Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიორგი გოგსაძემ თსუ-ის აკადემიური საბჭო დატოვა

17 მარტი 2016

თსუ-ის პროფესორმა გიორგი გოგსაძემ აკადემიური საბჭო დატოვა. "ლიბერალთან" საუბრისას, გოგსაძემ გადაწყვეტილების მიღების მიზეზად განმარტა,რომ აკადემიურ საბჭოში მუშაობის სურვილი აღარ აქვს. 

"წამოვედი იმიტომ, რომ სურველი აღარ მაქვს გავაგრძელო მუშაობა აკადემიურ საბჭოში. რადგან ვთვლი, რომ ვერ მოვახერხებ იმის რეალიზაციას რაც მინდა. ჩემს თავზე ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვიღებ, ჩემი დანაშაულიც არის იმაში, რომ აკადემიური საბჭო თავიდან პასიური იყო. მაგრამ, ვფიქრობ, რომ არასწორი შეფასებები კეთდებოდა მთელი ამ დროის განმავლობაში, არასწორი აქცენტები იყო დასმული, ნაწილი სტუდენტების გამოვიყვანეთ გმირებად, ნაწილი გამოვიყვანეთ ზონდერებად და ქურდებად, რაც დაუშვებელია. უნივერსიტეტი უნდა იყოს ერთიანი.  ამ ერთიანობას ხელი უნდა შეეუწყოს, როცა ეს არ ხდება, მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე",- ამბობს გოგსაძე.

მისი თქმით, განცხადება საბჭოს დატოვების თაობაზე რექტორატს უკვე გადაუგზავნა და მისი გადაწყვეტილების მიზეზები უფრო დეტალურად სწორედ იქაა განმარტებული.

აკადემიური საბჭო გუშინ კიდევ ერთმა წევრმა, პროფესორმა მარიამ გერსამიამ დატოვა. "მე ვდგები დღეს იქ, სადაც არასოდეს არ მოხდება სტუდენტების გაყოფა, ეს არის აუდიტორია. მე იქ შევალ და წავიკითხავ ლექციას როგორც პროფესორი და არა აკადემიური საბჭოს წევრი, " - განაცხადა მან. 

როგორც მარიამ გერსამია, ასევე გიორგი გოგსაძე თსუ-ის აკადემიურ საბჭოში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან იყვნენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^