Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თსუ-ის აკადემიური საბჭოს წევრები მზად არიან, პირველ ივლისამდე გადადგნენ

30 მარტი 2016

თსუ-ის გადამდგარი რექტორის ლადო პაპავას თქმით, მასთან ერთად, არაუგვიანეს პირველი ივლისისა, უფლებამოსილებას აკადემიური საბჭოც შეიჩერებს, - ამის შესახებ თსუ-დან „ლიბერალის“ ჟურნალისტი იტყობინება. 

პაპავას თქმით, აკადემიური საბჭო მზად იყო, რექტორთან ერთად პასუხისმგებლობა გაეზიარებინა, მაგრამ რექტორმა საბჭოს წევრებს დროებით დარჩენა სთხოვა.

„მე მივმართე თხოვნით, რომ არ შეეჩერებინათ უფრო ადრე ეს სტატუსი, გამომდინარე იქიდან, რომ კანცლერია ასარჩევი და აკადემიურ საბჭოს აქვს გარკვეული ფუნქცია. ამიტომ ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ არაუგვიანეს პირველი ივნისისა. რაც იმას ნიშნავს, რომ იმ პირს, ვინც იქნება არჩეული რექტორის მოვალეობის შემსრულებლად, ექნება გამოსაცხადებელი კონკურსი აკადემიური საბჭოს ახალი წევრების დასაკომპლექტებლად. ამან ხელი არ უნდა შეუშალოს კანცლერის არჩევნებს“, - განაცხადა პაპავამ.

„ლიბერალის“ ჟურნალისტს ინფორმაცია დაუდასტურა თსუ-ის აკადემიური საბჭოს წევრმა, ქეთევან მარშავამაც. მისი თქმით, გადაწყვეტილებას ყველა წევრი ეთანხმება.

ლადო პაპავა თსუ-ის რექტორის თანამდებობიდან რამდენიმე წუთის წინ გადადგა.

აკადემიურმა საბჭომ პაპავას განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა. პაპავა პირველი მაისამდე რჩება თანამდებობაზე, მანამდე კი რექტორის მოვალეობის შემსრულებელი უნდა შეარჩიონ.

სტუდენტური თვითმმართველობის წევრებსა და მათ მხარდამჭერებს მიაჩნიათ, რომ რექტორმა ვერ გაართვა თავი დაკისრებულ ვალდებულებებს, რაც გამოიხატა იმაშიც, რომ ვერ უზრუნველყო სენატის სხდომის გამართვა, რომელსაც კანცლერობის კანდიდატის არჩევაზე უნდა ემსჯელა. მათივე თქმით, თუკი რექტორმა იცოდა, რომ უნივერსიტეტში, ე.წ. ოდეერები მუშაობდნენ, ამის შესახებ უნდა განეცხადებინა. სამი დღის განმავლობაში თვითმმართველობის წევრები რექტორს ამ და სხვა პრეტენზიებს უყენებდნენ და მის გადადგომას მოითხოვდნენ. თვითმმართველობის წევრებმა და მათმა მხარდაჭერებმა აქციები შეწყვიტეს, თუმცა რექტორის გადადგომის საკითხი ძალაში დატოვეს.

რექტორის გადადგომის მოთხოვნით, თვითმმართველობის წევრებმა შიმშილობა გუშინ განაახლეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^