Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკურატურამ ფარული ჩანაწერების საქმეზე დასახმარებლად აშშ-ის მიმართა

15 მარტი 2016

"პროკურატურის შუამდგომლობების საფუძველზე, გაცემულ იქნა სასამართლოს განჩინებები, რომლის თანახმად სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თხოვნა გაეგზავნა აშშ-ს კომპეტენტურ ორგანოებს, youtube-ს, facebook-ს და google-ს სერვერებიდან - IP მისამართების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით, რათა დადგინდეს ის ქვეყანა, საიდანაც განხორციელდა ვიდეომასალის განთავსება ინტერნეტში და მოხდეს ხსენებულ დანაშაულთან კავშირში მყოფი ინტერნეტ-მოხმარებელის იდენტიფიცირება",- აღნიშნულია საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

უწყების ინფორმაციით, საქართველოს მხარის მიერ შუამდგომლობით მოთხოვნილი სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა ასევე მოიცავს იმის დადგენასაც, თუ კონკრეტულად ვინ შექმნა  facebook-ის გვერდი პოლიტიკოსის სახელით, საიდანაც  ჟურნალისტებთან და სხვა პირებთან დაიგზავნა იმ ვებგვერდის ლინკი, რომელზეც ვიდეომასალა იყო განთავსებული.

"გამოძიების მსვლელობისას, საქართველოს პროკურატურამ მიმართა youtube-ის ცენტრალურ ოფისს ვიდეომასალასთან დაკავშირებული ინფორმაციის ფიქსაციის მოთხოვნით, ვინაიდან ვებგვერდის მიერ გარკვეული დროის შემდეგ ავტომატურ რეჟიმში არ წაშლილიყო IP მისამართების შესახებ ინფორმაცია.
აქვე აღსანიშნავია, რომ პროკურატურის და სამართალდამცავი უწყებების მიერ, შესაბამისი ვებგვერდის ადმინისტრაციასთან  დაუყონებლივ იქნა  გაგზავნილი პირადი და ოჯახური საიდუმლოს ამსახველი ვიდეომასალის ბლოკირების და საიტიდან მოხსნის მოთხოვნა, რაც დაკმაყოფილდა".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^