Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტად კობა გვენეტაძე დანიშნა

17 მარტი 2016

საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტად კობა გვენეტაძე დანიშნა. შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი დღეს მოაწერა.

„მე დავამტკიცე გვენეტაძის კანდიდატურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტად და მე მიმაჩნია რომ ასეთი მაღალი რანგის პროფესიონალი ნამდვილად გამოადგება საქართველოს ეროვნულ ბანკს და იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლის იმედიც გვაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში“, -განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს კობა გვენეტაძესთან შეხვედრის შემდეგ.

როგორც პრეზიდენტმა თქვა, ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის კანდიდატურა შეირჩა სრულიად დემოკრატიული, ღია პროცესის შედეგად, რომელსაც ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ხელმძღვანელობდა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მმართველ კოალიციასთან აქტიური თანამშრომლობით კობა გვენეტაძემ მოიპოვა ხმები პარლამენტში, ბოლოს კი იგი ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატად ეროვნული ბანკის საბჭომ წარმოადგინა. საქართველოს ეროვნული ბანკის ახალმა პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან და ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

კობა გვენეტაძემ საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტსა და ეროვნული ბანკის საბჭოს მისი კანდიდატურის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა ეკონომიკური წინსვლისათვის აუცილებელი ფაქტორები, ისეთები, როგორიც არის ზომიერი და სტაბილური ინფლაცია და ფინანსური სტაბილურობა შენარჩუნდეს ქვეყანაში. კობა გვენეტაძემ მედიასთან ღია და მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^