Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სკოლის მასწავლებელთა 83%-მა პროფესიული გამოცდის მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა

10 მარტი 2016

სკოლის მასწავლებელთა უმრავლესობამ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერც ამჯერად გადალახა. ამის შესახებ „ბიზნესკონტაქტის" მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაში აღნიშული.

მათი ინფორმაციით, პედაგოგთა ბოლო საგნობრივ გამოცდაზე მიმდინარე წლის იანვარში სულ 10 552 პრაქტიკოსი პედაგოგი დარეგისტრირდა, მათგან ტესტირება 6 477-მა გაიარა, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (60%), 1 101-მა გადალახა ანუ საერთო რაოდენობის თითქმის 17%-მა.

„ოფიციალური მონაცემების თანახმად, ყველაზე სავალალო შედეგი დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს აქვთ. კერძოდ, გამოცდაზე მისული 1 167 პედაგოგიდან კომპეტენციის დადასტურება მხოლოდ 94-მა პედაგოგმა, ანუ დაახლოებით 8.%-მა შეძლო.

381-დან მხოლოდ 26-მა, ანუ საერთო რაოდენობის თითქმის 7%-მა ჩააბარა მათემატიკის გამოცდა, რაც შეეხება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას, 317-დან ზღვარის გადალახვა მხოლოდ 15%-მა მოახერხა.

საერთო რაოდენობის 9%-მა გადალახა ზღვარი ბუნებისმეტყველებაში. 19.%-მა ფიზიკაში და თითქმის 17%-მა ქიმიაში.

რაც შეეხება უცხო ენის გამოცდას, ინგლისური ენის გამოცდაზე სულ 458 პედაგოგი გავიდა, საიდანაც ზღვარის გადალახვა 83-მა შეძლო, 29-დან 10-მა დაამტკიცა თავის კომპეტენცია გერმანულ ენაში, რაც შეეხება რუსულს, ამ შემთხვევაში ზღვარის გადალახვა გამოცდაზე გასული საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტმა შეძლო.

უნდა ითქვას, რომ 19 საგნობრივი გამოცდიდადნ რუსული ენის 55%-იანი შედეგი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

იგივე ტენდენცია იყო წინა გამოცდაზეც. 2015 წლის ივლისში რუსული ენის 336 მასწავლებლიდან 162-მა ჩააბარა გამოცდა. ყველაზე ცუდი შედეგი წინა ჯერზეც დაწყებითმა კლასის პედაგოგებმა აჩვენეს, რომლის მიხედვითაც გამოცდაზე მისული 2 281 პედაგოგიდან კომპეტენციის დადასტურება მხოლოდ 90-მა ანუ 3.9%-მა შეძლო.

მასწავლებელთა გადამზადების ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით, პროფესიული განვითარების სქემის განხორციელების პროცესში მოქმედ მასწავლებლებს იმავე გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა კიდევ ხუთჯერ მიეცემათ", - წერს „ბიზნესკონტაქტი".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^