი. ეს რა თქმა, უნდა ცუდი იქნება. ნამდვილად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა, რადგან ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ აირი მივიღოთ როგორც აზერბაიჯანიდან, შაჰდენიზიდან, ასევე თეორიულად არის შესაძლებლიბა რომ მივიღოთ ირანიდან, თუმცა როგორც ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, მჯერა, რომ საქართველოს ამ მიმართულებით არავითარი საფრთხე არ ემუქრება", - ამბობს კალაძე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^