Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩვენი მეგობრები - დაუნის სინდრომის დღის კვირეული გამოფენით გაიხსნა

14 მარტი 2016

"ჩემი მეგობარი" - ასე ჰქვია გამოფენას, რომლითაც დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის კვირეული გაიხსნა. გამოფენაზე 25 ფოტოგრაფის 53 ფოტოა წარმოდგენილი. 

ლია ტაბატაძე, გამოფენის ერთ-ერთი ორგანიზატორი ამბობს, რომ წლევანდელი კვირეულის საერთაშორისო მესიჯი მეგობრობის თემაზეა ორიენტირებული, ამიტომ ამ კამპანიის დროსაც ძირითადი აქცენტი სწორედ მეგობრობაზე გაკეთდება.

კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის დისკუსიები,  კონფერენცია. ასევე იქნება პერფომანსი ”მეგობART” და სპექტაკლის ”პატარა უფლისწულის” ჩვენება:"ამ დღის მიზანია, საზოგადოების ყურადღების მოპყრობა და დაუნის სინდრომთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება", - ამბობს ლია ტაბატაძე.

ბარბარე 2 წლის და ორი თვისაა. დღეს გამოფენაზე მისი ფოტოც იყო. ბარბარეს მამა ვეფხვია ხუბუა ამბობს, რომ ადამიანებისთვის დაუნის სინდომთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად პრობლემები ბავშვების დაბადებისთანავე იწყება:

"საკუთარ თავზე გამოვცადე, რას ნიშნავს სტერეოტიპებით აზროვნება და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებზე არასწორი წარმოდგენები. ბარბარე რომ დაიბადა, სამედიცინო პერსონალი მე და ჩემს ცოლს ბავშვის დატოვებას გვირჩევდნენ, გვეუბნებოდნენ, რომ ვერ განვითარდებოდა, ლაპარაკს ვერ ისწავლიდა. ჩემს ცოლს 6 თვე დეპრესია ჰქონდა, მაგრამ  ერთი წამითაც არ გვიფიქრია, რომ ბარბარეს მივატოვებდით, ის ჩვენი შვილია და აქ მთავრდება ყველაფერი".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^