Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო ► 14 მარტი - ხმაური თსუ-ში

15 მარტი 2016

თბილისის სახელწმიფო უნივერისტეტში სტუდენტები ორ ნაწილად გაიყვნენ. პოლიციის და დაცვის სამსახურის წარმომადგენლების ერთ მხარეს თვითმმართველობის წევრები და მათი მხარდამჭერები მობილიზდნენ, მეორე მხარეს კი, აუდიტორია 115-ის სტუდენტები.

თვითმმართველობის წარმომადგენლები რექტორის გადადგომას ითხოვდნენ. მათი თქმით, ვლადიმერ პაპავამ თსუ-ში ,,ოდეერების" არსებობის შესახებ დიდი ხნის წინ იცოდა, თუმცა აქამდე ხმა არ ამოუღია. ,,გადადექი" - სკანდირებდნენ სტუდენტები, რომლებიც რექტორისა და აკადემიური საბჭოს აპარატის კართან იყვნენ მობილიზებული.
აუდიტორია 115-ის სტუენტების მოთხოვნა უცვლელი დარჩა მას შემდეგ, რაც გიორგი გაფრინდაშვილმა კანცლერის კანდიდატობაზე უარი თქვა. 
კაბინეტიდან გამოსულ რექტორს, რომელიც თვითმმართველობის წარმომადგენლებმა შეძახილით  - ,,გადადექი" - გააცილეს, სტუდენტებმა თანამდებობაზე დარჩენისკენ მოუწოდეს.

თსუ-ის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაცვის სამსახურისა და პოლიციის კორდონის გარღვევა რამდენჯერმე სცადეს.

როდესაც მათ ცოცხალი ჯაჭვის შექმნა დაიწყეს, ,,ლიბერალის" კითხვაზე, თუ რატომ იკრიბებოდნენ, თვითმმართველობის ვიცეპრეზიდენტმა პაატა ბახტურიძემ განაცხადა, რომ დაცვის სამსახური მათ ურტყამდა და ამ ზომას თავდაცვისთვის მიმართავდნენ, თუმცა მოგვიანებით, ისინი ორგანიზებულად, ცოცხალი ჯაჭვის სახით გაეშურნენ პოლიციის კორდონისკენ და მისი გარღვევა სცადეს.

საღამოს უნივერსიტეტის გარეთ დარჩენილმა სტუდენტებმა შენობაში შესვლა მოითხოვეს, რაზეც შსს-ს წარმომადგენლებმა მათ უარი უთხრეს. მათ შენობაში შესვლა ამაოდ სცადეს.

სტუდენტები ამაღამ უნივერსიტეტში რჩებიან. მათი თქმით, აქცია ხვალ 11 საათზე განახლდება. 

თსუ-ს შენობაში რჩებიან თვითმმართველობის წარმომადგენლებიც.

დაცვის სამსახურის წარმომადგენლები აუდიტორია 115-ის სტუდენტებსა და თვითმმართველობის წევრებს შორის დგანან

"უნივერსიტეტს სტკივა", - წარწერა თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების აქციიდან

"ავტონომია უნივერსიტეტს", - სკანდირებდნენ აქციაზე აუდიტორია 115-ის სტუდენტები

თსუ-ის რექტორი, ვლადიმერ პაპავა აუდიტორია 115-ის სტუდენტებსა და თვითმმართველობის წევრებს შორის

თვითთმართველობის მხარდამჭერი აქციაზე, უკან აუდიტორია 115-ის სტუდენტები

თვითმმართველობის აქციიდან

უნივერსიტეტთან მობილიზებული იყვნენ პატრულის თანამშრომლები

აუდიტორია 115-ის სტუდენტები აქციაზე

პაატა ბახტურიძე, თვითმმართველობის ვიცეპრეზიდენტი აქციაზე

თვითმმართველობის მხარდამჭერები აქციაზე

სტუდენტები 115-ე აუდიტორიიდან

თვითთმართველობის აქციის მონაწილეები თსუ-ის შენობაში

აუდიტორია 115-ის სტუდენტები 

თვითმმართველობის აქციის მონაწილეები რექტორის ოთახში შეჭრას ცდილობენ

"რექტორი უნდა გადადგეს", - სკანდირებენ თვითთმართველობის აქციის მონაწილეები

"არ გადადგე!", - სტუდენტები 115-ე აუდიტორიიდან

გიორგი ჩიხლაძე, სტუდენტი აუდიტორია 115-ის აქციიდან

თვითმმართველობის აქციის წევრები ვლადიმერ პაპავას ოთახში შეჭრას მეორეჯერ ცდილობენ, პოლიცია ძლივს აკავებს მათ

თვითთმართველობის აქციის მონაწილეები და პოლიცია

აუდიტორია 115-ის სტუდენტები

აუდიტორია 115-ის სტუდენტების ნაწილი გარეთ იდგა, პოლიცია მათ შენობაში არ უშვებდა

სტუდენტები პოლიციას სთხოვენ, მათი თანამებრძოლები უნივერსიტეტის შენობაში შემოუშვან

პოლიცია სტუდენტების შემოშვების წინააღმდეგია, ამბობენ, რომ ასეთი ბრძანება მიიღეს

აუდიტორია 115-ის სტუდენტების ნაწილი მთელი დღე გარეთ, წვიმაში იდგა. საბოლოოდ, მათ შენობაში შემოსვლა ვერ მოახერხეს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^